გერმანული გამოცემა "ბილდი" გასულ კვირას ალპებში ჩამოვარდნილი ავიალაინერის "Airbus A320"-ის ე.წ. შავი ყუთის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც 1,5 საათს გრძელდება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, პირველი პილოტი როგორ უყვირის კაბინაში შიგნიდან ჩაკეტილ ანდრეს ლუბიცას, გააღოს კარი, უკანა ფლანგიდან კი მგზავრების ყვირილი ისმის.
"ღვთის გულისათვის გამიღე კარი, გამიღე ეს წყეული კარი" - ისმის ჩანაწერში.
პირველი პილოტი 20 წუთის განმავლობაში ეხვეწებოდა ლუბიცას კარი გაეღო. შემდეგ კი პირველი პილოტი ნაჯახით ცდილობს დაჯავშნული კარის შეტეხვას. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა.
გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, მგზავრებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ხუთი წუთით ადრე დაიწყეს ყვირილი. პროკურორ ბრის რობენის განცხადებით მგზავრები ავიალაინერის ჩამოვარდნისთანავე დაიღუპნენ.