სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის და მკლელობაში ადანაშაულებს - "ზონდერების მეთაური, მიტინგების დამრბევი ჯალათი"
ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის და მკლელობაში ადანაშაულებს - "ზონდერების მეთაური, მიტინგების დამრბევი ჯალათი"

ბესო ხარ­ძი­ა­ნის მე­გობ­რის, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი უკავ­შირ­დე­ბა ბესო ხარ­ძი­ა­ნის ერ­თა­დერთ მტერს, გი­ორ­გი უდე­სი­ანს, რო­მე­ლიც ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისიც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა, რომ წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ჩა­ეს­ვა და უდე­სი­ან­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი­ყო.

მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს გი­ორ­გი უდე­სი­ანს მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბესო ხარ­ძი­ა­ნის და მაია ხარ­ძი­ა­ნიც.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის და და მე­გო­ბა­რი მკვლელს ასა­ხე­ლე­ბენ - "მისი ბან­დე­ბი თბი­ლის­ში დღე­საც და­თა­რე­შო­ბენ"

ვინ არის გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი, რო­მელ­საც მოკ­ლუ­ლი ხარ­ძი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. Ambebi.ge მის შე­სა­ხებ პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ებს გთა­ვა­ზობთ.

  • გა­ზე­თი "ვერ­სია", 2012 წელი: ამ კაც­ზე თბი­ლის­ში ლე­გენ­დე­ბი და­დის. "ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის" მე­თა­უ­რი, "მი­ტინ­გე­ბის დამრბე­ვი ჯა­ლა­თი", ბიზ­ნეს-წი­ლე­ბის "ამ­ხე­ვი" და კი­დევ უამ­რა­ვი დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი ეპი­თე­ტი ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის მი­სა­მარ­თით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უდე­სი­ა­ნი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დგომ დიდ­ხანს სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მას ამ თე­მებ­ზე არა­სო­დეს უსა­უბ­რია. ახლა ის ჩვენ და­ვი­თან­ხმეთ, დუ­მი­ლი და­ერ­ღვია და ყვე­ლა იმ სკან­და­ლურ თუ გახ­მა­უ­რე­ბულ თე­მებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა, რაც აქამ­დე მისი პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ აგორ­და და რო­მელ­საც მისი პი­როვ­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის მი­ზან­მი­მარ­თულ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას უწო­დებს. "ვერ­სია" გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ გი­ორ­გი უდე­სი­ან­თან:
იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ უდე­სი­ან­თან | "ცალ-ცალი კა­ლო­შით მთავ­რო­ბა­ში არ მოვ­სულ­ვარ და ნუ შე­ეც­დე­ბი­ან და­მაბ­რა­ლონ, სხვე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა"

უდე­სი­ანს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ბე­გი­აშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც 2012 წელს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა.

  • "კვი­რის პა­ლიტ­რა", 2012 წელი: და­ვით ბე­გი­აშ­ვი­ლი: 2011 წლის 23 მა­ისს (ამ დროს ბურ­ჯა­ნა­ძე მარ­თავ­და მი­ტინ­გებს თბი­ლის­ში) გა­მო­ვე­დი ჩემი ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან - "ალ­ბატ­რო­სი", რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტზე მდე­ბა­რე­ობს და ფე­ხით გა­ვაგ­რძე­ლე გზა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­მესხნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, რო­მელ­თაც არც გან­მარ­ტე­ბა მომ­ცეს, არც სა­ბუ­თე­ბი წარ­მო­მიდ­გი­ნეს და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნეს. ჯერ სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ცი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, მერე თავი ამო­მა­ყო­ფი­ნეს კუდ-ში, მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში. ბიზ­ნეს­მენ­თან სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა კი­თხვა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ მო­დუ­ლის შე­ნო­ბას­თან რომ მი­მიყ­ვა­ნეს, ვი­კი­თხე, აქ რა მინ­და-მეთ­ქი. თქვენ­თან ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უნდა გა­სა­უბ­რე­ბაო. სოსო თო­ფუ­რი­ძის ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნეს. იქ გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი დამ­ხვდა. კა­მუფ­ლაჟ­ში იყო ჩაც­მუ­ლი და ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, აქ მუ­შა­ობს და უფ­ლე­ბა აქვს, კი­თხვე­ბი და­მის­ვას-მეთ­ქი. უდე­სი­ა­ნი თო­ფუ­რი­ძის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და და მი­თხრა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კარ­გი თვა­ლით არ გი­ყუ­რე­ბენ, ქო­ნე­ბის გამო პრობ­ლე­მე­ბი გაქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნო. რა ქო­ნე­ბა­სა და პრობ­ლე­მებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით-მეთ­ქი? რა­ღა­ცას მიედ-მო­ე­დე­ბო­და. ისიც კი თქვა, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან მაქვს კავ­ში­რი. უნ­დო­და, გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვექ­ციე. ვუ­თხა­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ, არც ბურ­ჯა­ნა­ძეს ვიც­ნობ და არც რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერს-მეთ­ქი. მა­ინც გა­ნაგ­რძო, ხომ იცი, ეგე­ნი რუ­სე­თის ხალ­ხია, რუ­სე­ბი მარ­თა­ვე­ნო. არც ვიცი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. მერე მუ­ქა­რა და­ი­წყო, მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი ამო­ი­ღო და გა­და­ტე­ნა. ძა­ლი­ან გა­ურ­კვევ­ლად მე­ლა­პა­რა­კა. მი­თხრა, შენს ძმა­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნო. კარ­გის მეტი არა­ვის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და და­შა­ვე­ბა ხომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუ რამე პრობ­ლე­მაა, პირ­და­პირ მი­თხა­რით-მეთ­ქი. უდე­სი­ან­მა ამის მერე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნის რო­ლის თა­მა­ში და­ი­წყო. მა­მის სული იფი­ცა, შენ აქ არა­ვინ შე­გე­ხე­ბა, მაგ­რამ აქ უნდა დარ­ჩე, სა­ნამ ვი­თა­რე­ბა გა­ირ­კვე­ვაო. ვუ­თხა­რი, ად­ვო­კატ­თან დავ­რე­კავ-მეთ­ქი. არ გინ­და, მე მო­გიგ­ვა­რებ ყვე­ლა­ფერ­სო. თო­ფუ­რი­ძის კა­ბი­ნეტს მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი ჰქონ­და და იქ სამი ღამე მე­ძი­ნა (!). ჩემ­თან ერ­თად იყო ერთი კუდ-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც თო­ფუ­რი­ძის თა­ნა­შემ­წედ გა­მეც­ნო. წუ­თი­თაც არ მცილ­დე­ბო­და, საჭ­მე­ლი მოჰ­ქონ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის დაჭ­რის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა 19,108-ე მუხ­ლით, და­ი­წყო.

იხი­ლეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ თეგ­ზე #ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის და მკლელობაში ადანაშაულებს - "ზონდერების მეთაური, მიტინგების დამრბევი ჯალათი"

ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის და მკლელობაში ადანაშაულებს - "ზონდერების მეთაური, მიტინგების დამრბევი ჯალათი"

ბესო ხარძიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი უკავშირდება ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ წითელ ცირკულარში ჩაესვა და უდესიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.

მკვლელობაში ადანაშაულებს გიორგი უდესიანს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის და მაია ხარძიანიც.

მეტი ინფორმაციისთვის| მოკლული ბიზნესმენის და და მეგობარი მკვლელს ასახელებენ - "მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ"

ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ხარძიანის ახლობლები მკვლელობაში ადანაშაულებენ. Ambebi.ge მის შესახებ პრესაში გავრცელებულ სტატიებს გთავაზობთ.

  • გაზეთი "ვერსია", 2012 წელი: ამ კაცზე თბილისში ლეგენდები დადის. "ზონდერ-ჯგუფების" მეთაური, "მიტინგების დამრბევი ჯალათი", ბიზნეს-წილების "ამხევი" და კიდევ უამრავი დისკრედიტაციული ეპითეტი ბიზნესმენ გიორგი უდესიანის მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ უდესიანი "ვარდების რევოლუციის" შემდგომ დიდხანს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჟურნალისტებთან მას ამ თემებზე არასოდეს უსაუბრია. ახლა ის ჩვენ დავითანხმეთ, დუმილი დაერღვია და ყველა იმ სკანდალურ თუ გახმაურებულ თემებზე გულახდილად ესაუბრა, რაც აქამდე მისი პიროვნების ირგვლივ აგორდა და რომელსაც მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას უწოდებს. "ვერსია" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გერმანიაში მყოფ გიორგი უდესიანთან:
იხილეთ ინტერვიუ უდესიანთან | "ცალ-ცალი კალოშით მთავრობაში არ მოვსულვარ და ნუ შეეცდებიან დამაბრალონ, სხვებისთვის ბიზნესის წართმევა"

უდესიანს ძალადობაში ადანაშაულებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილიც, რომელმაც 2012 წელს "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

  • "კვირის პალიტრა", 2012 წელი: დავით ბეგიაშვილი: 2011 წლის 23 მაისს (ამ დროს ბურჯანაძე მართავდა მიტინგებს თბილისში) გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან - "ალბატროსი", რომელიც ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს და ფეხით გავაგრძელე გზა. მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე თავი ამომაყოფინეს კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა. კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი. უდესიანი თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 19,108-ე მუხლით, დაიწყო.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია