კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს და რას ყვებოდა ინციდენტამდე - "ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება"
ვინ არის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს და რას ყვებოდა ინციდენტამდე - "ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება"

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი| ბესო ხარ­ძი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - ბიზ­ნეს­მე­ნი 4-მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა

დღეს ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ანს ეს­რო­ლეს. ბიზ­ნეს­მე­ნი დაჭ­რი­ლია და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. Ambebi.ge დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით, მა­ნამ­დე კი გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბიზ­ნეს­მე­ნის შე­სა­ხებ.

ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი კუს ტბის აქ­ცი­ებს ფლობ­და. ის აცხა­დებ­და, რომ ერთ-ერ­თია იმ ბიზ­ნეს­მენ­თა­გან, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უსა­მარ­თლოდ და­ა­კა­ვეს.

"ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით ჰე­რო­ი­ნი ჩა­მა­ყა­რეს პირ­ში", - ეს გან­ცხა­დე­ბა ბიზ­ნეს­მენ­მა ბესო ხარ­ძი­ან­მა გა­სულ წელს გა­და­ცე­მა "დიდ პო­ლი­ტი­კა­ში" გა­ა­კე­თა.

ხარ­ძი­ა­ნი იმედს გა­მოთ­ქვამ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მისი საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბიზ­ნეს­მენ­მა აღ­ნიშ­ნა, მის და­კა­ვე­ბა­ში ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი იყო ჩა­რე­უ­ლი.

"იმე­დია ახა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში დამ­კი­თხა­ვენ. და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს, ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, გი­ორ­გი უდე­სი­ან­თან ერ­თად კუს ტბა არა­ბე­ბის­თვის 40 მი­ლი­ო­ნად უნდა მი­ე­ყი­და. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი იყო ჩა­რე­უ­ლი, ამი­ტომ და­მი­ჭი­რეს და გა­და­წყვი­ტეს ჩემი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა".

რო­გორც ბიზ­ნეს­მენ­მა გა­ნა­ცხა­და, კუს ტბის აქ­ცი­ე­ბის იძუ­ლე­ბით გა­და­ფორ­მე­ბის შემ­დე­გაც არ გა­ათ­ვი­სუფ­ლეს ცი­ხი­დან. ხარ­ძი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მის საქ­მეს­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყ­ვნენ გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი და ვინ­მე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი.

"გა­მოს­ვლის შემ­დეგ შევ­ხვდი ქუ­რას­ბე­დი­ანს, პი­როვ­ნე­ბა აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან საქ­მე "გა­ი­ას­ნე­ბუ­ლი" გვაქ­ვსო. ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი იყო და როცა ქუ­რას­ბე­დი­ან­მა ეს გვა­რე­ბი მიხ­სე­ნა, ოჯახ­ში ვეს­ტუმ­რე ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს, არ დამ­ხვდა, ჩემი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და­ვუ­ტო­ვე, რომ მას აბ­რა­ლებ­დნენ და გა­ერ­კვია, მაგ­რამ არ და­ვუ­ბა­რე­ბი­ვარ და არ გა­ურ­კვე­ვია, ამი­ტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკ­ვირ­ვებს".

ხარ­ძი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ მას­ზე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ე.წ. მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დო­ლა­რად ნა­ყი­დი "გა­რა­ჟიც" ამის შე­დე­გი იყო.

"აუქ­ცი­ონ­ზე, რო­მე­ლიც სიღ­ნაღ­ში 2007 წელს გა­ი­მარ­თა, 37 ათა­სად ღი­რე­ბუ­ლი "გა­რა­ჟი" მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ დო­ლა­რად ვი­ყი­დე. სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს" მე­პატ­რო­ნე გახ­ლდით. დი­რექ­ტო­რე­ბი და­ი­ჭი­რეს, მათ შო­რის ერთ-ერთი ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის მამა იყო. ასე­თი ზე­წო­ლის ქვეშ რო­გორ არ უნდა გა­და­მე­ხა­და? რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა? რა გა­მო­სა­ვა­ლი იყო, როცა და­ჭე­რას მპირ­დე­ბოდ­ნენ? ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში იყო გრი­გოლ ფე­რა­ძე, ვინც წა­მიყ­ვა­ნა, ამას გე­ლო­ვა­ნი, დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი და ვინ­მე ქარ­სე­ლა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. ასე­თი ზე­წო­ლის ქვეშ, როცა და­გი­ჭე­რენ ახ­ლობ­ლებს, და გე­მუქ­რე­ბი­ან, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა, ბიზ­ნე­სიც უნდა გა­და­მერ­ჩი­ნა და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც", - იხ­სე­ნებ­და ბიზ­ნეს­მე­ნი.

იგი­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ხარ­ძი­ან­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის წლე­ბი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ დათა ახა­ლა­ია ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­სუ­ლი იყო გლ­და­ნის ცი­ხის დი­რექ­ტორ­თან, რომ­ლის ოთახ­შიც ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის "ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ".

"გლ­და­ნის ცი­ხის კორ­პუ­სი­დან გა­ვი­ქე­ცი გა­სას­ვლე­ლამ­დე, ვყვი­რო­დი, რომ მოკ­ვლას მი­პი­რებ­დნენ და ამან შე­ა­ფერ­ხა. ორი წელი ცი­ხე­ში მა­წა­მებ­დნენ, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად ვერ გამ­ტე­ხეს. სა­ნამ ე.წ. კა­რან­ტინ­ში ვი­ჯე­ქი, ყო­ველ დღე მცემ­დნენ", - იხ­სე­ნებ­და ბიზ­ნეს­მე­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ხარ­ძი­ა­ნი სა­კუ­თარ სახ­ლთან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბიზ­ნეს­მე­ნი თა­ვის არე­შია დაჭ­რი­ლი. ბესო ხარ­ძი­ა­ნი უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

იხი­ლეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ თეგ­ზე #ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ არის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს და რას ყვებოდა ინციდენტამდე - "ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება"

ვინ არის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს და რას ყვებოდა ინციდენტამდე - "ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება"

განახლებული| ბესო ხარძიანი გარდაიცვალა - ბიზნესმენი 4-მა ტყვიამ იმსხვერპლა

დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ესროლეს. ბიზნესმენი დაჭრილია და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. Ambebi.ge დეტალების გარკვევას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, მანამდე კი გთავაზობთ ინფორმაციას ბიზნესმენის შესახებ.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.  ის აცხადებდა, რომ ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ დააკავეს.

"ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჰეროინი ჩამაყარეს პირში", - ეს განცხადება ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა გასულ წელს გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" გააკეთა.

ხარძიანი იმედს გამოთქვამდა, რომ პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდება. ამასთან, აღნიშნულ ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, მის დაკავებაში ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული.

"იმედია ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ. დავით ჩხატარაშვილს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, გიორგი უდესიანთან ერთად კუს ტბა არაბებისთვის 40 მილიონად უნდა მიეყიდა. ამის მტკიცებულება მაქვს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი იყო ჩარეული, ამიტომ დამიჭირეს და გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება".

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, კუს ტბის აქციების იძულებით გადაფორმების შემდეგაც არ გაათვისუფლეს ციხიდან. ხარძიანის განცხადებით, მის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყვნენ გიორგი უდესიანი და ვინმე ქურასბედიანი.

"გამოსვლის შემდეგ შევხვდი ქურასბედიანს, პიროვნება აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ უკვე პროკურატურასთან საქმე „გაიასნებული" გვაქვსო. ჩხატარაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის მრჩეველი იყო და როცა ქურასბედიანმა ეს გვარები მიხსენა, ოჯახში ვესტუმრე ლაშა ნაცვლიშვილს, არ დამხვდა, ჩემი კოორდინატები დავუტოვე, რომ მას აბრალებდნენ და გაერკვია, მაგრამ არ დავუბარებივარ და არ გაურკვევია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".

ხარძიანი აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ე.წ. მილიონნახევარ დოლარად ნაყიდი "გარაჟიც" ამის შედეგი იყო.

"აუქციონზე, რომელიც სიღნაღში 2007 წელს გაიმართა, 37 ათასად ღირებული "გარაჟი" მილიონნახევარ დოლარად ვიყიდე. სასტუმრო "საქართველოს" მეპატრონე გახლდით. დირექტორები დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. ასეთი ზეწოლის ქვეშ როგორ არ უნდა გადამეხადა? რა უნდა გამეკეთებინა? რა გამოსავალი იყო, როცა დაჭერას მპირდებოდნენ? ფინანსურ პოლიციაში იყო გრიგოლ ფერაძე, ვინც წამიყვანა, ამას გელოვანი, დღევანდელი პარლამენტარი ნიკოლეიშვილი და ვინმე ქარსელაძე ესწრებოდნენ. ასეთი ზეწოლის ქვეშ, როცა დაგიჭერენ ახლობლებს, და გემუქრებიან, სხვა გამოსავალი არაა, ბიზნესიც უნდა გადამერჩინა და საკუთარი ოჯახის წევრებიც", - იხსენებდა ბიზნესმენი.

იგივე ინტერვიუში ხარძიანმა პატიმრობაში ყოფნის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დათა ახალაია ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო გლდანის ციხის დირექტორთან, რომლის ოთახშიც ბიზნესმენისთვის "ყველაფერი საშინელება უნდა ჩაეტარებინათ".

"გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე, ვყვიროდი, რომ მოკვლას მიპირებდნენ და ამან შეაფერხა. ორი წელი ციხეში მაწამებდნენ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. სანამ ე.წ. კარანტინში ვიჯექი, ყოველ დღე მცემდნენ", - იხსენებდა ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, თბილისში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი თავის არეშია დაჭრილი. ბესო ხარძიანი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი