მისი კომპანია ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. დარგის სტრატეგიულობიდან გამომდინარე მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მათ შორის პოლიტიკურ დონეზე. როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში. ამის შესახებ და ასევე ოჯახურ ტრაგედიაზე კომპანია "აირზენას" დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა "პალიტრა TV"-ს გასაცემა "ბიზნეს- PRESS"-ში, 23 მარტს 22:30 საათზე ისაუბრა.
გთავაზობთ ფრაგემენტს ინტერვიუდან:
- იყო პერიოდი, როცა ”აირზენა” ქართული ავიაციის ფლაგმანი იყო. როგორ გახდა ”აირზენა” ქართული ავიაციის ფლაგმანი?
-სიტყვა ფლაგმანი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში რა როლს თამაშობს ავიაკომპანია. მე ვთვლი, რომ ჩვენ დღესაც ფლაგმანები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც საქართველოში მეტი არავინ აკეთებს.
***
-თქვენ შევარდნაძის პირადი პილოტიც იყავით. დაგეხმარათ თუ არა შევარდნაძესთან სიახლოვე ბიზნესის აწყობაში?
-შევარდნაძეს დიდი ცხოვრებისეული პრაქტიკა ჰქონდა გავლილი. მას სწორი ხედვა ჰქონდა. იცოდა, რომ ავიაცია სტრატეგიული დარგი იყო, და ასე თუ ისე, ის ავიაციის განვითარებას მხარს უჭერდა. შევარდნაძის შემდეგ ავიაციის განვითარებას მხარს აღარავინ უჭერს.
-მასთან სიახლოვე, შეიძლება ითქვას, რომ დაგეხმარათ, ბაზარზე მოგეპოვებინათ ფლაგმანის მდგომარეობა.
-არა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და დაიშალა ”აეროფლოტის” ცენტრალური სისტემა, მაშინ ვმუშაობდი აეროპორტში, როგორც ყველა იმდროინდელი ავიატორი, ”აეროფლოტის” დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა ავიაკომპანია ”ორბი” და ყველა თანამშრომელი, ვინც ”აეროფლოტში” ვმუშაობდით, ”ორბში” გადავედით.
***
- ცნობილია, რომ იყო პერიოდი, როდესაც სასიკვდილოდ გაგიმეტეს...
-კი, 2001 წელს.
-თქვენი დისშვილი შეეწირა თქვენს ბიზნესსაქმიანობას...
- ჩემი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ჩემი მანქანიდან ჩემი დისშვილი გადმოვიდა და სადარბაზოში ჩემი დისშვილი შემოვიდა. მკვლელებმა ვერ გაარჩიეს, ვინ იყო და ასეთი საშინელება ჩაიდინეს.
-ეს საქმე დღემდე არ არის გახსნილი...
-დიახ. ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყე თავიდან ამ საქმის კვლევა, ჩემმა დამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რომ ეს საქმე თაროდან ჩამოეღოთ, ჩამოიღეს თაროდან, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც არაფერი ხდება.