პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძველ ანა­გა­ში 11 წლის ბიჭ­მა თავი მო­იკ­ლა. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მას სკო­ლა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ქე­თე­ვან ბე­გი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა ბიჭს უთხრეს, რომ ის ნაშ­ვი­ლე­ბი იყო.

ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გის მაია ცი­რა­მუ­ას გან­მარ­ტე­ბით, 11 წლის ბავ­შვის თვით­მკვლე­ლო­ბა სკო­ლა­ში თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის და სკო­ლის მხრი­დან ამ პრობ­ლე­მი­სად­მი წაყ­რუ­ე­ბის შე­დე­გია.

"სას­კო­ლო სივ­რცე­ში არის ასე­თი პრობ­ლე­მა, რა­საც ბუ­ლინ­გი ჰქვია. ბუ­ლინ­გი არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას. ის რაც მოხ­და ძვე­ლი ანა­გის სკო­ლა­ში, ესეც ბუ­ლინ­გის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ძა­ლი­ან მძი­მე და მტკივ­ნე­უ­ლი. პირ­ველ რიგ­ში სკო­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, აღი­ა­როს, რომ ეს არის პრობ­ლე­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვხე­დავთ, რომ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის უნა­რი არ გა­აჩ­ნი­ათ, ვერც კი ხვდე­ბი­ან რომ ეს პრობ­ლე­მაა და ვერ არ­ქმე­ვენ ამ პრობ­ლე­მას სა­ხელს. ვერ ხე­და­ვენ, რომ ეს მათი, კონ­კრე­ტუ­ლად სკო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის იმ­დე­ნად უუ­ნა­რო­ე­ბი არი­ან, არ იცი­ან რო­გორ იკონ­ტაქ­ტონ, რა გა­ა­კე­თონ, არ იცი­ან, ვინ ჩარ­თონ ამ პრო­ცეს­ში და სამ­წუ­ხა­როდ ხდე­ბა ასე­თი ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტე­ბი.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლას უნდა ჰქონ­დეს რე­აქ­ცია. რო­დე­საც ხე­დავ მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი, პე­და­გო­გი, რომ შენს თვალ­წინ ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე ადა­მი­ანს ამ­ცი­რებს, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამა­ში არ ჩა­ე­რიო? არ შე­ე­ცა­დო ამ სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბას?

-რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ამ ორ ბავ­შვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, მე­დი­ა­ცია, ორი­ვე მხა­რეს­თან მუ­შა­ო­ბა თვი­თონ სკო­ლის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიერ. შე­იძ­ლე­ბო­და ამა­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თვა.

-მა­შინ­ვე უნდა ემოქ­მე­დათ და სახ­ლში არ უნდა გა­ეშ­ვათ?

- რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­აქ­ცია. ახლა ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კოთ, რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. სკო­ლას უნდა ჰქონ­დეს მზად კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ტაქ­ტი­კა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ცხა­დია, წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი, რა ტი­პის კრი­ზი­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სკო­ლამ უნდა იცო­დეს, ვის რთავს, ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ატყო­ბი­ნებს ამის შე­სა­ხებ, ვინ იკ­რი­ბე­ბა, ვინ სა­უბ­რობს ამ პრობ­ლე­მა­ზე, ან სად ამი­სა­მარ­თებ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გის­თვის მი­ე­მარ­თათ, მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც შეკ­რე­ბი­ლი­ყო და გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნათ. ორი­ვე ბავ­შვთან მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სწო­რი.

ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და, ერთი ბავ­შვი აღარ არის ცო­ცხა­ლი და მე­ო­რე ბავ­შვმა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ტრავ­მით უნდა იცხოვ­როს. ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. რა­ტომ­ღაც სკო­ლებ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბუ­ლინ­გი არ არის სა­მუ­შაო პრობ­ლე­მა. მო­ზარ­დი იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თო ასაკ­შია, თან ეს ისე­თი თე­მაა, რომ მარ­თლა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი. ფხიზ­ლად უნდა იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთლი­ა­ნად სკო­ლა, არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის წაყ­რუ­ე­ბა", - აცხა­დებს მაია ცი­რა­მუა.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის შედეგია - მაია ცირამუა

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მას სკოლაში თანაკლასელებთან კონფლიქტი მოუვიდა. სკოლის დირექტორის მოადგილის, ქეთევან ბეგიაშვილის ინფორმაციით, თანაკლასელებმა ბიჭს უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო.

ბავშვთა ფსიქოლოგის მაია ცირამუას განმარტებით, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის და სკოლის მხრიდან ამ პრობლემისადმი წაყრუების შედეგია.

"სასკოლო სივრცეში არის ასეთი პრობლემა, რასაც ბულინგი ჰქვია. ბულინგი არ გულისხმობს მხოლოდ თანატოლებს შორის ფიზიკურ ძალადობას. ის რაც მოხდა ძველი ანაგის სკოლაში, ესეც ბულინგის ერთ-ერთი გამოხატულებაა, ძალიან მძიმე და მტკივნეული. პირველ რიგში სკოლამ უნდა გააცნობიეროს, აღიაროს, რომ ეს არის პრობლემა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ იდენტიფიკაციის უნარი არ გააჩნიათ, ვერც კი ხვდებიან რომ ეს პრობლემაა და ვერ არქმევენ ამ პრობლემას სახელს. ვერ ხედავენ, რომ ეს მათი, კონკრეტულად სკოლის პასუხისმგებლობაა. ასეთი შემთხვევებისთვის იმდენად უუნაროები არიან, არ იციან როგორ იკონტაქტონ, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ ჩართონ ამ პროცესში და სამწუხაროდ ხდება ასეთი ძალიან მძიმე ფაქტები.

ნებისმიერ შემთხვევაში სკოლას უნდა ჰქონდეს რეაქცია. როდესაც ხედავ მოზრდილი ადამიანი, პედაგოგი, რომ შენს თვალწინ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს, უსამართლოდ ექცევა, როგორ შეიძლება, რომ ამაში არ ჩაერიო? არ შეეცადო ამ სიტუაციის დარეგულირებას?

-როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მოცემულ შემთხვევაში მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობა, რა უნდა გაეკეთებინათ?

- აუცილებელი იყო ამ ორ ბავშვს შორის ურთიერთობის აღდგენა, მედიაცია, ორივე მხარესთან მუშაობა თვითონ სკოლის, მასწავლებლების მიერ. შეიძლებოდა ამაში მშობლების ჩართვა.

-მაშინვე უნდა ემოქმედათ და სახლში არ უნდა გაეშვათ?

- რა თქმა უნდა, პირველივე შემთხვევაზე უნდა ყოფილიყო რეაქცია. ახლა ძალიან რთულია ჩვენ ვილაპარაკოთ, რა უნდა გაკეთებულიყო. სკოლას უნდა ჰქონდეს მზად კრიზისების მართვის ტაქტიკა, სახელმძღვანელო რეკომენდაციები. ცხადია, წინასწარ ვერ გათვლი, რა ტიპის კრიზისი იქნება, მაგრამ სკოლამ უნდა იცოდეს, ვის რთავს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ატყობინებს ამის შესახებ, ვინ იკრიბება, ვინ საუბრობს ამ პრობლემაზე, ან სად ამისამართებ. კარგი იქნებოდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ, მინიმუმ რამდენიმე მასწავლებელი მაინც შეკრებილიყო და გაეანალიზებინათ. ორივე ბავშვთან მუშაობა იქნებოდა ყველაზე სწორი.

ამხელა ტრაგედია მოხდა, ერთი ბავშვი აღარ არის ცოცხალი და მეორე ბავშვმა მთელი ცხოვრება ამ ტრავმით უნდა იცხოვროს. ძალიან რთული ვითარებაა. რატომღაც სკოლებში მიაჩნიათ, რომ ბულინგი არ არის სამუშაო პრობლემა. მოზარდი იმდენად სახიფათო ასაკშია, თან ეს ისეთი თემაა, რომ მართლა არაპროგნოზირებადი ხდება ადამიანი. ფხიზლად უნდა იყოს მასწავლებელი და მთლიანად სკოლა, არ შეიძლება ასეთი შემთხვევების წაყრუება", - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა