პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე
ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე

27 მარტს სა­ღა­მოს, თბი­ლისს გერ­მა­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ეწ­ვია. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნებ­მა აე­რო­პორ­ტი­დან გეზი პირ­და­პირ სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის­კენ" აი­ღეს.

გერ­მა­ნელ­თა დე­ლე­გა­ცი­ას ჯერ აე­რო­პორ­ტში, შემ­დეგ კი სას­ტუმ­როს­თან დახ­ვედ­რა ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მო­უ­წყვეს. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ფანი გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის ფორ­მა­ში, ხელ­ში პლა­კა­ტე­ბი­თა და ამ ქვეყ­ნის დრო­შე­ბით შე­ე­გე­ბა სტუმ­რებს [იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა], თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გან­წყო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე", სა­დაც გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ქარ­თველ­მა ფა­ნებ­მა მე­ტო­ქე­ებს უხამ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ახ­ვედ­რეს.

იხი­ლეთ ვი­დეო| გერ­მა­ნე­ლე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თბი­ლი­სი და ქარ­თვე­ლე­ბის დახ­ვედ­რა მე­ტო­ქე ნაკ­რებს

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს გერ­მა­ნი­ას­თან მატ­ჩის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს.

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მი­სულ ქო­მა­გებს სკა­მებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რის" მიერ ნა­ჩუ­ქა­რი დრო­შე­ბი დახ­ვდე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას 4500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" მო­უ­წო­დებს ქო­მა­გებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის დროს გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა დრო­შე­ბი აღ­მარ­თონ და უფრო გა­ა­ლა­მა­ზონ "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­სა­მარ­თი მატ­ჩი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბებს შო­რის ევ­რო­პის 2016 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის მატ­ჩი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. შეხ­ვედ­რის პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პირ­ვე­ლი არხი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე

ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე

27 მარტს საღამოს, თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს [იხილეთ ფოტოგალერეა], თუმცა განსხვავებულია განწყობა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", სადაც გერმანიის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ქართველმა ფანებმა მეტოქეებს უხამსი კომენტარები დაახვედრეს.

იხილეთ ვიდეო| გერმანელების თვალით დანახული თბილისი და ქართველების დახვედრა მეტოქე ნაკრებს

შეგახსენებთ, რომ გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გერმანიასთან მატჩის დღეს საქართველოს დროშებს საჩუქრად გადასცემს.

"დინამო არენაზე" მისულ ქომაგებს სკამებზე "კვირის პალიტრის" მიერ ნაჩუქარი დროშები დახვდებათ. საქართველოს დროშას 4500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

"კვირის პალიტრა" მოუწოდებს ქომაგებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა დროშები აღმართონ და უფრო გაალამაზონ "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.