პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა
30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა

ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­ლი­ან­ში ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს 25 წლის ზუ­რაბ სამ­ხა­რა­ძე და­ი­ღუ­პა. სო­ფელ ლე­ლი­ა­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ სამ­ხა­რა­ძეს თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და იმას და­ეხ­მა­რა, მან­ქა­ნა­ში ჩა­არ­ტყეს თუ რა მოხ­და, არ ვიცი. გა­თი­შუ­ლი გად­მო­ი­ღეს მან­ქა­ნი­დან. ნემ­სიც გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ ვერ უშ­ვე­ლეს. ეს არ იყო ნას­ვა­მი, ბი­ძაშ­ვილს მო­უ­ვი­და ჩხუ­ბი და იმას და­ეხ­მა­რა. ჩხუ­ბი რაზე მო­უ­ვი­დათ, არ ვიცი", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სავ­მა ჯუმ­ბერ სამ­ხა­რა­ძემ.

"ეს ბიჭი (გარ­დაც­ვლი­ლი) აქა­უ­რია, მაგ­რამ თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, გუ­შინ ჩა­მო­ვი­და. ბი­ჭე­ბი, ბევ­რნი ჩხუ­ბობ­დნენ და იქ რა მოხ­და, ექ­სპერ­ტი­ზა გა­არ­კვევს. ნე­ტავ მარ­თლა გუ­ლით იყოს გარ­დაც­ვლი­ლი და უბე­დუ­რე­ბა არ იყოს სო­ფელ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ლე­ლი­ა­ნის მკვიდრმა ნინო კონ­ტრი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდებს ჩხუ­ბი პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლის შვილ­თან მო­უ­ვი­დათ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა

30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ფიზიკური დაპირისპირების დროს 25 წლის ზურაბ სამხარაძე დაიღუპა. სოფელ ლელიანის მცხოვრებლების განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, ზურაბ სამხარაძეს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

"მეგობრები იყვნენ და იმას დაეხმარა, მანქანაში ჩაარტყეს თუ რა მოხდა, არ ვიცი. გათიშული გადმოიღეს მანქანიდან. ნემსიც გაუკეთეს, მაგრამ ვერ უშველეს. ეს არ იყო ნასვამი, ბიძაშვილს მოუვიდა ჩხუბი და იმას დაეხმარა. ჩხუბი რაზე მოუვიდათ, არ ვიცი", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავმა ჯუმბერ სამხარაძემ.

"ეს ბიჭი (გარდაცვლილი) აქაურია, მაგრამ თბილისში ცხოვრობს, გუშინ ჩამოვიდა. ბიჭები, ბევრნი ჩხუბობდნენ და იქ რა მოხდა, ექსპერტიზა გაარკვევს. ნეტავ მართლა გულით იყოს გარდაცვლილი და უბედურება არ იყოს სოფელში დატრიალებული", - აღნიშნა ლელიანის მკვიდრმა ნინო კონტრიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ჩხუბი პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შვილთან მოუვიდათ. ამ ინფორმაციას პოლიციის რაიონულ სამმართველოში არ ადასტურებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია