მაინტერესებდა რა ხდებოდა თბილისის ღამის კლუბებში, ვიყავი ერთი-ორ ადგილას მიშა მესხთან ერთად, მაგრამ იქ არც მიცეკვია, არც დამილევია და არც მიგულავია, - ეს განცხადება არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "რეაქციაში" გააკეთა. როგორც მან განმარტა, ცნობილი საქციელის - გინების გამო მას ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი) დაადეს - 40 დღით მღვდელმსახურება შეუჩერეს. მამა ანთიმოზის თქმით, გინება მოდაში შემოვიდა, ის "ნახალოვკაში გაზრდილი ბიჭია" და შეიძლება მასაც წამოსცდეს გინება, როცა გაბრაზდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხშირად იგინება.
ასევე იხილეთ: არქიმანდრიტი ანთიმოზის რჩეული მაღალჩინოსნები და სამომავლო გეგმები
როგორ გააფრთხილეს არველაძეებმა მამა ანთიმოზი გრიგოლიას გადაცემაში მისავლამდე