დედ-მამის პატივსაცემად მინდა შევქნა ორგანიზაცია "17 მაისი", რომელიც აპოლიტიკური იქნება, - განაცხადა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "რეაქციაში". მისი განმარტებით, ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი დანიშნულება "ანტიქრიტიანული მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. მამა ანთიმოზმა გამორიცხა ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ამ გეგმებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამასთან, მან არ დამალა საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები და დაასახელა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომელბსაც ის დიდ პატივს სცემს.