სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულიანა ბარ-გნარის იმედგაცრუება სიყვარულში და ახალი კომფორტული იმიჯი
ჯულიანა ბარ-გნარის იმედგაცრუება სიყვარულში და ახალი კომფორტული იმიჯი

მო­ცეკ­ვა­ვე ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი მე­წყვი­ლეს­თან - ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად ვარ­ჯი­შობს და მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავს...

ჯუ­ლი­ა­ნამ და ოთომ სტუ­დი­აც გახ­სნეს, სა­დაც ბავ­შვებს ცეკ­ვას ას­წავ­ლი­ან. პა­რა­ლე­ლუ­რად, წყვი­ლი გაკ­ვე­თი­ლებს სტუ­დია "თე­ლა­შიც" ატა­რებს...

- ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ცდი­ლობს, სტუ­დია "თე­ლა­ში" კონ­კურ­სე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­ა­ტა­როს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ სპორ­ტსმე­ნი კონ­კურ­სე­ბით "იზ­რდე­ბა" და მას 100%-ით ვე­თან­ხმე­ბი: ბავ­შვი როცა ვარ­ჯი­შობს, მერე თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­დღაც უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს. მოკ­ლედ, კონ­კურ­სი სპორ­ტსმე­ნებ­ზე კარ­გად მოქ­მე­დებს. დღეს ერთ-ერთი შიდა ტურ­ნი­რი ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­ზეც მსა­ჯი გახ­ლდით. დაღ­ლი­ლი კი ვარ, მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უს მა­ინც მოგ­ცემთ (იცი­ნის)...

- პირ­ვე­ლად მსა­ჯი რო­დის იყა­ვი, გახ­სოვს?

- მგო­ნი, 2-3 წლის წინ, სტუ­დია "თე­ლა­ში", ერთ-ერთ შიდა ტურ­ნირ­ზე. სხვა­თა შო­რის, როცა მსა­ჯის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა: თა­ვად უნდა გა­დავ­წყვი­ტო, ვინ რო­მე­ლი ად­გი­ლი უნდა და­ი­კა­ვოს. თან, ყვე­ლა ბავ­შვს კარ­გად ვიც­ნობ, "ჩე­მი­ა­ნე­ბი" არი­ან...

- და­ბა­ლი ქუ­ლის და­წე­რის გამო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გ­ფუ­ჭე­ბია?

- არა, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ობი­ექ­ტუ­რო ვიყო. ადა­მი­ან­თან ახ­ლობ­ლო­ბა ქუ­ლა­ზე არა­ნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს - ყო­ველ­თვის ცეკ­ვას ვა­ფა­სებ.

- პირ­ვე­ლად რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რე, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი გოგო ხარ?

- ალ­ბათ მა­შინ, როცა ქა­თი­ნა­უ­რე­ბი მეს­მო­და.

- გან­სა­კუთ­რე­ბით - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, არა?

- დიახ, ამის მერე ბევრ ქა­თი­ნა­ურს ვი­ღებ­დი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მაგ­რამ არ "ჩავ­ციკ­ლულ­ვარ" (იცი­ნის), რად­გან ჩემი "პლუ­სე­ბი" და "მი­ნუ­სე­ბი" ვიცი...

- ის მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნე, როცა ტე­ლე­კა­მე­რის წინ პირ­ვე­ლად და­დე­ქი.

- ეს ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ი­წყო, ქარ­თუ­ლად კარ­გად ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი. ჰოდა, ცუ­დად მე­ტყვე­ლე­ბას მერ­ჩივ­ნა, ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხმას სა­ერ­თოდ არ ვი­ღებ­დი... პირ­ვე­ლი პრო­მოს გა­და­ღე­ბი­სას მკი­თხეს, - რა გქვი­აო? ისე ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე, - ჯუ­ლი­ა­ნა-მეთ­ქი, თით­ქოს ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი. ახლა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა...

- პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად ჩა­ა­ტა­რე...

- პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი მე და ოთომ ჩა­ვა­ტა­რეთ. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა ქარ­თუ­ლად ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი და როცა რა­ღა­ცის თქმა მინ­დო­და, ოთოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ბავ­შვებს უთხა­რი, რომ ეს ილე­თი გა­მო­ას­წო­რონ-მეთ­ქი. ერთხელ ოთომ გაკ­ვე­თი­ლი გა­აც­დი­ნა. რა უნდა მექ­ნა? - უნე­ბუ­რად ავ­ლა­პა­რაკ­დი. მას მერე ბავ­შვებ­თან სა­უ­ბარს მი­ვეჩ­ვიე. მათ თა­ვად ვთხოვ­დი, - თუკი რა­მეს შეც­დო­მით ვი­ტყვი, შე­მის­წო­რეთ-მეთ­ქი. ისე გა­მო­ვი­და, რომ ოთოს გაც­დე­ნე­ბი ქარ­თუ­ლი ენის და­მუ­ღა­მე­ბა­ში და­მეხ­მა­რა (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი...

- 12-13 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვლა მქონ­და. მა­შინ მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მოგ­ვცეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო...

გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ჯულიანა ბარ-გნარის იმედგაცრუება სიყვარულში და ახალი კომფორტული იმიჯი

ჯულიანა ბარ-გნარის იმედგაცრუება სიყვარულში და ახალი კომფორტული იმიჯი

მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი მეწყვილესთან - ოთო ფოლადაშვილთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს და მაისში საქართველოს სამეჯლისო-სპორტული ცეკვის ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს...

ჯულიანამ და ოთომ სტუდიაც გახსნეს, სადაც ბავშვებს ცეკვას ასწავლიან. პარალელურად, წყვილი გაკვეთილებს სტუდია "თელაშიც" ატარებს...

- ქალბატონი ლარისა გაჩეჩილაძე ცდილობს, სტუდია "თელაში" კონკურსები ყოველთვიურად ჩაატაროს, რადგან მიიჩნევს, რომ სპორტსმენი კონკურსებით "იზრდება" და მას 100%-ით ვეთანხმები: ბავშვი როცა ვარჯიშობს, მერე თავისი პოტენციალი სადღაც უნდა წარმოაჩინოს. მოკლედ, კონკურსი სპორტსმენებზე კარგად მოქმედებს. დღეს ერთ-ერთი შიდა ტურნირი ჩავატარეთ, რომელზეც მსაჯი გახლდით. დაღლილი კი ვარ, მაგრამ ინტერვიუს მაინც მოგცემთ (იცინის)...

- პირველად მსაჯი როდის იყავი, გახსოვს?

- მგონი, 2-3 წლის წინ, სტუდია "თელაში", ერთ-ერთ შიდა ტურნირზე. სხვათა შორის, როცა მსაჯის ამპლუაში პირველად ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა: თავად უნდა გადავწყვიტო, ვინ რომელი ადგილი უნდა დაიკავოს. თან, ყველა ბავშვს კარგად ვიცნობ, "ჩემიანები" არიან...

- დაბალი ქულის დაწერის გამო ბავშვებთან ურთიერთობა გაგფუჭებია?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ყოველთვის ვცდილობ, ობიექტურო ვიყო. ადამიანთან ახლობლობა ქულაზე არანაირად არ მოქმედებს - ყოველთვის ცეკვას ვაფასებ.

- პირველად როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- ალბათ მაშინ, როცა ქათინაურები მესმოდა.

- განსაკუთრებით - "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩენის შემდეგ, არა?

- დიახ, ამის მერე ბევრ ქათინაურს ვიღებდი. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ არ "ჩავციკლულვარ" (იცინის), რადგან ჩემი "პლუსები" და "მინუსები" ვიცი...

- ის მომენტი გაიხსენე, როცა ტელეკამერის წინ პირველად დადექი.

- ეს ძალიან კარგად მახსოვს. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო, ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ჰოდა, ცუდად მეტყველებას მერჩივნა, ჩუმად ვყოფილიყავი, ხმას საერთოდ არ ვიღებდი... პირველი პრომოს გადაღებისას მკითხეს, - რა გქვიაო? ისე ამოვილუღლუღე, - ჯულიანა-მეთქი, თითქოს ლაპარაკი საერთოდ არ ვიცოდი. ახლა ამაზე მეცინება...

- პირველი გაკვეთილი, რომელიც თავად ჩაატარე...

- პირველი გაკვეთილი მე და ოთომ ჩავატარეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქართულად ვერ ვლაპარაკობდი და როცა რაღაცის თქმა მინდოდა, ოთოს ვეუბნებოდი, - ბავშვებს უთხარი, რომ ეს ილეთი გამოასწორონ-მეთქი. ერთხელ ოთომ გაკვეთილი გააცდინა. რა უნდა მექნა? - უნებურად ავლაპარაკდი. მას მერე ბავშვებთან საუბარს მივეჩვიე. მათ თავად ვთხოვდი, - თუკი რამეს შეცდომით ვიტყვი, შემისწორეთ-მეთქი. ისე გამოვიდა, რომ ოთოს გაცდენები ქართული ენის დამუღამებაში დამეხმარა (იცინის).

- პირველი ჰონორარი...

- 12-13 წლის ვიყავი, როცა მეწყვილესთან ერთად საჩვენებელი გამოსვლა მქონდა. მაშინ მიზერული თანხა მოგვცეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება