პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს
 "ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს

"ღია მთავ­რო­ბის ინ­დექ­სის" მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში 29-ე ად­გილს იკა­ვებს, - ასე­თია "სა­მარ­თლის მსოფ­ლიო პრო­ექ­ტის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის შე­დე­გი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­დექ­სი ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის უფ­ლე­ბის და­ცუ­ლო­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის, სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ით­ვა­ლეს. ამი­სათ­ვის კი 100 000 ოჯა­ხი გა­მო­კი­თხეს. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში კი შვე­დე­თი, ახა­ლი ზე­ლან­დია, ნორ­ვე­გია, და­ნია და ნი­დერ­ლან­დე­ბი მოხ­ვდნენ. ღია მთავ­რო­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­მა 69-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ბოლო ოთხი ად­გი­ლი კი 102 ქვე­ყა­ნას შო­რის ირან­მა, მი­ან­მარ­მა, უზ­ბე­კეთ­მა და ზიმ­ბაბ­ვემ გა­და­ი­ნა­წი­ლა.

"ღია მთავ­რო­ბის ინ­დექ­სი" წარ­მოდ­გე­ნას იძ­ლე­ვა თუ რამ­დე­ნად ღიაა მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ის ასე­ვე სხვა ას­პექ­ტებ­საც მო­ი­ცავს, მათ შო­რის 1) ცოდ­ნას: კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­მო­კი­თხულ­თა 40 პრო­ცენტზე ნაკ­ლებ­მა იცის კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ უფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის­გან. 2) სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სტა­ტუსს: ქვეყ­ნე­ბის და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კი­თხულ­თა 80 პრო­ცენტს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, ვიდ­რე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 3) ღია მთავ­რო­ბი­სა და გენ­დე­რის ფაქ­ტორს: გა­მო­კი­თხუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნა­ხე­ვარ­ში, ქა­ლებს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ იმ კა­ნო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ უფ­ლე­ბას, მო­ი­პო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის­გან. სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის მხრივ სა­ქარ­თვე­ლომ მე-16 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ამ მხრივ ისეთ ქვეყ­ნებს გა­უს­წრო, რო­გო­რი­ცაა კა­ნა­და, ჩე­ხე­თი, ავ­სტრა­ლია და გერ­მა­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს

 "ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს

"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს, - ასეთია "სამართლის მსოფლიო პროექტის" მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგი. აღნიშნული ინდექსი ქვეყანაში ინფორმაციის უფლების დაცულობის მხრივ არსებული ვითარების, სამოქალაქო აქტივობის, საჩივრების მექანიზმის, გამოქვეყნებული კანონებისა და მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით გამოითვალეს. ამისათვის კი 100 000 ოჯახი გამოკითხეს. ამ მხრივ საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში პირველი ადგილი დაიკავა.

პირველ ხუთეულში კი შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები მოხვდნენ. ღია მთავრობის ინდექსის მიხედვით, რუსეთმა 69-ე ადგილი დაიკავა, ბოლო ოთხი ადგილი კი 102 ქვეყანას შორის ირანმა, მიანმარმა, უზბეკეთმა და ზიმბაბვემ გადაინაწილა.

"ღია მთავრობის ინდექსი" წარმოდგენას იძლევა თუ რამდენად ღიაა მთავრობა ქვეყანაში. ის ასევე სხვა ასპექტებსაც მოიცავს, მათ შორის 1) ცოდნას: კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა 40 პროცენტზე ნაკლებმა იცის კანონები, რომელიც უზრუნველყოფს მათ უფლებას, მიიღონ საჯარო ინფორმაცია მთავრობისგან. 2) სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს: ქვეყნების დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის გამოკითხულთა 80 პროცენტს ნაკლები ინფორმაცია აქვს, ვიდრე მაღალშემოსავლიან მოსახლეობას ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით. 3) ღია მთავრობისა და გენდერის ფაქტორს: გამოკითხული ქვეყნების ნახევარში, ქალებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ იმ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უფლებას, მოიპოვოს ინფორმაცია მთავრობისგან. საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა და ამ მხრივ ისეთ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიცაა კანადა, ჩეხეთი, ავსტრალია და გერმანია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა