სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა
სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა

"ვინ დამ­წყევ­ლა, ვისი წყევ­ლა ამიხ­და? ეს სი­ცო­ცხლე ჯო­ჯო­ხე­თად გა­მიხ­და", - ეს სი­ტყვე­ბი სხვას რომ არ და­ე­წე­რა, მე დავ­წერ­დი, რად­გან ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ჩემ­ზე.

ღმერ­თმა მე რომ მო­მავ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, სიკ­ვდი­ლიც თან მო­მა­დევ­ნა. ვცდი­ლობ, არა­ფე­რი ვა­წყე­ნი­ნო, თო­რემ ისე­თი უგუ­ლოა, შე­იძ­ლე­ბა, არ და­მინ­დოს... ჰოდა, ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ, მაგ­რამ რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ასე? ერთხე­ლაც, მოს­წყინ­დე­ბა ჩემი ყუ­რე­ბა და გა­მი­ყე­ნებს გზას. ანდა, მე სი­ცო­ცხლის რა ღირ­სი ვარ? ტი­რი­ფი­ვით სულ მე­ტი­რე­ბა. ქმა­რი მე არ მი­ვარ­გო­და და გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც დი­დად არ გიჟ­დე­ბოდ­ნენ ჩემ­ზე. ვი­ყა­ვი ტრი­ალ მინ­დორ­ში მდგა­რი ხე­სა­ვით, ვწყევ­ლი­დი ჩემს ბედ­სა და გა­ჩე­ნას..." - ეს იმ წე­რი­ლის და­სა­წყი­სია, რო­მე­ლიც 77 წლის, შვილმკვდარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა რი­მამ მომ­წე­რა და მთხო­ვა, მისი დღი­უ­რის ის ნა­წი­ლი მა­ინც წა­მე­კი­თხა, სა­დაც სიკ­ვდილ­სა და მის ულ­მობ­ლო­ბა­ზე წერს. მის დღი­ურ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი ამო­ვი­კი­თხე და ამ ქალ­ბა­ტო­ნის თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბელ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბებ­ზე "გზის" მომ­დევ­ნო ნომ­რებ­ში გი­ამ­ბობთ, ახლა კი ქალ­ბა­ტო­ნი რი­მას დღი­უ­რი­დან ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ, სა­დაც ავ­ტო­რი თით­ქოს, სიკ­ვდილ­თან გა­ჯიბ­რე­ბას ცდი­ლობს (სტი­ლი და­ცუ­ლია)...

***

"არა­ფე­რი ყო­ფი­ლა იმა­ზე მძი­მე, რაც მო­აქვს სუ­ლის მარ­ტო­ო­ბას და სა­ი­თაც ქარი და­გი­ბე­რავს, იქით გა­და­იხ­რე­ბი. ეძებ მყუდ­რო ად­გილს, რომ თავი შე­ა­ფა­რო, მაგ­რამ ასე­თი ად­გი­ლი არა და არ გა­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. მეც, ვე­ხეთ­ქე­ბო­დი აქეთ-იქით და ასე გან­ვლე ჩემი გზის 77 წელი. როცა და­ღამ­დე­ბა, სულ მარ­ტო ვრჩე­ბი ჩემს ნეს­ტან, დან­გრე­ულ ოთახ­ში. არა, ჩემ­თან ერ­თად პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბიც არი­ან და ისი­ნი მარ­თო­ბენ. რომ არა ეს არ­სე­ბე­ბი, მომ­კლავ­და დარ­დი მარ­ტო­ო­ბი­სა.

GზაPრესს­ჩემ­თან ერ­თად კი­დევ, პა­ტა­რა ძაღ­ლი ბი­ბია. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, სულ თვა­ლებ­ში შე­მომ­ცქე­რის და მა­ნიშ­ნებს, - ნუ გე­ში­ნია, მე ფხიზ­ლად ვარო. ჩემ­თან ერ­თად იძი­ნებს და იღ­ვი­ძებს. რა თქმა უნდა, მას თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­წო­ლი აქვს და სწო­რედ იქი­დან მყა­რა­უ­ლობს... ზოგ­ჯერ ისე ამ­ტკივ­დე­ბა გული, სიკ­ვდილს ვნატ­რობ (აი, ხომ ხე­დავთ, ესეც კი სა­ნატ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლა)... თა­ვის დრო­ზე სიკ­ვდი­ლიც კარ­გია, მაგ­რამ მა­ინც, ჩვენ­გან შორს იყოს... რა უსა­მარ­თლო ყო­ფი­ლა ეს ცხოვ­რე­ბა. ვინ არის ისე­თი, ვი­საც კა­ცის ხორ­ცი არ უჭა­მია და მისი სის­ხლი არ და­უ­ლე­ვია? ცხვა­რი რომ ცხვა­რია და უწყი­ნა­რი, თუ გა­ცხარ­და, ნუ შე­ეც­დე­ბით მის შე­ჩე­რე­ბას. სჯობს, სა­კუ­თარ თავს გა­მო­უ­ტა­ნოს გა­ნა­ჩე­ნი და უფსკრულ­ში გა­და­ი­ჩე­ხოს. ჩვენ რანი ვართ, ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­უ­თო­კა­ვი სი­ძულ­ვი­ლი გვა­შო­რებს ერ­თმა­ნეთს და ამი­ტო­მაც, ღმერ­თმა ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ აგ­ვა­დევ­ნა სიკ­ვდი­ლი. აბა, და­აკ­ვირ­დით, რო­გორ კვდე­ბა ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში, ხან მხე­ცი­ვით - ტყე­ში, ხა­ნაც - სახ­ლში, მდი­ნა­რე­ში, ქორ­წილ­ში... ალ­ბათ, ღმერ­თს სურს გა­ა­ნად­გუ­როს ბო­რო­ტე­ბა. ის სა­მარ­თლი­ა­ნია, მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა ბო­ლომ­დე ვერ გა­ნად­გურ­დე­ბა. რამ­დე­ნი გლო­ვა და ტი­რი­ლია ამ­ქვეყ­ნად, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლიც ბევ­რია. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ე­ხე­ტე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე უბე­დო­ბით და­ჩაგ­რუ­ლი, გულ­ზე ხე­ლებ­დაკ­რე­ბი­ლი ელო­დე­ბა უფ­ლის გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ ღმერ­თი სა­მარ­თლი­ა­ნია და ყვე­ლას როდი ალო­დი­ნებს: ზოგს ჩი­ტი­ვით გა­აფ­რენს ფან­ჯრი­დან, ზოგს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში წა­იყ­ვანს; არ გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, უკ­ვდა­ვე­ბი ვი­ყოთ და ალ­ბათ, ასეა სა­ჭი­რო, მაგ­რამ მა­ინც, სიკ­ვდი­ლი ჩვენ­გან შორს იყოს..."

***

ასე იტყვი­ან ხოლ­მე: ვი­საც შვი­ლი არ მოჰ­კვდო­მია, მას სამ­ძი­მა­რი არ უთხრა, ის მა­ინც ვერ გა­ი­გებს სიკ­ვდი­ლის სიმ­წა­რე­სო (ღმერ­თმა არც არა­ვინ მო­ას­წროს ამას). სწო­რედ ამ სამ­ძი­მარს მინ­და შე­ვე­ხო და ჩემი სა­დარ­დე­ბე­ლი გა­გი­ზი­ა­როთ. დრო მი­დის და გი­შუშ­დე­ბა ია­რე­ბი, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გახ­სე­ნებს თავს და ბო­ლოს მა­ინც მწა­რედ აგა­ტი­რებს. მინ­და, შე­ვე­ხო იმ მო­უ­ნე­ლე­ბელ ტკი­ვილს, რა­საც შვი­ლის სა­რე­ცელ­ზე წოლა იწ­ვევს, როცა ხე­ლე­ბი გულ­ზე აქვს დაკ­რე­ფი­ლი, პირ­ზე ღი­მი­ლი შერ­ჩე­ნია, მშვი­დი სა­ხით წევს და ყვე­ლა მომ­სვლელს ემ­შვი­დო­ბე­ბა. ვფიქ­რობ და დღემ­დე ვერ ამო­მიხ­სნია, რა უნ­დო­და ამ სიმ­შვი­დით ეთ­ქვა ჩემს გო­გო­ნას? სიკ­ვდილ­მა უმ­წიკ­ვლო ან­გე­ლოზს მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე, მას კი ალ­ბათ, ის უხა­რო­და, რომ ტო­ვებ­და ბინ­ძურ და გა­უ­ტა­ნელ სამ­ყა­როს.

არ მეს­მის, რა­ტომ აირ­ჩია მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემი შვი­ლი, როცა იმ ქვეყ­ნად წა­საყ­ვა­ნი მე უფრო ვი­ყა­ვი. სიკ­ვდი­ლო, ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ას ხომ არ აგ­რო­ვებ, და­უნ­დობ­ლად და გა­ნურ­ჩევ­ლად რომ მიგ­ყავს დი­დიც და პა­ტა­რაც? შენ მარ­თლა გულ­ცი­ვო, და­უნ­დო­ბე­ლო, შემ­ზა­რა­ვო, შავო, ბო­რო­ტო, გულ­ქვა სიკ­ვდი­ლო, შორს იყავ ჩვენ­გან...

დავ­ბერ­დი, დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დი და სუ­ლაც არ ველი, რომ ცრემ­ლე­ბით გა­მა­ცი­ლე­ბენ იმ ქვეყ­ნად. ოჰ, დავ­ბერ­დი-მეთ­ქი, წა­მომ­ცდა. რა დრო გა­სუ­ლა, თმა­ში ჭა­ღა­რა შე­მომ­პარ­ვია და ვერც კი შევ­ნიშ­ნე. თვა­ლი ხარ­ბია, სი­ცო­ცხლით ვერ ძღე­ბი, ეს ოხე­რი გუ­ლიც არას­დროს ბერ­დე­ბა. მოთ­მი­ნე­ბის დიდი უნა­რი გაქვს სიკ­ვდი­ლო და ვიცი, და­მე­ლო­დე­ბი. ახ­ლაც შო­რი­ახ­ლო­დან მა­დევ­ნებ თვალს და ელო­დე­ბი იმ წამს, როცა და­მა­ჩო­ქებ, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, მთა­ვა­რი ის არის, რომ სი­ცო­ცხლე მა­რა­დი­უ­ლია და ის გრძელ­დე­ბა უსას­რუ­ლოდ.

ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: კა­ხე­თი­დან ავ­ტო­ბუ­სით მო­დი­ო­და ხალ­ხი. თავ­სხმა წვი­მა და ბნე­ლი ღამე იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მძღოლ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, გა­და­ვი­და და ხი­დის­კენ გა­ე­შუ­რა, ვი­ღა­ცას თუ რა­ღა­ცას ეძებ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვერ და­ი­ნა­ხა. მერე მობ­რუნ­და, მან­ქა­ნის და­ქოქ­ვა სცა­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო; ეტყო­ბა, გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა და ისევ ჩა­ვი­და ავ­ტო­ბუ­სი­დან, კო­კის­პი­რულ წვიმ­ში კი­დევ ეძე­ბა ის ვი­ღაც თუ რა­ღაც. მგზავ­რებ­მა ჰკი­თხეს: კი მაგ­რამ, აქ ვის ეძე­ბო? მძღოლ­მა გა­ი­ღი­მა, უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა: არა­ფე­რია, ბავ­შვი მო­მე­ლან­და, თით­ქოს ხელს მიქ­ნევ­დაო. ამა­სო­ბა­ში, ერ­თმა მან­ქა­ნამ ჩა­ი­ა­რა და ამ ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რებ­მა გა­ი­გეს, რომ ის ხიდი ჩა­ტყდა, რო­მელ­ზეც უნდა გა­ევ­ლოთ, ხოლო ის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მათ ტრან­სპორ­ტს აუ­ა­რა გვერ­დი, მგზავ­რე­ბი­ა­ნად წყალ­ში ჩა­ვარ­და. მძღოლ­მა პირ­ჯვა­რი გა­და­ი­სა­ხა. ასე გა­და­არ­ჩი­ნა იმ ბავ­შვის აჩ­რდილ­მა (თუ არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა) ავ­ტო­ბუს­ში მსხდო­მე­ბი. მას მერე, თურ­მე, მძღო­ლი იმ ად­გი­ლას რომ გა­ივ­ლი­და, ყო­ველ­თვის პირ­ჯვარს იწერ­და, სხვებ­მა კი ამ ხიდს "მოჩ­ვე­ნე­ბის ხიდი" და­არ­ქვეს და იქვე ჯვა­რიც აღ­მარ­თეს; იმ ად­გი­ლას გავ­ლი­სას ქუდ­საც იხ­დიდ­ნენ ხოლ­მე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა

სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა

"ვინ დამწყევლა, ვისი წყევლა ამიხდა? ეს სიცოცხლე ჯოჯოხეთად გამიხდა", - ეს სიტყვები სხვას რომ არ დაეწერა, მე დავწერდი, რადგან ზედგამოჭრილია ჩემზე.

ღმერთმა მე რომ მომავლინა ამ ქვეყანაზე, სიკვდილიც თან მომადევნა. ვცდილობ, არაფერი ვაწყენინო, თორემ ისეთი უგულოა, შეიძლება, არ დამინდოს... ჰოდა, ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ერთხელაც, მოსწყინდება ჩემი ყურება და გამიყენებს გზას. ანდა, მე სიცოცხლის რა ღირსი ვარ? ტირიფივით სულ მეტირება. ქმარი მე არ მივარგოდა და გარშემო მყოფებიც დიდად არ გიჟდებოდნენ ჩემზე. ვიყავი ტრიალ მინდორში მდგარი ხესავით, ვწყევლიდი ჩემს ბედსა და გაჩენას..." - ეს იმ წერილის დასაწყისია, რომელიც 77 წლის, შვილმკვდარმა ქალბატონმა რიმამ მომწერა და მთხოვა, მისი დღიურის ის ნაწილი მაინც წამეკითხა, სადაც სიკვდილსა და მის ულმობლობაზე წერს. მის დღიურში ბევრი საინტერესო ამბავი ამოვიკითხე და ამ ქალბატონის თითქმის დაუჯერებელ ცხოვრებისეულ ამბებზე "გზის" მომდევნო ნომრებში გიამბობთ, ახლა კი ქალბატონი რიმას დღიურიდან ამონარიდს გთავაზობთ, სადაც ავტორი თითქოს, სიკვდილთან გაჯიბრებას ცდილობს (სტილი დაცულია)...

***

"არაფერი ყოფილა იმაზე მძიმე, რაც მოაქვს სულის მარტოობას და საითაც ქარი დაგიბერავს, იქით გადაიხრები. ეძებ მყუდრო ადგილს, რომ თავი შეაფარო, მაგრამ ასეთი ადგილი არა და არ გამოჩნდა ჩემთვის. მეც, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით და ასე განვლე ჩემი გზის 77 წელი. როცა დაღამდება, სულ მარტო ვრჩები ჩემს ნესტან, დანგრეულ ოთახში. არა, ჩემთან ერთად პატარა თაგუნებიც არიან და ისინი მართობენ. რომ არა ეს არსებები, მომკლავდა დარდი მარტოობისა.

GზაPრესსჩემთან ერთად კიდევ, პატარა ძაღლი ბიბია. ძალიან ვუყვარვარ, სულ თვალებში შემომცქერის და მანიშნებს, - ნუ გეშინია, მე ფხიზლად ვარო. ჩემთან ერთად იძინებს და იღვიძებს. რა თქმა უნდა, მას თავისი პატარა საწოლი აქვს და სწორედ იქიდან მყარაულობს... ზოგჯერ ისე ამტკივდება გული, სიკვდილს ვნატრობ (აი, ხომ ხედავთ, ესეც კი სანატრებელი ყოფილა)... თავის დროზე სიკვდილიც კარგია, მაგრამ მაინც, ჩვენგან შორს იყოს... რა უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება. ვინ არის ისეთი, ვისაც კაცის ხორცი არ უჭამია და მისი სისხლი არ დაულევია? ცხვარი რომ ცხვარია და უწყინარი, თუ გაცხარდა, ნუ შეეცდებით მის შეჩერებას. სჯობს, საკუთარ თავს გამოუტანოს განაჩენი და უფსკრულში გადაიჩეხოს. ჩვენ რანი ვართ, ადამიანები, მოუთოკავი სიძულვილი გვაშორებს ერთმანეთს და ამიტომაც, ღმერთმა ყველას სათითაოდ აგვადევნა სიკვდილი. აბა, დააკვირდით, როგორ კვდება ადამიანი ქუჩაში, ხან მხეცივით - ტყეში, ხანაც - სახლში, მდინარეში, ქორწილში... ალბათ, ღმერთს სურს გაანადგუროს ბოროტება. ის სამართლიანია, მაგრამ ბოროტება ბოლომდე ვერ განადგურდება. რამდენი გლოვა და ტირილია ამქვეყნად, მაგრამ სიხარულიც ბევრია. რამდენი ადამიანი დაეხეტება ამ ქვეყანაზე უბედობით დაჩაგრული, გულზე ხელებდაკრებილი ელოდება უფლის განაჩენს, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და ყველას როდი ალოდინებს: ზოგს ჩიტივით გააფრენს ფანჯრიდან, ზოგს ახალგაზრდა ასაკში წაიყვანს; არ გვაძლევს უფლებას, უკვდავები ვიყოთ და ალბათ, ასეა საჭირო, მაგრამ მაინც, სიკვდილი ჩვენგან შორს იყოს..."

***

ასე იტყვიან ხოლმე: ვისაც შვილი არ მოჰკვდომია, მას სამძიმარი არ უთხრა, ის მაინც ვერ გაიგებს სიკვდილის სიმწარესო (ღმერთმა არც არავინ მოასწროს ამას). სწორედ ამ სამძიმარს მინდა შევეხო და ჩემი სადარდებელი გაგიზიაროთ. დრო მიდის და გიშუშდება იარები, მაგრამ სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გახსენებს თავს და ბოლოს მაინც მწარედ აგატირებს. მინდა, შევეხო იმ მოუნელებელ ტკივილს, რასაც შვილის სარეცელზე წოლა იწვევს, როცა ხელები გულზე აქვს დაკრეფილი, პირზე ღიმილი შერჩენია, მშვიდი სახით წევს და ყველა მომსვლელს ემშვიდობება. ვფიქრობ და დღემდე ვერ ამომიხსნია, რა უნდოდა ამ სიმშვიდით ეთქვა ჩემს გოგონას? სიკვდილმა უმწიკვლო ანგელოზს მოუსწრაფა სიცოცხლე, მას კი ალბათ, ის უხაროდა, რომ ტოვებდა ბინძურ და გაუტანელ სამყაროს.

არ მესმის, რატომ აირჩია მაინცდამაინც ჩემი შვილი, როცა იმ ქვეყნად წასაყვანი მე უფრო ვიყავი. სიკვდილო, ადამიანების კოლექციას ხომ არ აგროვებ, დაუნდობლად და განურჩევლად რომ მიგყავს დიდიც და პატარაც? შენ მართლა გულცივო, დაუნდობელო, შემზარავო, შავო, ბოროტო, გულქვა სიკვდილო, შორს იყავ ჩვენგან...

დავბერდი, დავჩაჩანაკდი და სულაც არ ველი, რომ ცრემლებით გამაცილებენ იმ ქვეყნად. ოჰ, დავბერდი-მეთქი, წამომცდა. რა დრო გასულა, თმაში ჭაღარა შემომპარვია და ვერც კი შევნიშნე. თვალი ხარბია, სიცოცხლით ვერ ძღები, ეს ოხერი გულიც არასდროს ბერდება. მოთმინების დიდი უნარი გაქვს სიკვდილო და ვიცი, დამელოდები. ახლაც შორიახლოდან მადევნებ თვალს და ელოდები იმ წამს, როცა დამაჩოქებ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი ის არის, რომ სიცოცხლე მარადიულია და ის გრძელდება უსასრულოდ.

ერთი ამბავი გამახსენდა: კახეთიდან ავტობუსით მოდიოდა ხალხი. თავსხმა წვიმა და ბნელი ღამე იყო. მოულოდნელად, მძღოლმა მანქანა გააჩერა, გადავიდა და ხიდისკენ გაეშურა, ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახა. მერე მობრუნდა, მანქანის დაქოქვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო; ეტყობა, გულმა არ მოუთმინა და ისევ ჩავიდა ავტობუსიდან, კოკისპირულ წვიმში კიდევ ეძება ის ვიღაც თუ რაღაც. მგზავრებმა ჰკითხეს: კი მაგრამ, აქ ვის ეძებო? მძღოლმა გაიღიმა, უხერხულად შეიშმუშნა: არაფერია, ბავშვი მომელანდა, თითქოს ხელს მიქნევდაო. ამასობაში, ერთმა მანქანამ ჩაიარა და ამ ავტობუსის მგზავრებმა გაიგეს, რომ ის ხიდი ჩატყდა, რომელზეც უნდა გაევლოთ, ხოლო ის ავტომობილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მათ ტრანსპორტს აუარა გვერდი, მგზავრებიანად წყალში ჩავარდა. მძღოლმა პირჯვარი გადაისახა. ასე გადაარჩინა იმ ბავშვის აჩრდილმა (თუ არ ვიცი, რა დავარქვა) ავტობუსში მსხდომები. მას მერე, თურმე, მძღოლი იმ ადგილას რომ გაივლიდა, ყოველთვის პირჯვარს იწერდა, სხვებმა კი ამ ხიდს "მოჩვენების ხიდი" დაარქვეს და იქვე ჯვარიც აღმართეს; იმ ადგილას გავლისას ქუდსაც იხდიდნენ ხოლმე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია