შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-სთან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, "შოკუნიებს" წარმოადგენს ოპონენტების სურვილი, "საქართველო ცეცხლში გახვეული ნახოს" [მეტი].
მინისტრის განცადებას Facebook-ზე ბევრი ცინიკური გამოხმაურება მოჰყვა.
მერაბ მეტრეველი
საყვარელი პაწუკა შოკუნიები.
მიშა თავხელიძე
ჩემი აზრით, მთავარია, რომ შიგ რაღაცას მაინც გრძნობენ.
სერგო რატიანი
და ნიჰილისტური შეფასება თუ უფრო შეესაბამება ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და შესაბამისად, ხალხის განწყობებს, ვიდრე 20/30-ში გაკეთებული ჩაღრმავებული ანალიზები, მაშინ რა ხდება?
წახვიდოდი სახლში, შენც დაისვენებდი და ..., მაგრამ რომ არ გიშვებს ის ზვიგენების აუზთან მჯდომი კაცი:(
ეკა კვესიტაძე
ამ კაცს აბარია დღეს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო.
ნიკა ქავთარაძე
პატალა ღიპუცა ვინ ალისო, ვინაო?
გიგა ნასარიძე
შოკუნიები, კრზუნია, კრახუნია, სეკვესტრუკა, კორუფცუნიის ზრდუკა, ვეებერთელა უნიათუკა მთავრობუნა.
წყარო: Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები
შეგახსენებთ, რომ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-თან ნოდარ ხადურის ინტერვიუს მაყურებელი სრულად 30 მარტს, 22.30 საათზე იხილავს. ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" 30 მარტის ნომერშიც გამოქვეყნდება.