კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება
"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება

ინ­ტერ­ვიუ ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას­თან, სა­თა­უ­რით - "ჩემი მე­უღ­ლე სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დიდი ხა­ნია აღა­რაა ცო­ცხა­ლი", რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლებ­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სტა­ტია ქარ­თულ ინ­ტერ­ნე­ტა­უ­დი­ტო­რი­ა­შიც გავ­რცელ­და.

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უს ავ­რცე­ლე­ბენ, ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Die Welt-თან ისა­უბ­რა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ სა­იტ­ზე ინ­ტერ­ვი­უს დე­და­ნი არ იძებ­ნე­ბა.

"ჩემი მე­უღ­ლე სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დიდი ხა­ნია აღა­რაა ცო­ცხა­ლი. მინ­და ეს სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, რად­გან ვე­ღარ ვუ­ყუ­რებ, რაც მისი სა­ხე­ლით ხდე­ბა. ისი­ნი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არაფ­რის წი­ნა­შე არ და­ი­ხე­ვენ უკან. მე­ში­ნია, რომ ახლა მე და ჩემს შვი­ლებ­საც მოგ­ვკლა­ვენ ისე, რო­გორც ის მოკ­ლეს.

ჩვენს ოჯახს იდე­ა­ლურს ვერ უწო­დებ­დი. რო­დე­საც მე ვთხოვ­დე­ბო­დი, დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერ­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სულ სხვაგ­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა. პუ­ტი­ნი სას­ტი­კი ტი­რა­ნი გა­მოდ­გა. ის არას­დროს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჩემს აზრს, ჩემს არ­სე­ბო­ბა­საც კი არ იმ­ჩნევ­და.

მე მას, უბ­რა­ლოდ გა­მო­სა­ჩე­ნად ვჭირ­დე­ბო­დი, რო­გორც მისი შვი­ლე­ბის დედა. მცემ­და, დამ­ცი­ნო­და, მას­თან ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის წა­მე­ბა იყო. ვცდი­ლობ­დი მებ­რძო­ლა, არა­ერ­თხელ მინ­დო­და გან­ქორ­წი­ნე­ბა. მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნის­თვის არ არ­სე­ბობ­და არა­ფე­რი წმინ­და. ჩემს გა­სა­ჩუ­მებ­ლად მან ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში და­მაწ­ვი­ნა. იზო­ლა­ტორ­ში დიდი ხნით ვი­ყა­ვი ჩა­კე­ტი­ლი. ახალ­გაზ­რდა, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ქა­ლის­გან მხო­ლოდ აჩ­რდი­ლი დარ­ჩა, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, ოღონდ თა­ვის დაღ­წე­ვა შემ­ძლე­ბო­და.

მაგ­რამ ის, რაც მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მოხ­და, სა­ერ­თოდ არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბა. მას რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და, მე რა თქმა უნდა, არა­ფერს მიყ­ვე­ბო­და, უფრო ჩა­კე­ტი­ლი გახ­და, სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი თვით ადრე, ბავ­შვე­ბი სა­დღაც წა­იყ­ვა­ნა, ისე, რომ ჩემ­თვის არა­ფე­რი უკი­თხავს.

მერე სა­ერ­თოდ გაქ­რა, ღამე ჩვენს სახ­ლში ვი­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ნა­ნა­ხი მყავ­და, სხვებს პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ატ­რი­ა­ლეს, ყვე­ლა ქა­ღალ­დი და სა­ბუ­თი შე­ა­მოწ­მეს. მი­თხრეს: "თუ სი­ცო­ცხლე გინ­და - გა­ჩუმ­დი".

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მისი პირ­ვე­ლი ორე­უ­ლი გა­მოჩ­ნდა. რო­გორც მერე შე­ვი­ტყვე, პუ­ტი­ნის მკვლე­ლო­ბა დიდი ხნის წინ და­ი­გეგ­მა. ის თა­ვი­დან მა­შინ მო­ი­ცი­ლეს, რო­დე­საც დუბ­ლი­ო­რი სრულ მზად­ყოფ­ნა­ში იყო. ორე­ულს ჩემ­თვი­საც ეძებ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბა ჩემ­თვის გა­მო­სა­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ახლა მე სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს, მაგ­რამ გული მტკი­ვა, როცა ვხე­დავ, რა ხდე­ბა რუ­სეთ­ში.

ხალ­ხო გონს მო­ე­გეთ! მა­თხოვ­რე­ბი­ვით ცხოვ­რობთ, თქვენ გძარ­ცვა­ვენ და გა­ტყუ­ე­ბენ. თუკი გა­აგ­რძე­ლებთ იმის იგ­ნო­რი­რე­ბას, რაც ირ­გვლივ ხდე­ბა - ვერ იცო­ცხლებთ", - ნათ­ქვა­მია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

temur
0

ფხუუუუუუუ. კრილოვის იგავ არაკებიდანაა თუ ანდერსენის ზღაპრებიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება

"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება

ინტერვიუ ლუდმილა პუტინასთან, სათაურით - "ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი", რუსულ ინტერნეტპორტალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტატია ქართულ ინტერნეტაუდიტორიაშიც გავრცელდა.

რუსული საინფორმაციო პორტალები, რომლებიც აღნიშნულ ინტერვიუს ავრცელებენ, ირწმუნებიან, რომ ლუდმილა პუტინამ ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ისაუბრა, თუმცა აღნიშნულ საიტზე ინტერვიუს დედანი არ იძებნება.

"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი. მინდა ეს საჯაროდ განვაცხადო, რადგან ვეღარ ვუყურებ, რაც მისი სახელით ხდება. ისინი საშინელი ადამიანები არიან და არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. მეშინია, რომ ახლა მე და ჩემს შვილებსაც მოგვკლავენ ისე, როგორც ის მოკლეს.

ჩვენს ოჯახს იდეალურს ვერ უწოდებდი. როდესაც მე ვთხოვდებოდი, დაზვერვის ოფიცერზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. პუტინი სასტიკი ტირანი გამოდგა. ის არასდროს არ ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ჩემს არსებობასაც კი არ იმჩნევდა.

მე მას, უბრალოდ გამოსაჩენად ვჭირდებოდი, როგორც მისი შვილების დედა. მცემდა, დამცინოდა, მასთან ცხოვრება ჩემთვის წამება იყო. ვცდილობდი მებრძოლა, არაერთხელ მინდოდა განქორწინება. მაგრამ ამ ადამიანისთვის არ არსებობდა არაფერი წმინდა. ჩემს გასაჩუმებლად მან ფსიქიატრიულ კლინიკაში დამაწვინა. იზოლატორში დიდი ხნით ვიყავი ჩაკეტილი. ახალგაზრდა, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალისგან მხოლოდ აჩრდილი დარჩა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ თავის დაღწევა შემძლებოდა.

მაგრამ ის, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა, საერთოდ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მე რა თქმა უნდა, არაფერს მიყვებოდა, უფრო ჩაკეტილი გახდა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ბავშვები სადღაც წაიყვანა, ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს.

მერე საერთოდ გაქრა, ღამე ჩვენს სახლში ვიღაც ადამიანები მოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ნანახი მყავდა, სხვებს პირველად ვხედავდი. სახლში ყველაფერი გადაატრიალეს, ყველა ქაღალდი და საბუთი შეამოწმეს. მითხრეს: "თუ სიცოცხლე გინდა - გაჩუმდი".

რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პირველი ორეული გამოჩნდა. როგორც მერე შევიტყვე, პუტინის მკვლელობა დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ის თავიდან მაშინ მოიცილეს, როდესაც დუბლიორი სრულ მზადყოფნაში იყო. ორეულს ჩემთვისაც ეძებდნენ. განქორწინება ჩემთვის გამოსავალი აღმოჩნდა. ახლა მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, რა ხდება რუსეთში.

ხალხო გონს მოეგეთ! მათხოვრებივით ცხოვრობთ, თქვენ გძარცვავენ და გატყუებენ. თუკი გააგრძელებთ იმის იგნორირებას, რაც ირგვლივ ხდება - ვერ იცოცხლებთ", - ნათქვამია ინტერვიუში.