საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ
დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ

მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფი, ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით მოძ­რა­ო­ბას იწყებს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ ლი­დერს ბექა ცხა­და­ძეს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- მომ­დევ­ნო კვი­რი­დან თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და­ვი­წყებთ შეკ­რე­ბას და ჩა­ვა­ტა­რებთ სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვის კუ­თხით. ჩვენ არა­ფე­რი გვაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლგტბ პი­რე­ბი­სად­მი, მაგ­რამ იმის ხაზ­გას­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში, რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არის ნორ­მა­ლუ­რი, და­უშ­ვე­ბე­ლია. მათ აქვთ უფ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რონ სა­კუ­თა­რი აზრი, სა­კუ­თა­რი ორი­ენ­ტა­ცია, მაგ­რამ ამის აგი­ტა­ცია არის მი­უ­ღე­ბე­ლი.

- ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის და მას ამის უფ­ლე­ბას ანი­ჭებს კა­ნო­ნი.

- გე­თან­ხმე­ბით, რომ კა­ნო­ნით მათ ამის უფ­ლე­ბა აქვთ, ამი­ტო­მა­ცაა ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რად­გან მერე პრო­პა­გან­და კა­ნო­ნით იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

- მა­შინ პირ­და­პირ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეთ და არა ლგბტ პი­რე­ბის...

- თუ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა ვართ თა­ნას­წო­რი, მა­შინ არაა სწო­რი, რომ ცალ­კე ჯგუ­ფად გა­მო­ი­ყოს ლგბტ პი­რე­ბი.

- შე­იძ­ლე­ბა ოპო­ნენ­ტებ­მა გი­თხრან, რომ როცა საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ამ მოძ­რა­ო­ბის გა­შუ­ქე­ბა და ესეც ერ­თგვა­რი პრო­პა­გან­და იქ­ნე­ბა...

-პრო­პა­გან­და არ იქ­ნე­ბა, რად­გან ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ მი­ზანს. ლგბტ პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ იცის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ. სხვა­თა შო­რის, მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა ჰქონ­დათ და ალ­ბათ მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ. ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სე­მი­ნა­რებს, რათა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

- ანუ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით აპი­რებთ ბრძო­ლას?

- და­ნარ­ჩე­ნის გამ­ხე­ლი­სა­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, თუმ­ცა გე­ტყვით რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა გვაქვს.

- ბევ­რი მი­იჩ­ნევს რომ ის, რა­საც თქვენ აპი­რებთ, არის წმინ­და წყლის პო­პუ­ლიზ­მი.

- პო­პუ­ლიზ­მი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და არაა სწო­რი. თუ ჩემს ამ ნა­ბიჯს პო­პუ­ლიზ­მად მი­იჩ­ნე­ვენ, რას ვი­ზამთ, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა და რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცის პო­ზი­ცია იყო, რომ ეს პო­პუ­ლიზ­მია.

- ბექა, რო­დის ჩათ­ვლით რომ თქვენ­მა მოძ­რა­ო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო?

- რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით მოხ­დე­ბა იმის ხაზ­გას­მა, რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბა არაა ნორ­მა. ახლა, თით­ქმის ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში, უმე­ტე­სო­ბა­ში მა­ინც ვხე­დავთ, რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბას ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვენ.

- ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, თუ მას არ მო­წონს, შე­უძ­ლია არ უყუ­როს იმ გა­და­ცე­მას, სა­დაც მსგავ­სი ხდე­ბა...

- ზრდას­რულ ადა­მი­ანს აქვს აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, მაგ­რამ არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის ცოტა რთუ­ლია ამის გან­სა­ზღვრა, მით უფრო რთუ­ლია მცი­რე­წლო­ვა­ნი­სათ­ვის, რო­მელ­მაც არ იცის, რას ნიშ­ნავს ლგბტ პირი.

- რო­დე­საც ეს გა­და­ცე­მე­ბია ტე­ლე­ვი­ზორ­ში, წე­სით ამ დროს მცი­რე­წლო­ვანს უკვე უნდა ეძი­ნოს.

- წე­სით კი, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

- მა­შინ ხომ არ ჯობს, მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად და­ი­წყოთ მოძ­რა­ო­ბა, რათა მათ გან­სა­ზღვრონ, თუ რა აყუ­რე­ბი­ნონ პა­ტა­რას და რა არა?

- დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის სწრა­ფი ტემ­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშო­ბელს ვერ მოვ­თხოვთ იმას, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლოს სა­კუ­თა­რი შვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი არის კა­ნო­ნი და თუ კა­ნო­ნით აიკ­რძა­ლე­ბა ლგბტ პირ­თა პრო­პა­გან­და, მა­შინ ეს პრობ­ლე­მა აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იჭ­რე­ბა და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ იმის გან­ცდა, რომ ეს არაა ნორ­მა.

- პრო­პა­გან­და საკ­მა­ოდ პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა და რო­გორ უნდა მოხ­დეს ამ ცნე­ბის გან­სა­ზღვრა?

- პრო­პა­გან­დის ზღვა­რის დად­გე­ნა არის პარ­ლა­მენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა, თუმ­ცა სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ში ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნო­ნი "გეი პრო­პა­გან­დის" აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში და ის პუ­ტი­ნის მე­სა­მედ არ­ჩე­ვის შემ­დეგ და­კა­ნონ­და. პუ­ტი­ნი ამას რუ­სუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით ხსნის. რაც შე­ე­ხე­ბა ერთი სქე­სის ადა­მი­ა­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებ­ზე და­წე­სე­ბულ სა­დამ­სჯე­ლო ბერ­კე­ტებს, ის, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჯერ კი­დევ მი­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ნი­გე­რი­ა­ში, სა­დაც გეი-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ან მათ­თვის ხელ­შე­წყო­ბა 10 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით ის­ჯე­ბა, უგან­და­ში კი გეი-სექ­სი კა­ნო­ნით დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, გეი-სექსს 76 ქვე­ყა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მი­იჩ­ნევს კრი­მი­ნა­ლად, ხუთ მათ­გან­ში კი ის სიკ­ვდი­ლით ის­ჯე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ

დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ

მომავალი კვირიდან სტუდენტთა ჯგუფი, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით მოძრაობას იწყებს. ჩვენ დავუკავშირდით მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბექა ცხადაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- მომდევნო კვირიდან თანამოაზრეები დავიწყებთ შეკრებას და ჩავატარებთ სტუდენტურ კონფერენციებს, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კუთხით. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ლგტბ პირებისადმი, მაგრამ იმის ხაზგასმა სატელევიზიო გადაცემებში, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობები არის ნორმალური, დაუშვებელია. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი, საკუთარი ორიენტაცია, მაგრამ ამის აგიტაცია არის მიუღებელი.

- ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოხატვის და მას ამის უფლებას ანიჭებს კანონი.

- გეთანხმებით, რომ კანონით მათ ამის უფლება აქვთ, ამიტომაცაა ჩვენი საბოლოო მიზანი კანონპროექტის შემუშავება, რადგან მერე პროპაგანდა კანონით იქნება შეზღუდული.

- მაშინ პირდაპირ კანონის წინააღმდეგ გაილაშქრეთ და არა ლგბტ პირების...

- თუ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, მაშინ არაა სწორი, რომ ცალკე ჯგუფად გამოიყოს ლგბტ პირები.

- შეიძლება ოპონენტებმა გითხრან, რომ როცა საპროტესტო მოძრაობას დაიწყებთ, აუცილებლად მოხდება ამ მოძრაობის გაშუქება და ესეც ერთგვარი პროპაგანდა იქნება...

-პროპაგანდა არ იქნება, რადგან ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ლგბტ პირების არსებობის შესახებ იცის აბსოლუტურად ყველამ. სხვათა შორის, მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კეთილგანწყობა ჰქონდათ და ალბათ მომავალშიც ექნებათ. ჩვენ პერიოდულად ჩავატარებთ სტუდენტურ კონფერენციებს, სემინარებს, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

- ანუ კონფერენციებით აპირებთ ბრძოლას?

- დანარჩენის გამხელისაგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით რომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს.

- ბევრი მიიჩნევს რომ ის, რასაც თქვენ აპირებთ, არის წმინდა წყლის პოპულიზმი.

- პოპულიზმი ჩემთვის მიუღებელია და არაა სწორი. თუ ჩემს ამ ნაბიჯს პოპულიზმად მიიჩნევენ, რას ვიზამთ, ყველას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და როგორც ჩანს, ვიღაცის პოზიცია იყო, რომ ეს პოპულიზმია.

- ბექა, როდის ჩათვლით რომ თქვენმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო?

- როდესაც ტელევიზიით მოხდება იმის ხაზგასმა, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა არაა ნორმა. ახლა, თითქმის ყველა გადაცემაში, უმეტესობაში მაინც ვხედავთ, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობას ნორმად მიიჩნევენ.

- ნებისმიერ ადამიანს, თუ მას არ მოწონს, შეუძლია არ უყუროს იმ გადაცემას, სადაც მსგავსი ხდება...

- ზრდასრულ ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, მაგრამ არასრულწლოვანისთვის ცოტა რთულია ამის განსაზღვრა, მით უფრო რთულია მცირეწლოვანისათვის, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს ლგბტ პირი.

- როდესაც ეს გადაცემებია ტელევიზორში, წესით ამ დროს მცირეწლოვანს უკვე უნდა ეძინოს.

- წესით კი, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

- მაშინ ხომ არ ჯობს, მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად დაიწყოთ მოძრაობა, რათა მათ განსაზღვრონ, თუ რა აყურებინონ პატარას და რა არა?

- დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, მშობელს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს საკუთარი შვილი. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მთავარი იდეოლოგი არის კანონი და თუ კანონით აიკრძალება ლგბტ პირთა პროპაგანდა, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება და მომავალ თაობებს აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ იმის განცდა, რომ ეს არაა ნორმა.

- პროპაგანდა საკმაოდ პირობითი ცნებაა და როგორ უნდა მოხდეს ამ ცნების განსაზღვრა?

- პროპაგანდის ზღვარის დადგენა არის პარლამენტის პრეროგატივა, თუმცა საკომიტეტო მოსმენებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კანონი "გეი პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ მიღებულია რუსეთში და ის პუტინის მესამედ არჩევის შემდეგ დაკანონდა. პუტინი ამას რუსული ტრადიციების დაცვით ხსნის. რაც შეეხება ერთი სქესის ადამიანების სექსუალურ კავშირებზე დაწესებულ სადამსჯელო ბერკეტებს, ის, მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ მიღებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ნიგერიაში, სადაც გეი-ორგანიზაციაში გაწევრიანება, ან მათთვის ხელშეწყობა 10 წლიანი პატიმრობით ისჯება, უგანდაში კი გეი-სექსი კანონით დასჯას ითვალისწინებს. მთლიანობაში, გეი-სექსს 76 ქვეყანის კანონმდებლობა მიიჩნევს კრიმინალად, ხუთ მათგანში კი ის სიკვდილით ისჯება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია