მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამტრედიელ ადვოკატს სამართალდამცველები თავზე ტელეფონის გადამტვრევით დაემუქრნენ
სამტრედიელ ადვოკატს სამართალდამცველები თავზე ტელეფონის გადამტვრევით დაემუქრნენ

სამ­ტრე­დი­ა­ში 8 სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ხე­ილ სტუ­რუა "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მახ­ლობ­ლად სცე­მა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ჩა­უ­დო. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, მომ­ხდა­რი ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მაც გა­და­ი­ღო. ად­ვო­კატ ნი­ნე­ლი ქო­ი­ა­ვას თქმით, ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვის მიზ­ნით, ის 24 მარტს, "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მი­ვი­და, რა დრო­საც ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დახ­ვდნენ და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"როცა მი­ვე­დი "გალ­ფის" თა­ნამ­შრო­მელს ვუ­თხა­რი, რომ ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი და ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა მინ­დო­და, რა­ზეც მი­პა­სუ­ხეს, რომ მაგ მიზ­ნით ახლა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან მო­სუ­ლე­ბი და ჩა­ნა­წე­რებს ნა­ხუ­ლო­ბე­ნო. როცა შე­ვე­დი ოთახ­ში, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა. მე ვუ­თხა­რი, რომ თუ იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის წა­საშ­ლე­ლად ხართ მო­სუ­ლი, სა­დაც ჩანს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სცე­მეთ, ეგ არ გა­ა­კე­თოთ-თქო და ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ვთხო­ვე. მათ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვეს, რის გა­მოც მე გა­დავ­წყვი­ტე ფოტო გა­და­მე­ღო მათ­თვის, ამ დროს კი ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯა და მი­თხრა, ამ ტე­ლე­ფონს თავ­ზე გა­და­გამ­ტვრე­ვო," - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში არც ად­ვო­კა­ტის და არც მი­ხე­ილ სტუ­რუ­ას ცე­მას არ ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრე­ტენ­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მათ შე­უძ­ლი­ათ გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თონ.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამტრედიელ ადვოკატს სამართალდამცველები თავზე ტელეფონის გადამტვრევით დაემუქრნენ

სამტრედიელ ადვოკატს სამართალდამცველები თავზე ტელეფონის გადამტვრევით დაემუქრნენ

სამტრედიაში 8 სამართალდამცველმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მიხეილ სტურუა "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად სცემა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, მომხდარი ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმაც გადაიღო. ადვოკატ ნინელი ქოიავას თქმით, ვიდეო ჩანაწერების ნახვის მიზნით, ის 24 მარტს, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, რა დროსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"როცა მივედი "გალფის" თანამშრომელს ვუთხარი, რომ ადვოკატი ვიყავი და ჩანაწერების ნახვა მინდოდა, რაზეც მიპასუხეს, რომ მაგ მიზნით ახლა პოლიციელები არიან მოსულები და ჩანაწერებს ნახულობენო. როცა შევედი ოთახში, რამდენიმე ადამიანი დამხვდა. მე ვუთხარი, რომ თუ იმ ჩანაწერების წასაშლელად ხართ მოსული, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი სცემეთ, ეგ არ გააკეთოთ-თქო და ვინაობის დასახელება ვთხოვე. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რის გამოც მე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო მათთვის, ამ დროს კი ერთ-ერთმა პოლიციელმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მითხრა, ამ ტელეფონს თავზე გადაგამტვრევო," - ამბობს ადვოკატი.

შსს-ს პრესსამსახურში არც ადვოკატის და არც მიხეილ სტურუას ცემას არ ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გენერალურ ინსპექციას მიმართონ.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა