ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც თბილისის მერიის "მუხლჩაუხრელ შრომაზე" წერს:
"მზიანი დღე გათენდა, მშვენიერი სამუშაო ამინდია და ამ განწყობას აორმაგებს ქალაქის მასშტაბით ყოველ კუთხეში არსებული სამშენებლო კორიანტელი, მიდის გაქანებული გუგუნი, შენება, ბუღი დგას ქალაქში, ზოგან რა შენდება ზოგან რა. სკოლებიდან გამოცქრიალებულან მოკისკისე გოგონები, ბიჭუნები და სულ ახლახანს ჩარგულ ნერგებს რწყავენ, თან ჩქარობენ, რომ ზარის დარეკვამდე მეტი და მეტი მოასწრონ, რომ შემდეგ დასვენებაზე კიდევ ბევრი მორწყან, მილიონი ნერგი ხუმრობა საქმე ხომ არ არის ?! ბავშვები მორწყვას ვერ აუდიან, ნარმანია და მისი თანამშრომლები კი რგვას. ფანჯრიდან რომ გავხედე დილის 8 ზე უკვე ობიექტზე იყვნენ, ნეტა როდესმე თუ ძინავთ. მზე გამოშტერებული დაგვყურებს თავზე", - წერს კობა სუბელიანი.