ტელეწამყვანი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე საპასუხო განცხადებას აკეთებს. თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:
”ბიზნესში წასვლის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მაღიზიანებდა არაკომპეტენტური შეფასებები ჩემი კომპანიის საქმიანობაზე, ხშირად არაფერზე დაფუძნებული შეურაცხყოფა ხალხისგან, რომლებსაც ბიზნესი არასოდეს უკეთებიათ და არ გააჩნიათ იურიდიული ან ფინანსური განათლება”.
აგრეთვე კანდელაკმა აღნიშნა, რომ რუსეთში ყველაზე ძლიერ საკომუნიკაციო კომპანიას აშენებს და დრო არ აქვს, ყურადღება დაუთმოს გამაღიზიანებელ კომენტარებს. ამასთან დასძინა, რომ ნებისმიერ მის ქმედებაზე მზადაა სასამართლოში აგოს პასუხი:
”სერიოზულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მე მყავს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნაძეჟდა ტიტოვა, რომელიც მზადაა წარმოადგინოს საბუთები, ახსნას და დაამტკიცოს კომპანიის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე აგრეთვე მზად ვარ, ავხსნა საკუთარი ქმედებები, თუ ჩემი კომპანიის მიმართ პრეტენზიები ფაქტებით იქნება გამყარებული. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როგორც კომპანიის პრეზიდენტი, არ ვაპირებ პასუხი გავცე შემთხვევით გამვლელებს”.