იტალიაში 31 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა. ის 26 მარტს გამთენიისას იმ სახლში გარდაიცვალა, რომელშიც მომვლელად მუშაობდა და ცხოვრობდა, - ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა სწორედ სახლის მეპატრონე მოხუცმა აღმოაჩინა.
გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში. გარდაცვალების მიზეზებს კარაბინერები იძიებენ.