"პალიტრა TV"-ის გადაცემა "პროვოკატორში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელია სტუმრობისას, ერთ-ერთმა მაყურებელმა გიგი უგულავას მიერ თბილისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა. ქალბატონის თქმით, ის იმ 40 თანამშრომელს შორის მოხვდა, რომლებიც 2010 წელს უგულავამ მერიიდან და საკრებულოდან გაათავისუფლა და მათ ადგილზე ახალ თანამშრომლებად ნაცნობ-მეგობრები მიიყვანა. სატელეფონო ზარმა წამყვანსა და სტუმარს შორის ცხარე დებატები გამოიწვია.