მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს
სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს

ბრი­ტა­ნელ­მა გი­ნე­კო­ლო­გებ­მა მო­მა­ვალ მშობ­ლებს მო­უ­წო­დეს, ნუ მო­უხ­ში­რე­ბენ 3D და 4D ექოს­კო­პი­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ორ­სუ­ლო­ბის ნა­ად­რევ სტა­დი­ებ­ზე. ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და მშობ­ლებს შო­რის ბავ­შვის საშ­ვი­ლოს­ნო­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა სემ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი და ოთხგან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ექოს­კო­პი­ის მეშ­ვე­ო­ბით. უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ოჯა­ხურ ალ­ბო­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ათავ­სე­ბენ. თუმ­ცა რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი The Daily Mail-ი წერს, მეც­ნი­ე­რე­ბი იმ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბა არ არის, ორ­სუ­ლო­ბის პირ­ველ 10 კვი­რა­ში ამ­გვა­რი ექოს­კო­პი­ის გა­კე­თე­ბა სა­ერ­თოდ არ ღირს. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ ორ­სუ­ლებს, მეტი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ ამ­გვარ ჩა­რე­ვებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ველ კვი­რებ­ში. რო­გორც კვლე­ვის ავ­ტორ­მა კრის­ტოფ ლის­მა აღ­ნიშ­ნა, ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ულტრაბ­გე­რი­თი სკა­ნი­რე­ბა ინიშ­ნე­ბა ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­სა­რი­ცხად და ტარ­დე­ბა უსაფრ­თხო რე­ჟი­მით (ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნით, რო­მე­ლიც აქამ­დე არ­სე­ბობ­და). თუმ­ცა ბოლო დროს ხში­რად აკე­თე­ბენ მო­ცუ­ლო­ბით ექოს­კო­პი­ებს ად­რე­ულ სტა­დი­ებ­ზე, იყე­ნე­ბენ სულ უფრო მძლავრ სიგ­ნა­ლებს, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბაც უფრო ხან­გრძლი­ვია. ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს რო­გორც ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ისე პლა­ცენ­ტის­თვის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს

სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს

ბრიტანელმა გინეკოლოგებმა მომავალ მშობლებს მოუწოდეს, ნუ მოუხშირებენ 3D და 4D ექოსკოპიებს, განსაკუთრებით, ორსულობის ნაადრევ სტადიებზე. ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა მშობლებს შორის ბავშვის საშვილოსნოში განვითარებისთვის თვალის მიდევნება სემგანზომილებიანი და ოთხგანზომილებიანი ექოსკოპიის მეშვეობით. უმაღლეს დონეზე გადაღებულ ფოტოებს ოჯახურ ალბომებსა და სოციალურ ქსელებში ათავსებენ. თუმცა როგორც ბრიტანული გაზეთი The Daily Mail-ი წერს, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ აუცილებელი სამედიცინო ჩვენება არ არის, ორსულობის პირველ 10 კვირაში ამგვარი ექოსკოპიის გაკეთება საერთოდ არ ღირს. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით გინეკოლოგები ურჩევენ ორსულებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ჩარევებს, განსაკუთრებით ემბრიონის განვითარების პირველ კვირებში. როგორც კვლევის ავტორმა კრისტოფ ლისმა აღნიშნა, ნორმალურ ვითარებაში ულტრაბგერითი სკანირება ინიშნება ემბრიონის განვითარების პათოლოგიების გამოსარიცხად და ტარდება უსაფრთხო რეჟიმით (ორგანზომილებიანით, რომელიც აქამდე არსებობდა). თუმცა ბოლო დროს ხშირად აკეთებენ მოცულობით ექოსკოპიებს ადრეულ სტადიებზე, იყენებენ სულ უფრო მძლავრ სიგნალებს, რომელთა მოქმედებაც უფრო ხანგრძლივია. ეს ყველაფერი თავდაპირველად შეუმჩნეველია, თუმცა ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი აქვს როგორც ემბრიონის განვითარებისთვის, ისე პლაცენტისთვის.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია