საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე
რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ კოტე კუბ­ლაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა. ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ მის პოსტზე ნინო გვე­ნე­ტა­ძე და­ი­ნიშ­ნა. კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის გამო, თუმ­ცა იგი აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ას 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და და ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ხელ­ფას­საც იღებ­და. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა კუბ­ლაშ­ვილ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას.

კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. იყო ზა­არ­ლან­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი მსმე­ნე­ლი. არის ჰა­ნო­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი.

ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რი კუბ­ლაშ­ვი­ლი, 2000 წელს, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერთ-ერთი ღა­რი­ბი ჩი­ნოვ­ნი­კია. მას, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის დროს, თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ჰქონ­და 15 ათას დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი, 53 კვმ. ფარ­თო­ბის ბინა, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 1992 წელს მშობ­ლე­ბის და­ნა­ზო­გი 20 ათა­სი რუბ­ლით შე­ი­ძი­ნა. მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ნა მეს­ხის დეკ­ლა­რი­რე­ბულ ქო­ნე­ბას კი 2 500 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი "ტო­ში­ბა" წარ­მო­ად­გენ­და. მხო­ლოდ ამ ქო­ნე­ბის შე­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა პირ­ველ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა. თუმ­ცა მის მიერ ბო­ლოს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია გა­ცი­ლე­ბით უფრო შთამ­ბეჭ­და­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქო­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლია მისი მე­უღ­ლე, მა­რი­ნა მეს­ხი. კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი თბი­ლის­ში ორ სახ­ლს ფლობს. ერთ-ერთი სახ­ლი, რო­მე­ლიც ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის სა­კუთ­რე­ბაა, მისი ფარ­თი 55 კვ.მეტ­რია.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა პე­კი­ნის 26/30-ში მდე­ბა­რე, 190 კვ.მეტ­რი ფარ­თის მქო­ნე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სახ­ლი კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის ოჯახს მის­მა ცო­ლის­დამ აჩუ­ქა. მა­რი­ნა მეს­ხი მი­წის ნაკ­ვე­თებს ფლობს თბი­ლი­სის ზღვა­ზე, ოზურ­გეთ­ში და მცხე­თა­ში. მას მცხე­თა­შიც აქვს სახ­ლი.

2014 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ კოტე კუბ­ლაშ­ვილს "რეს­პუბ­ლი­კა ბან­კის" საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე 14 200 ლარი (კრე­დი­ტი +) ჰქონ­და. 15 350 დო­ლა­რი კრე­დი­ტი (+) არის მი­თი­თე­ბუ­ლი, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მა­რი­ა­მი კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე.

გრა­ფა­ში თქვე­ნი, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა, რომ­ლის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 4 000 ლარს, მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კოტე კუბ­ლაშ­ვილს ან­გა­რიშ­ზე აქვს 10 000 ლარი.

კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას 2013 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს 127 300 ლარი, ხოლო მის მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დის დი­რექ­ტო­რია, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ხელ­ფა­სის სა­ხით აღე­ბუ­ლი აქვს 49 400, ხოლო თსუ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტეტ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ - 3 000 ლარი.

კუბ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ 2 250 ლარი სწავ­ლა­ში გა­და­ი­ხა­და. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ეს თან­ხა 2013 წელს დოქ­ტო­რან­ტუ­რის გა­და­სა­ხა­დია. მა­რი­ნა მეს­ხმა 7 200 ლარი რე­მონ­ტში და­ხარ­ჯა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე

რა ქონება დააგროვა კოტე კუბლაშვილმა 10 წლის განმავლობაში: შევარდნაძის ღარიბი ჩინოვნიკიდან პირველ მოსამართლემდე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ვადის გასვლის შემდეგ მის პოსტზე ნინო გვენეტაძე დაინიშნა. კოტე კუბლაშვილის სასამართლოს ხშირად აკრიტიკებდნენ უსამართლო განაჩენების გამოტანის გამო, თუმცა იგი აღნიშნულ პოზიციას 10 წლის განმავლობაში იკავებდა და ძალიან სოლიდურ ხელფასსაც იღებდა. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ქონება დააგროვა კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას.

კოტე კუბლაშვილი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. არის ჰანოვერის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.

ახალგაზრდა რეფორმატორი კუბლაშვილი, 2000 წელს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკია. მას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჰქონდა 15 ათას დოლარად შეფასებული, 53 კვმ. ფართობის ბინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 1992 წელს მშობლების დანაზოგი 20 ათასი რუბლით შეიძინა. მისი მეუღლის, მარინა მესხის დეკლარირებულ ქონებას კი 2 500 დოლარად შეფასებული პერსონალური კომპიუტერი "ტოშიბა" წარმოადგენდა. მხოლოდ ამ ქონების შეტანა მოახერხა პირველ დეკლარაციაში კუბლაშვილების ოჯახმა. თუმცა მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია გაცილებით უფრო შთამბეჭდავია.

აღსანიშნავია, რომ ქონების ძირითადი ნაწილის მფლობელია მისი მეუღლე, მარინა მესხი. კუბლაშვილების ოჯახი თბილისში ორ სახლს ფლობს. ერთ-ერთი სახლი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საკუთრებაა, მისი ფართი 55 კვ.მეტრია.

მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება პეკინის 26/30-ში მდებარე, 190 კვ.მეტრი ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი. ამბობენ, რომ ეს სახლი კოტე კუბლაშვილის ოჯახს მისმა ცოლისდამ აჩუქა. მარინა მესხი მიწის ნაკვეთებს ფლობს თბილისის ზღვაზე, ოზურგეთში და მცხეთაში. მას მცხეთაშიც აქვს სახლი.

2014 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ კოტე კუბლაშვილს "რესპუბლიკა ბანკის" საკრედიტო ბარათზე 14 200 ლარი (კრედიტი +) ჰქონდა. 15 350 დოლარი კრედიტი (+) არის მითითებული, მისი ქალიშვილის ანა მარიამი კუბლაშვილის სადეპოზიტო ანგარიშზე.

გრაფაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მითითებულია, რომ კოტე კუბლაშვილს ანგარიშზე აქვს 10 000 ლარი.

კონსტანტინე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას 2013 წელს მიღებული აქვს 127 300 ლარი, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორია, ამ თანამდებობიდან ხელფასის სახით აღებული აქვს 49 400, ხოლო თსუ იურიდიული ფაკულტეტზე მუშაობის სანაცვლოდ - 3 000 ლარი.

კუბლაშვილის მეუღლემ 2 250 ლარი სწავლაში გადაიხადა. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ეს თანხა 2013 წელს დოქტორანტურის გადასახადია. მარინა მესხმა 7 200 ლარი რემონტში დახარჯა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა