საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს
შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ცერ­ტო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი ეკა ჩი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ტურ­ნეს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­როს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე ჩი­ვის და აცხა­დებს, რომ მალე შე­სა­ბა­მის ვი­დე­ო­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ქარ­თველ პრო­მო­უ­ტე­რებს თაღ­ლი­თო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს.

- მე ამ­ჟა­მად კი­ში­ნი­ოვ­ში გახ­ლა­ვართ და აქე­დან ვმუ­შა­ობ. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ ათი ვარ­სკვლა­ვი მყავს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა მხო­ლოდ მე, არა­მედ ჩემი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბიც ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ქარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. არც ერთი უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი არ წა­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან კმა­ყო­ფი­ლი. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მიგ­ვიწ­ვიე, ოღონდ არა სა­ქარ­თვე­ლო­შიო, მე­უბ­ნე­ბი­ან. არას­დროს არ სრულ­დე­ბა რა­ი­დე­რი, ანუ ვარ­სკვლა­ვის მო­თხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. არც სას­ტუმ­როა შე­სა­ბა­მი­სი, არც ტექ­ნი­კუ­რად არის გა­მარ­თუ­ლი. არ კი­თხუ­ლო­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ჰგო­ნი­ათ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა იგი­ვეა, რაც დამ­წყე­ბი მომ­ღერ­ლის სკო­ლის სცე­ნა­ზე გა­მოყ­ვა­ნა. მე ამა­ზე უკვე აღარც ვლა­პა­რა­კობ.

ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა ის, რომ კონ­ცერ­ტე­ბის ქარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თაღ­ლი­თო­ბენ და ვარ­სკვლა­ვე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და­ზე უარს ამ­ბო­ბენ. ტექ­ნო­მი­ნი­მა­ლის შემ­ქმნე­ლი ბო­რის ბრეჟჩა იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ ისეთ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მომ­მარ­თეს, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, თუკი ისი­ნი სა­კონ­ცერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვგუ­ლის­ხმობ შონ­ზოს - ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ერთ-ერ­თია ლიკა ჭე­ლი­ძე, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ვცდი­ლობ­დი მათ­თვის გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა ბო­რი­სის ჩა­მოყ­ვა­ნა, რად­გან ძა­ლი­ან ძვი­რი­ა­ნი პრო­ექ­ტი იყო. და­მა­ჯავ­შნი­ნეს არ­ტის­ტი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მა­ფორ­მე­ბი­ნეს. ჩა­მო­სულ არ­ტისტს ისე­თი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დახ­ვდა, რა­საც არა­ნა­ი­რად არ ელო­და. ჰო­ნო­რა­რი ბოლო წუ­თებ­ში მის­ცეს ად­გილ­ზე, ისიც, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის ჩა­რე­ვით, კარ­ში დგო­მით და ბი­ლე­თე­ბის დათ­ვლით. ყვე­ლა გა­მოშ­ვე­ბა­ზე მუდ­მი­ვად არის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა.

- და თაღ­ლი­თო­ბა რა­ტომ ახ­სე­ნეთ?

- გახ­სოვთ ალ­ბათ"კა­ო­მა","ლამ­ბა­დას" ცნო­ბი­ლი ჰი­ტის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფი. იმა­ვე ლიკა ჭე­ლი­ძემ და შონ­ზომ 31 დე­კემ­ბრის­თვის და­ჯავ­შნეს ჯგუ­ფი. ახლა ხომ მარ­ტია, ამ დრომ­დე ვე­ლო­დე­ბით მათ­გან ჰო­ნო­რა­რის ჩა­რი­ცხვას და გა­ურ­ბი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­ა­უქ­მეს, არ გა­მოგ­ზავ­ნეს არც ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი და არც ჰო­ნო­რა­რი. ვრე­კავთ, ვწერთ, ვეხ­ვე­წე­ბით, მაგ­რამ სრუ­ლი იგ­ნო­რია. გეს­მით, ახა­ლი წლის ღა­მეს არ­ტის­ტის"გა­დაგ­დე­ბა" რას ნიშ­ნავს? 5000 ევ­როა გა­და­სახ­დე­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს

შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს

საერთაშორისო საკონცერტო კომპანიის მფლობელი და პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების ტურნეს ბევრ ქვეყანაში უწევს ორგანიზებას, საქართველოში ამ სფეროს არაპროფესიონალიზმზე ჩივის და აცხადებს, რომ მალე შესაბამის ვიდეოსაც გამოაქვეყნებს, სადაც ქართველ პრომოუტერებს თაღლითობაში დაადანაშაულებს.

- მე ამჟამად კიშინიოვში გახლავართ და აქედან ვმუშაობ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ ათი ვარსკვლავი მყავს გამოგზავნილი საქართველოში, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი უცხოელი პარტნიორებიც ხშირად თანამშრომლობენ ქართველ ორგანიზატორებთან. არც ერთი უცხოელი ვარსკვლავი არ წასულა საქართველოდან კმაყოფილი. ნებისმიერ ქვეყანაში მიგვიწვიე, ოღონდ არა საქართველოშიო, მეუბნებიან. არასდროს არ სრულდება რაიდერი, ანუ ვარსკვლავის მოთხოვნების ჩამონათვალი. არც სასტუმროა შესაბამისი, არც ტექნიკურად არის გამართული. არ კითხულობენ ხელშეკრულებას და ჰგონიათ, რომ პროფესიონალის კონცერტის გამართვა იგივეა, რაც დამწყები მომღერლის სკოლის სცენაზე გამოყვანა. მე ამაზე უკვე აღარც ვლაპარაკობ.

ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ კონცერტების ქართველი ორგანიზატორები თაღლითობენ და ვარსკვლავების ანაზღაურების გადახდაზე უარს ამბობენ. ტექნომინიმალის შემქმნელი ბორის ბრეჟჩა იყო ჩამოსული საქართველოში. მისი კონცერტის შესახებ ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა მომმართეს, საერთოდ არ ვიცოდი, თუკი ისინი საკონცერტო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ვგულისხმობ შონზოს - ზურა გაჩეჩილაძეს თავის პარტნიორებთან ერთად. ერთ-ერთია ლიკა ჭელიძე, რომელსაც რამდენიმე ღონისძიება ჰქონდა გაკეთებული. ვცდილობდი მათთვის გადამეფიქრებინა ბორისის ჩამოყვანა, რადგან ძალიან ძვირიანი პროექტი იყო. დამაჯავშნინეს არტისტი, ხელშეკრულება გამაფორმებინეს. ჩამოსულ არტისტს ისეთი არაორგანიზებული სიტუაცია დახვდა, რასაც არანაირად არ ელოდა. ჰონორარი ბოლო წუთებში მისცეს ადგილზე, ისიც, მთელი ჩემი ოჯახის ჩარევით, კარში დგომით და ბილეთების დათვლით. ყველა გამოშვებაზე მუდმივად არის კეთილსინდისიერების პრობლემა.

- და თაღლითობა რატომ ახსენეთ?

- გახსოვთ ალბათ''კაომა'',''ლამბადას'' ცნობილი ჰიტის შემსრულებელი ჯგუფი. იმავე ლიკა ჭელიძემ და შონზომ 31 დეკემბრისთვის დაჯავშნეს ჯგუფი. ახლა ხომ მარტია, ამ დრომდე ველოდებით მათგან ჰონორარის ჩარიცხვას და გაურბიან პასუხისმგებლობას. ღონისძიება არ გააუქმეს, არ გამოგზავნეს არც ავიაბილეთები და არც ჰონორარი. ვრეკავთ, ვწერთ, ვეხვეწებით, მაგრამ სრული იგნორია. გესმით, ახალი წლის ღამეს არტისტის''გადაგდება'' რას ნიშნავს? 5000 ევროა გადასახდელი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება