National Geographic-ის მიერ შერჩეულ მარტის საუკეთესო ფოტოებში გერგეტის სამებაც მოხვდა.
"ჩვენ დიდხანს მივყვებოდით გზას, რომელიც ფიჭვის ტყეში გადიოდა. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, მაგრამ როდესაც პლატოზე გამოვედით, ქარმა თითქმის მოგვცელა. ჩვენ წინ დაუჯერებელი სანახაობა გადაიშალა: "ეკლესია, დათოვლილი მთების ფონზე” - ასე აღწერს ფოტოგრაფი სურათის გადაღების ემოციას.