28 წლის სალომეს ამბავი საკმაოდ მძიმე მოსასმენია, რადგან ორი წლის წინ ბედ-ნიერი გოგონა, დღეს თავს ყველაზე უბედურად გრძნობს. მას ადამიანების თანადგომა სჭირდება.
- დედისერთა ვარ. ერთადერთი, რაშიც დედას ვადანაშაულებ, ისაა, რომ ჯერ კიდევ წლების წინ არ გაშორდა მამაჩემს, რადგან ქმარი ყოველთვის ცუდად ექცეოდა. მამა არ სვამდა, უფრო მეტიც, სასმლის სუნსაც ვერ იტანდა. სახლშიც არასოდეს მოჰყავდა მეგობრები საქეიფოდ. ჩემს ბავშვობაში პოლიციაში მუშაობდა. უბანში მისი ყველას ეშინოდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო, იარაღს ხელში ატრიალებდა და დედას ემუქრებოდა. ამ დროს პატარა ვიყავი და ლოგინის ქვეშ ვიმალებოდი. სამსახურიდან რომ გამოუშვეს, გამიხარდა, რადგან მეგონა, იარაღი თუ აღარ ექნებოდა, დედას ვეღარ მოკლავდა. სახლთან მაღაზია გახსნა და ყოველთვე ახალი ქალი მოჰყავდა გამყიდველად, რადგან არავინ უჩერდებოდა.
- სახლში სტუმრები არ მოდიოდნენ?
- არა, მე და დედა დავდიოდით ხანდახან. იშვიათად თუ ვინმე შემოგვივლიდა, ისიც მაშინ, თუ მამა ქალაქიდან იყო გასული და დედა დარწმუნებული იყო, მეორე დღემდე არ დაბრუნდებოდა. ცოტა რომ გავიზარდე, დედას ვკითხე, რატომ ჩერდებოდა ასეთ კაცთან და მი- თხრა, რომ მამას და მას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და ასეთი ცხოვრებამ გახადა. 16 წლის ასაკში მშობლები და უმცროსი და ავარიით დაღუპვია, შემდეგ ავღანეთში წასულა საომრად და იქ ნერვები სულ გაფუჭებია.
- გასაგებია, მაგრამ დედას მისი არ ეშინოდა?
- არა, ამბობდა, მარტო რომ ვრჩებით, მერე ბოდიშს მიხდისო. ისე გ-მოდის, რომ მე ვუშლიდი ხელს. ამიტომ ხშირად ვრჩებოდი ბებიასთან და ყველაზე მშვიდად იქ მეძინა, რადგან მჯერო-და, იმ ღამეს დედა ცემას გადაურჩებოდა. მამა ასაკში შესული უფრო გაავდა. თავს ვეღარ იკავებდა და ხანდახან ჩემზეც იწევდა საცემრად. ყველა მერიდებოდა. მამაჩემზე ლეგენდები დადიოდა და ამიტომ ჩემთან მეგობრობაც არავის უნდოდა. თაყვანისმცმელებიც არ მყავდა. ვინ გაბედავდა ჩემთან ერთად გავლას.