საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან
როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ზურა ქა­და­გი­ძემ "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბე­ბის და ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ავ­რცე­ლა. ფო­ტო­ე­ბი სა­ბერ­ძნეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებ­ში ჩა­ნან ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ოთარ დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ნა", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­ლე­რი­ა­ნე ხა­რე­ბა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "დათო ჩე­რე­პა­ხა სამ­ტრედსკი", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ლე­ვან ცინ­ცა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ლე­ვან ტბი­ლის­კი", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი აბე­სა­ლომ პა­პი­ა­ში­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "ბესო", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­ლე­რი­ან ჯა­ვა­ხა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ვა­ლე­რი ქუ­თა­ის­კი" "ყურ­შა", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ირაკ­ლი ლეჟა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "ლა­ზა­რე", ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გი­ორ­გი ენ­დე­ლა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "თავა".

Ambebi.ge-ს სუფ­რა­ზე მყო­ფი ერთ-ერთი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის მე­გო­ბა­რი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ანუ­კა გე­ლო­ვა­ნი და­უ­კავ­შირ­და.

- ზუს­ტად ერთი წლის და 1 თვის წინ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ერთ-ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ბა­დე­ბის დღე იყო, რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ ბი­ჭე­ბი. "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბე­ბი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდნენ იმ რეს­ტო­რან­ში, და­ი­ნა­ხეს, და­უ­ძა­ხეს, ამ­ღე­რეს, აცეკ­ვეს და გა­მო­უშ­ვეს. რა­ტომ ადა­რე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" არ ვიცი. "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებს ისეთ ხალ­ხთან აქვთ სუ­რა­თე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, მი­შას დროს ხალ­ხს რომ აწა­მებ­დნენ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" შუ­კა­კი­ძის, მეტ­სა­ხე­ლად "ნოდო გლ­დანსკის" ძმას 9 თვე იმი­ტომ და­უ­მა­ტა მი­შას მთავ­რო­ბამ, რომ მისი ძმა იყო.

- რა თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს ქურ­დებ­მა "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებს?

- არ ვიცი, გა­და­უ­ხა­დეს თუ არა თან­ხა.

- სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა ეს ფო­ტო­ე­ბი ზურა ქა­და­გი­ძის ხელ­ში და რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებს ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო?

- სუ­რა­თე­ბი, ჩემი აზ­რით, თა­ვად "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" ფო­ტო­ებს არ გა­ავ­რცე­ლებ­დნენ. ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებ­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აკავ­ში­რებთ. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მე­ზი­ზღე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", მაგ­რამ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ყოფ­ნის გამო ხალ­ხი და­კი­თხვა­ზე არ უნდა და­ი­ბა­რონ. არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნი­ათ. მათ ნა­ხე­ვარ თბი­ლის­თან აქვთ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი. კა­ლა­ძის და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ფო­ტო­ე­ბი არ­სე­ბობს და ტა­კი­მას­ხა­რებს რომ ჰქონ­დეთ ქურ­დებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი, რა არის გა­საკ­ვი­რი. მეც ვყო­ფილ­ვარ ე.წ. ქურ­დებ­თან, მეც უნდა და­მი­ბა­რონ და­კი­თხვა­ზე?

- შენ სად გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი"?

- კი­ევ­ში ვხვდე­ბი ძი­რი­თა­დად. ისი­ნი ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არაფ­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ნარ­ჩე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან. კა­ნო­ნე­ბი­დან სა­ერ­თოდ ამო­სა­ღე­ბია 223-ე მუხ­ლი, ადა­მი­ა­ნი სას­ჯელს არ უნდა იხ­დი­დეს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. თუ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ა­კა­ვონ.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი: "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებ­მა ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ერ­თად და­ბა­დე­ბის დღე ბერ­ძნულ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნეს [+VIDEO]

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან

როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან

რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა ზურა ქადაგიძემ "კომედი შოუს" მსახიობების და ე.წ. "კანონიერი ქურდების" ფოტოები და ვიდეორგოლი გაავრცელა. ფოტოები საბერძნეთშია გადაღებული. კადრებში ჩანან ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად "პაპუნა", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა, მეტსახელად "დათო ჩერეპახა სამტრედსკი", ე.წ კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად "ლევან ტბილისკი", ე.წ კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშილი, მეტსახელად "ბესო", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიან ჯავახაძე, მეტსახელად "ვალერი ქუთაისკი" "ყურშა", ე.წ კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარე", ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად "თავა".

Ambebi.ge-ს სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის მეგობარი, უფლებადამცველი ანუკა გელოვანი დაუკავშირდა.

- ზუსტად ერთი წლის და 1 თვის წინ მოხდა ეს ამბავი. ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" დაბადების დღე იყო, რესტორანში აღნიშნავდნენ ბიჭები. "კომედი შოუს" მსახიობები შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ რესტორანში, დაინახეს, დაუძახეს, ამღერეს, აცეკვეს და გამოუშვეს. რატომ ადარებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. "კანონიერ ქურდებს" არ ვიცი. "კომედი შოუს" ბიჭებს ისეთ ხალხთან აქვთ სურათები გადაღებული, მიშას დროს ხალხს რომ აწამებდნენ. "კანონიერი ქურდის" შუკაკიძის, მეტსახელად "ნოდო გლდანსკის" ძმას 9 თვე იმიტომ დაუმატა მიშას მთავრობამ, რომ მისი ძმა იყო.

- რა თანხა გადაუხადეს ქურდებმა "კომედი შოუს" ბიჭებს?

- არ ვიცი, გადაუხადეს თუ არა თანხა.

- საიდან აღმოჩნდა ეს ფოტოები ზურა ქადაგიძის ხელში და რა რეაქცია ჰქონდათ ქართველ კრიმინალებს ფოტოების გავრცელების გამო?

- სურათები, ჩემი აზრით, თავად "კომედი შოუს" ბიჭებმა გაავრცელეს. "კანონიერი ქურდები" ფოტოებს არ გაავრცელებდნენ. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, "კომედი შოუს" ბიჭებთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებთ. ყველამ კარგად იცის, რომ მეზიზღება "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ კანონიერ ქურდებთან ყოფნის გამო ხალხი დაკითხვაზე არ უნდა დაიბარონ. არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მათ ნახევარ თბილისთან აქვთ ფოტოები გადაღებული. კალაძის და "კანონიერი ქურდების" ფოტოები არსებობს და ტაკიმასხარებს რომ ჰქონდეთ ქურდებთან გადაღებული, რა არის გასაკვირი. მეც ვყოფილვარ ე.წ. ქურდებთან, მეც უნდა დამიბარონ დაკითხვაზე?

- შენ სად გეპატიჟებიან "კანონიერი ქურდები"?

- კიევში ვხვდები ძირითადად. ისინი ჩემთვის ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან. არაფრით განსხვავებულები დანარჩენი მეგობრებისგან. კანონებიდან საერთოდ ამოსაღებია 223-ე მუხლი, ადამიანი სასჯელს არ უნდა იხდიდეს თავისი შეხედულებების გამო. თუ დანაშაულს ჩაიდენს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დააკავონ.

მეტი ინფორმაციისთვის| სკანდალური კადრები: "კომედი შოუს" ბიჭებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე ბერძნულ რესტორანში აღნიშნეს [+VIDEO]

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია