Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იკლავენ თავს მოზარდები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ფარული სუიციდური ტენდენცია - ფსიქიატრი მძიმე პრობლემაზე
რატომ იკლავენ თავს მოზარდები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ფარული სუიციდური ტენდენცია - ფსიქიატრი მძიმე პრობლემაზე

სუ­ი­ცი­დი მწვა­ვე პრობ­ლე­მად რჩე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ვა­ლა­ლოა, როცა ასეთ მძი­მე ნა­ბიჯს მო­ზარ­დი დგამს.

რა ფაქ­ტო­რე­ბი გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ან­ში ამ ქმე­დე­ბას და რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მე პრობ­ლე­მას ას­ცდნენ - ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნინო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი:

- სუ­ი­ცი­დის, თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. ფსი­ქი­ატ­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, სუ­ი­ცი­დი მჭიდ­რო კო­რე­ლა­ცი­ა­შია უმე­ტე­სად ემო­ცი­უ­რი სფე­როს დარ­ღვე­ვებ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ემო­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი მთე­ლი რიგი აშ­ლი­ლო­ბე­ბის თან­მხლე­ბი პრო­ცე­სე­ბია. თუნ­დაც, მსუ­ბუ­ქი დე­ზა­დაპ­ტა­ცი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ისე­თი მძი­მე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც ში­ზოფ­რე­ნი­აა. ამი­ტომ ემო­ცი­უ­რი კუ­თხით ხან­გრძლი­ვი და ხში­რი ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი, თა­ვის­თა­ვად შფოთ­ვას წარ­მოქ­მნის, რაც შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მი­ზან­და­სა­ხუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს.

თუ მო­ზარ­დებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი ქცე­ვის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და მათ­ში შფოთვი­თი, დეპ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნის რის­კი დი­დია.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ 15-დან 40 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში სუ­ი­ცი­დი სიკ­ვდი­ლის მი­ზეზ­თა შო­რის სა­მე­ულ­შია. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა. საქ­მე ის არის, რომ თვით­მკვლელ­თა ოჯა­ხის წევ­რებს ისი­ნი ფსი­ქო­ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლე­ბი ჰგო­ნი­ათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ახ­ლობ­ლე­ბი ვერ ამ­ჩნე­ვენ კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას და ვერ ხე­და­ვენ და­ფა­რულ სუ­ი­ცი­დურ ტენ­დენ­ცი­ებს...

- ფა­რუ­ლი სუ­ი­ცი­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნად რა შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ?

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ო­დი სავ­სეა კონ­ფლიქ­ტე­ბით. ისი­ნი კონ­ფლიქ­ტში არი­ან არა მარ­ტო გა­რე­სამ­ყა­როს­თან, არა­მედ, თა­ნა­ტო­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან. მათ ამ პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი ნაკ­ლე­ბი აქვთ. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი მათ­თვის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის რთუ­ლი სა­კი­თხის გა­დაჭ­რის ერ­თა­დერთ გზად სიკ­ვდილს ირ­ჩე­ვენ. სუ­ი­ცი­დი ასეც იწო­დე­ბო­და - ძა­ხი­ლი შვე­ლის­თვის, ანუ დახ­მა­რე­ბის ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ასაკ­ში მე­ტად არის ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, სწრა­ფად მან­ქა­ნის ტა­რე­ბა, როცა ის ბო­ლომ­დე ვერ იაზ­რებს თა­ვი­სი ქმე­დე­ბის შე­დეგს... რო­დე­საც ავა­რი­ის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნილს ეკი­თხე­ბი­ან - თუ რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ეს, ამ­ბობს, რომ გაბ­რაზ­და, გა­ღი­ზი­ან­და და მი­ვი­და იქამ­დე, რომ სი­ცო­ცხლე არაფ­რად უღირს. ევ­რო­პა­ში ასე­თი არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს.

- ანუ მათ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­აზ­რე­ბის მო­მენ­ტი ნაკ­ლე­ბად აქვთ...

- რო­დე­საც ახალ­გაზ­რდებს ასე­თი ად­რე­ნა­ლი­ნის მა­ძი­ე­ბე­ლი ქცე­ვე­ბი აქვთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბევ­რი რამ ასე­ვე უცო­დინ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­დეს. ხან­და­ხან სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ტი­პის მე­დი­კა­მენტს იყე­ნე­ბენ, რო­მელ­თა კომ­ბი­ნა­ცია თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდეს.

ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა სი­უ­ი­ცი­დის ფე­ნო­მე­ნი, რო­დე­საც ის რა­ი­მე ტკი­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, ან ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს. პრაქ­ტი­კა­ში მყო­ლია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი, 17 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის მო­ბეზ­რდა.

მოკ­ლედ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის გამო მო­ზარ­დი შე­საძ­ლოა, მძი­მე ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს. ეს არის კი­დევ ერთი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის. თან, ამ ნიშ­ნე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბის შე­სა­ხებ სამ­წუ­ხა­როდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არც არის...

- რა უნდა გა­ა­კე­თოს ამის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მშო­ბელ­მა, ოჯახ­მა, რომ ავა­რი­დოთ ადა­მი­ა­ნი მძი­მე შე­დე­გებს?

- სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი აქვს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნდა გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის და ამ ცოდ­ნის შე­ტა­ნა უშუ­ა­ლოდ სკო­ლებ­ში უნდა მოხ­დეს.

მა­გა­ლი­თად, ალ­კოჰო­ლის ჭარბ მოხ­მა­რე­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რია. ვი­ნა­ი­დან სას­მე­ლის ფონ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნის ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა, მით უმე­ტეს მო­ზარ­დის, რო­მელ­საც ნე­ბე­ლო­ბით სფე­რო­ში არ შე­უძ­ლია ბევ­რი რამ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვროს. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კო­რე­ლა­ცი­აა, არა მარ­ტო ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, არა­მედ დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას.

არა­სუ­ი­ცი­დურ ფორ­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ავ­ტოტ­რავ­მე­ბიც. გი­ნა­ხავთ ალ­ბათ, ბევრ ახალ­გაზ­რდას და­სე­რი­ლი აქვს სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი. ამით, რა­ღაც ეტაპ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ღა­ცას უმ­ტკი­ცებს, რომ ტკი­ვი­ლის გან­ცდა არ აქვს. ჩემ­თვის, რო­გორც ფსი­ქი­ატ­რის­თვის, ეს მისი ემო­ცი­უ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი პი­როვ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვის, რაც სუ­ი­ცი­დუ­რი ქმე­დე­ბის მა­ღალ რისკს შე­ი­ცავს.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რია, მო­მენ­ტებ­ში უჭირს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ღა­ცას თა­ვი­სი და­სე­რი­ლი ხე­ლით აში­ნებ­დეს კი­დეც, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს.

არ­სე­ბობს ასე­ვე მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი სუ­ი­ცი­დი: ამ ფორ­მას ადა­მი­ა­ნი იმის­თვის მი­მარ­თავს, რომ სხვი­სი ქცე­ვა შეც­ვა­ლოს, მა­გა­ლი­თად, ოჯა­ხის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის

სო­ცი­ა­ლუ­რი დე­ზა­დაპ­ტა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი თუ არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, კონ­ფლიქ­ტი მე­გობ­რებ­თან, ამ დროს ასე­თი ქცე­ვა, ეს ავ­ტო­აგ­რე­სია შე­იძ­ლე­ბა სუ­ი­ცი­დით დას­რულ­დეს. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა მშო­ბელს, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გა­ი­გოს, შვი­ლი ხომ არ იყე­ნებს ალ­კოჰო­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას, ცუდ წრე­ში ხომ არ ტრი­ა­ლებს...

- ანუ სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი?

- არა, მე­გობ­რო­ბაა სა­ჭი­რო და მა­შინ კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღარ იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის ზედ­მე­ტი კონ­ტრო­ლი შე­იძ­ლე­ბა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს სუ­ი­ცი­დუ­რი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ქცე­ვის... იტყვის: რო­გორ მა­კონ­ტრო­ლებ, როცა ვთქვათ, ვარ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად? ამი­ტომ, 17 წლის შვილ­თან ყო­ველ წუთ­ში რეკ­ვას, ჯო­ბია, მას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყონ. თუმ­ცა 3 წლის ასაკ­ში შვილ­თან და­წყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კია...

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლებ­მა პა­ტა­რე­ბი თა­ვი­დან­ვე უნდა მი­აჩ­ვი­ონ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს, კო­ლექ­ტი­ურ თა­მა­შებ­ში ჩარ­თონ. ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს დეპ­რე­სი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­ზარ­დთა ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის შე­სუს­ტე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბის გაქ­რო­ბით...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი არ მოქ­მე­დებს?

- ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნონ­სენ­სი, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. თუ ოჯახ­ში არის რამ­დე­ნი­მე სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვა, აქ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ იმას, ხომ არ არის მათ­თან არა­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი რა­ი­მე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პა­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში გა­და­დის. მა­გა­ლი­თად, ბი­პო­ლა­რუ­ლი აფექ­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, დეპ­რე­სია, რე­კუ­რან­ტუ­ლი დეპ­რე­სია, ანუ აფექ­ტუ­რი სპექტრის პა­თო­ლო­გი­ე­ბი და არა თვი­თონ სუ­ი­ცი­დი...

ავტორი:

რატომ იკლავენ თავს მოზარდები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ფარული სუიციდური ტენდენცია - ფსიქიატრი მძიმე პრობლემაზე

რატომ იკლავენ თავს მოზარდები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ფარული სუიციდური ტენდენცია - ფსიქიატრი მძიმე პრობლემაზე

სუიციდი მწვავე პრობლემად რჩება მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, ხშირია თვითმკვლელობის ფაქტები. განსაკუთრებით სავალალოა, როცა ასეთ მძიმე ნაბიჯს მოზარდი დგამს.

რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში ამ ქმედებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები მძიმე პრობლემას ასცდნენ - ამ თემაზე გვესაუბრება ნინო ოკრიბელაშვილი, ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

- სუიციდის, თვითმკვლელობის შემთხვევაში ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სამართლებრივი პრობლემები. ფსიქიატრების თვალთახედვით, სუიციდი მჭიდრო კორელაციაშია უმეტესად ემოციური სფეროს დარღვევებთან.

აღსანიშნავია, რომ ეს ემოციური დარღვევები მთელი რიგი აშლილობების თანმხლები პროცესებია. თუნდაც, მსუბუქი დეზადაპტაციიდან დაწყებული, ისეთი მძიმე ფსიქიატრიული პრობლემებით დამთავრებული, როგორიც შიზოფრენიაა. ამიტომ ემოციური კუთხით ხანგრძლივი და ხშირი ნეგატიური რეაქციები, თავისთავად შფოთვას წარმოქმნის, რაც შეიძლება რაღაც მიზანდასახული მოქმედებების მიზეზიც გახდეს.

თუ მოზარდებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ მათი ქცევის მიზანდასახულობა ჩამოუყალიბებელია და მათში შფოთვითი, დეპრესიული რეაქციების წარმოქმნის რისკი დიდია.

ცნობილი ფაქტია, რომ 15-დან 40 წლამდე პერიოდში სუიციდი სიკვდილის მიზეზთა შორის სამეულშია. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს პრობლემაა. საქმე ის არის, რომ თვითმკვლელთა ოჯახის წევრებს ისინი ფსიქოფიზიკურად ჯანმრთელები ჰგონიათ. სავარაუდოდ, ახლობლები ვერ ამჩნევენ კრიზისულ მდგომარეობას და ვერ ხედავენ დაფარულ სუიციდურ ტენდენციებს...

- ფარული სუიციდური ტენდენციების გამოვლენად რა შეიძლება მივიჩნიოთ?

- თინეიჯერობის პერიოდი სავსეა კონფლიქტებით. ისინი კონფლიქტში არიან არა მარტო გარესამყაროსთან, არამედ, თანატოლებთან, მშობლებთან. მათ ამ პრობლემების დაძლევის სტრატეგიები ნაკლები აქვთ. ეს ის პერიოდია, როცა თინეიჯერები მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის რთული საკითხის გადაჭრის ერთადერთ გზად სიკვდილს ირჩევენ. სუიციდი ასეც იწოდებოდა - ძახილი შველისთვის, ანუ დახმარების ძიების სურვილი.

სამწუხაროა, რომ ამ ასაკში მეტად არის ისეთი მომენტები, როგორიც არის მაგალითად, სწრაფად მანქანის ტარება, როცა ის ბოლომდე ვერ იაზრებს თავისი ქმედების შედეგს... როდესაც ავარიის შემდეგ გადარჩენილს ეკითხებიან - თუ რატომ ჩაიდინა ეს, ამბობს, რომ გაბრაზდა, გაღიზიანდა და მივიდა იქამდე, რომ სიცოცხლე არაფრად უღირს. ევროპაში ასეთი არაერთი მაგალითი არსებობს.

- ანუ მათ საკუთარი ქმედების შედეგების გააზრების მომენტი ნაკლებად აქვთ...

- როდესაც ახალგაზრდებს ასეთი ადრენალინის მაძიებელი ქცევები აქვთ, შესაძლებელია ბევრი რამ ასევე უცოდინრობიდან გამომდინარე მოხდეს. ხანდახან საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობის მიზნით, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტს იყენებენ, რომელთა კომბინაცია თავისთავად შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

ძალიან მაღალია და პირდაპირ პროპორციულად იზრდება სიუიციდის ფენომენი, როდესაც ის რაიმე ტკივილს უკავშირდება, ან ქრონიკულ დაავადებებს. პრაქტიკაში მყოლია ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, 17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრძოლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის მობეზრდა.

მოკლედ, ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ რაღაც სერიოზული დანახარჯების გამო მოზარდი შესაძლოა, მძიმე ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს. ეს არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც მოზარდობის ასაკში შეიძლება მოხდეს და საფუძველი გახდეს კრიზისული მდგომარეობის. თან, ამ ნიშნების დაძლევის გზების შესახებ სამწუხაროდ ინფორმირებული არც არის...

- რა უნდა გააკეთოს ამისთვის საზოგადოებამ, მშობელმა, ოჯახმა, რომ ავარიდოთ ადამიანი მძიმე შედეგებს?

- სუიციდის პრევენციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გარკვეული რეკომენდაციები აქვს, რომელთა გამოყენება აუცილებელი უნდა გახდეს სახელმწიფოებისთვის და ამ ცოდნის შეტანა უშუალოდ სკოლებში უნდა მოხდეს.

მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასა და თვითმკვლელობას შორის მჭიდრო კავშირია. ვინაიდან სასმელის ფონზე მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ნებითი აქტივობა, მით უმეტეს მოზარდის, რომელსაც ნებელობით სფეროში არ შეუძლია ბევრი რამ წინასწარ განსაზღვროს. ძალიან მაღალი კორელაციაა, არა მარტო ალკოჰოლური ინტოქსიკაციების შემდეგ, არამედ დოზის გადაჭარბებისას, ნარკოტიკული საშუალებების მიღებისას.

არასუიციდურ ფორმებს მიეკუთვნება ავტოტრავმებიც. გინახავთ ალბათ, ბევრ ახალგაზრდას დასერილი აქვს სხეულის ნაწილები. ამით, რაღაც ეტაპზე, შესაძლებელია ვიღაცას უმტკიცებს, რომ ტკივილის განცდა არ აქვს. ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, ეს მისი ემოციური არასტაბილურობის მაჩვენებელია, ემოციურად არასტაბილური პიროვნული დარღვევის, რაც სუიციდური ქმედების მაღალ რისკს შეიცავს.

როდესაც ადამიანი ემოციურად არასტაბილურია, მომენტებში უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. შესაძლებელია ვიღაცას თავისი დასერილი ხელით აშინებდეს კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.

არსებობს ასევე მანიპულაციური სუიციდი: ამ ფორმას ადამიანი იმისთვის მიმართავს, რომ სხვისი ქცევა შეცვალოს, მაგალითად, ოჯახის, შეყვარებულის

სოციალური დეზადაპტაციის გამომწვევი მიზეზი თუ არსებობს, მაგალითად, კონფლიქტი მეგობრებთან, ამ დროს ასეთი ქცევა, ეს ავტოაგრესია შეიძლება სუიციდით დასრულდეს. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება მშობელს, იმ თვალსაზრისით, რომ გაიგოს, შვილი ხომ არ იყენებს ალკოჰოლურ საშუალებებს, სააფთიაქო ნარკომანიას, ცუდ წრეში ხომ არ ტრიალებს...

- ანუ საჭიროა მუდმივი კონტროლი?

- არა, მეგობრობაა საჭირო და მაშინ კონტროლი აუცილებელი აღარ იქნება. სხვათა შორის ზედმეტი კონტროლი შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს სუიციდური დემონსტრაციული ქცევის... იტყვის: როგორ მაკონტროლებ, როცა ვთქვათ, ვარ მეგობარ გოგონასთან ერთად? ამიტომ, 17 წლის შვილთან ყოველ წუთში რეკვას, ჯობია, მასთან უფრო ახლო ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყონ. თუმცა 3 წლის ასაკში შვილთან დაწყებული მეგობრობა დაგვიანებულიც კია...

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა პატარები თავიდანვე უნდა მიაჩვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, კოლექტიურ თამაშებში ჩართონ. ვინაიდან არსებობს დეპრესიული აშლილობები, რომელიც მოზარდთა ასაკში შეიძლება გამოხატული იყოს აკადემიური მოსწრების შესუსტებით, ინტერესების გაქრობით...

- ამ შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი არ მოქმედებს?

- ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაც დადასტურებულია. თუ ოჯახში არის რამდენიმე სუიციდის შემთხვევა, აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, ხომ არ არის მათთან არადიაგნოსტირებული რაიმე ფსიქიატრიული პათოლოგია, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. მაგალითად, ბიპოლარული აფექტური აშლილობები, დეპრესია, რეკურანტული დეპრესია, ანუ აფექტური სპექტრის პათოლოგიები და არა თვითონ სუიციდი...

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია