Germanwings-ს თვითმფრინავის რეის 9525-ის შავ ყუთში დაფიქსირებულია უცნაური აუდიო ჩანაწერი, რომელზეც ჩხუბის ხმა ისმის: ერთ-ერთი პოლოტი კაბინის გარეთაა ჩაკეტილი და ცდილობს პილოტის კაბინაში შესვლას, სანამ თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის.
"კარგად ისმის თუ როგორც ცდილობს ის კარის შემტვრევას. ჯერ არ ვიცით, რატომ არ იმყოფებოდა კაბინაში ერთ-ერთი პილოტი, მაგრამ დარწმუნებით რისი თქმაც შეიძლება, ისაა, რომ კატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე მხოლოდ ერთი პილოტია შტურვალთან და მეწყვილეს კარს არ უღებს", - განაცხადა გამოძიებაში ჩართულმა მაღალჩინოსანმა.
"ჯერმანუინგსი" "ლუფტჰანსას" შვილობილი კომპანიაა. მისმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა: ”არ გვაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ნათელს მოჰფენდა მომხდარს, მიმდინარეობს გამოძიება, შეისწავლიან სხეულებს. ჩვენ სპეკულაციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, დაველოდებით გამოძიების დასრულებას”.
გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა და რა ხდებოდა პილოტის კაბინაში.
მომზადებულია cnn.com-ს მიხედვით.