იაპონელი მკვლევარის, მასარუ ემოტოს გასაოცარი ექსპერიმენტი გარესამყაროს სხვა თვალით დაგანახებთ. ექსპერიმენტი დაგარწმუნებთ, რომ იმაზე, თუ როგორ ვიქცევით და ვექცევით სხვებს, ბევრი რამ არის დამოკიდებული. მასარუ ემოტომ დაამტკიცა, რომ ადამიანის ფიქრსა და განზრახვას შეუძლია რეალობა შეცვალოს.
მისი ყველაზე ცნობილი - "ბრინჯის ექსპერიმენტის" მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური დამოკიდებულების შედეგი. მასარუმ სამ სინჯარაში მოათავსა ბრინჯი და ექსპერიმენტში სკოლის მოსწავლეები ჩართო, რომლებიც ყოველდღე ერთსა და იმავე ფრაზებს იმეორებდნენ სინჯარებთან: ერთ მათგანთან ფრაზას "მადლობა", მეორესთან - "შენ იდიოტი ხარ", მესამეს კი სრულ იგნორირებას უკეთებდნენ.
30 დღის შემდეგ ბრინჯი, რომელსაც მადლობას უხდიდნენ, ვიზუალურად მინიმალურად შეიცვალა, მაშინ, როცა დანარჩენი ორი დაობდა და დალპა.