ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ТСН -თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის საიდუმლოებით მოცული ვითარება, რაც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას უკავშირდება, იმის დამადასტურებელია, რომ პუტინი ნამდვილი დიქტატორია.
გარი კასპაროვის თქმით, ნათელია, რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ეს ნათლად ჩანდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს. "არც ერთი წამით არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ავტომობილით სასახლის გარშემო შემოატარა. ნათელია, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მას საუბარიც უჭირდა", - განაცხადა კასპაროვმა.
ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში იგი ათი დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ათდღიანი გაუჩინარების შემდეგ კი მან ყირგიზეთის პრეზიდენტს სანკტ-პეტერბურგში უმასპინძლა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.