კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში
თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში

"ჩემი ცხე­ნი სახ­ლი­დან მო­ი­პა­რეს. ღობე გა­დაჭ­რეს და იქი­დან გა­იყ­ვა­ნეს. ცხე­ნის გა­რე­შე სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია. ქურ­დო­ბა ისე გახ­შირ­და, მე­ში­ნია, რომ ცხე­ნი კი­დევ არ მომ­პა­რონ და ჩემი სა­ძი­ნებ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე ოთა­ხი თავ­ლად გა­და­ვა­კე­თე. ახლა ცხე­ნი ჩემს გვერ­დით, ოთახ­ში მყავს დაბ­მუ­ლი", - ამ­ბობს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი იმი­რან ბუხ­დი­ე­ვი.

ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ფელ ფო­ნა­ში 12 ცხე­ნი, 7 ცხვა­რი და 1 ძრო­ხა მო­ი­პა­რეს. პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ ერთი მო­პა­რუ­ლი ცხე­ნი იპო­ვა და პატ­რონს და­უბ­რუ­ნა. ცხე­ნის მე­პატ­რო­ნის გი­ორ­გი სურ­მა­ნი­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მას უთხრეს, რომ მო­პა­რუ­ლი ცხე­ნი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში იპო­ვეს. ქურ­დო­ბის და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე­ე­ბი გა­უხ­სნე­ლია.

"დაბ­მუ­ლი ცხე­ნი დავ­კარ­გე. აშ­ვე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვი­ტყო­დი, წა­ვი­და მეთ­ქი, მაგ­რამ სახ­ლთან მყავ­და დაბ­მუ­ლი. თივა და­ვუ­ყა­რე ცხენს და სახ­ლში შე­ვე­დი, რომ გა­მო­ვე­დი, ცხე­ნი აღარ იყო", - აღ­ნიშ­ნავს ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ჯაფ აკბა­რო­ვი.

7 სული ცხვა­რი მო­პა­რეს ამა­ვე სო­ფელ­ში გა­ბა­რა­ე­ვე­ბის ოჯახს.

"მავ­თუ­ლის ღობე გაჭ­რეს და ცხვა­რი ისე გა­იყ­ვა­ნეს. იმის შემ­დეგ კი­დევ ცხე­ნი მოგვპა­რეს. გავ­დი­ვართ ხოლ­მე, როცა ძაღ­ლი ყეფს, მაგ­რამ ძაღ­ლიც და­ა­ძი­ნეს. ქურ­დო­ბის მე­ო­რე დღეს, მთე­ლი დღე ეძი­ნა და მერე მივ­ხვდით, რომ ალ­ბათ რა­ღაც და­ა­ლე­ვი­ნეს და და­ა­ძი­ნეს", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს მა­რი­ნა გა­ბა­რა­ევ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ფო­ნა­დან სა­ქონ­ლის და­კარ­გვის ფაქ­ტებს შს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს აფე­ნის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბა იკ­ვლევს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში

თავლა საძინებელ ოთახთან - როგორ იცავენ საქონელს ქურდებისგან ლაგოდეხში

"ჩემი ცხენი სახლიდან მოიპარეს. ღობე გადაჭრეს და იქიდან გაიყვანეს. ცხენის გარეშე სოფელში ცხოვრება რთულია. ქურდობა ისე გახშირდა, მეშინია, რომ ცხენი კიდევ არ მომპარონ და ჩემი საძინებლის გვერდით მდებარე ოთახი თავლად გადავაკეთე. ახლა ცხენი ჩემს გვერდით, ოთახში მყავს დაბმული", - ამბობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მცხოვრები იმირან ბუხდიევი.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, სოფელ ფონაში 12 ცხენი, 7 ცხვარი და 1 ძროხა მოიპარეს. პოლიციამ მხოლოდ ერთი მოპარული ცხენი იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ცხენის მეპატრონის გიორგი სურმანიძის თქმით, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მოპარული ცხენი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში იპოვეს. ქურდობის დანარჩენი საქმეები გაუხსნელია.

"დაბმული ცხენი დავკარგე. აშვებული რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, წავიდა მეთქი, მაგრამ სახლთან მყავდა დაბმული. თივა დავუყარე ცხენს და სახლში შევედი, რომ გამოვედი, ცხენი აღარ იყო", - აღნიშნავს ადგილობრივი ნაჯაფ აკბაროვი.

7 სული ცხვარი მოპარეს ამავე სოფელში გაბარაევების ოჯახს.

"მავთულის ღობე გაჭრეს და ცხვარი ისე გაიყვანეს. იმის შემდეგ კიდევ ცხენი მოგვპარეს. გავდივართ ხოლმე, როცა ძაღლი ყეფს, მაგრამ ძაღლიც დააძინეს. ქურდობის მეორე დღეს, მთელი დღე ეძინა და მერე მივხვდით, რომ ალბათ რაღაც დაალევინეს და დააძინეს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარინა გაბარაევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ფონადან საქონლის დაკარგვის ფაქტებს შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფენის ქვეგანყოფილება იკვლევს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა