საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში
"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში

"მუს­ლი­მი თუ ხარ, ის­ლა­მურ ქვე­ყა­ნა­ში რა­ტომ არ მი­დი­ხარ? თუ მუს­ლი­მი ხარ, წადი, იქ თავს უკეთ იგ­რძნობ", - ასე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის გავ­ლამ­დე პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლის კო­რეს­პონ­დენტს სულ­ხან ბორ­ძი­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა.

სულ­ხან ბორ­ძი­კაშ­ვილ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსელს წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს აე­რო­პორ­ტში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფაქტს.

"სულ ექ­ვსნი ვი­ყა­ვით. ჩემ გარ­და პროგ­რა­მის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­ა­ტა­რეს. მე შე­მა­ყოვ­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 წუთი. არ მიშ­ვებ­დნენ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მე­კი­თხე­ბო­და, სად მივ­დი­ო­დი, რა­ტომ მივ­დი­ო­დი და ა.შ. მე მას გან­ვუ­მარ­ტე, თუმ­ცა პას­პორ­ტში ნა­ნა­ხი ჰქონ­და უკვე, რომ მივ­დი­ო­დი ამე­რი­კა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის "ღია სამ­ყა­რო" ფარ­გლებ­ში. მერე მკი­თხა, "ღია სამ­ყა­რო" რა პროგ­რა­მა იყო. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლებს და ფი­ნანსდე­ბა აშშ-ის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის მიერ.

ამის შემ­დეგ მკი­თხა, რა­ტომ მი­გაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გენ, მუს­ლი­მე­ბი ხომ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ხარ­თო? რას ამ­ბობთ, მუს­ლი­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ცი­რე­სო­ბა ვართ-მეთ­ქი.

მო­ნა­ცემ­თა ბაზა ჰქონ­და გახ­სნი­ლი და კი­თხუ­ლობ­და. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლის ან შე­მოს­ვლის დროს აე­რო­პორ­ტში ასე­თი და უა­რე­სი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დე­ბო­დი, ამი­ტომ ამ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზეც წყნა­რად მი­ვუ­გე, მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ, აქ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, თავს კარ­გად ვგრძნობ და აქ იმი­ტო­მაც ვარ-მეთ­ქი.

კი­თხვე­ბი ამით არ ამო­ი­წუ­რა. დუ­ბა­ი­ში რა­ტომ არ მი­დი­ხა­რო? შე­საძ­ლებ­ლო­ბა როცა მექ­ნე­ბა, დუ­ბა­ი­შიც წა­ვალ-მეთ­ქი.

ამის მერე უკვე მე ვკი­თხე. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მე და­მა­ყოვ­ნეთ ამ­დენ ხანს და მე მი­ტა­რებთ გა­მო­კი­თხვას, პროგ­რა­მის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი­თხვე­ბის გა­რე­შე, რამ­დე­ნი­მე წამ­ში გა­უშ­ვით-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, პა­სუხს ვე­ლო­დე­ბიო.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, მი­თხრა, რომ პა­სუ­ხი მი­ი­ღო, სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლი გა­ვი­ა­რე", - წერს სულ­ხან ბორ­ძი­კაშ­ვი­ლი წე­რილ­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

გიგა
8

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არის ასობით მუსლიმი მეომარი! ეთინიკური ქართველები, აზერები, ქისტები და არავიზე ნაკლები ქართველები არიან! მოდი აბა რომელიმე გრუზინი რუსეთუმე შეედაროს ამათ. სამარცხვინოები ხართ აეროპორტის პოლიცია, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. თქვენ წადით რუსეთში ვითომ პატრიოტო, ცრუ ქრისტიანო საქართველოს მოღალატებოო! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში

"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ" - დისკრიმინაცია აეროპორტში

"მუსლიმი თუ ხარ, ისლამურ ქვეყანაში რატომ არ მიდიხარ? თუ მუსლიმი ხარ, წადი, იქ თავს უკეთ იგრძნობ", - ასე მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლამდე პატრულ-ინსპექტორმა საინფორმაციო ცენტრების ქსელის კორესპონდენტს სულხან ბორძიკაშვილს, რომელიც პროფესიული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

სულხან ბორძიკაშვილმა საინფორმაციო ცენტრების ქსელს წერილი გამოუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს აეროპორტში მასზე განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტს.

"სულ ექვსნი ვიყავით. ჩემ გარდა პროგრამის დანარჩენი მონაწილეები უპრობლემოდ გაატარეს. მე შემაყოვნეს დაახლოებით 20-25 წუთი. არ მიშვებდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მეკითხებოდა, სად მივდიოდი, რატომ მივდიოდი და ა.შ. მე მას განვუმარტე, თუმცა პასპორტში ნანახი ჰქონდა უკვე, რომ მივდიოდი ამერიკაში პროფესიული გაცვლითი პროგრამის "ღია სამყარო" ფარგლებში. მერე მკითხა, "ღია სამყარო" რა პროგრამა იყო. ვუპასუხე, რომ ეს არის პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ახორციელებს და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ.

ამის შემდეგ მკითხა, რატომ მიგაჩნია, რომ საქართველოში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენ, მუსლიმები ხომ უმრავლესობაში ხართო? რას ამბობთ, მუსლიმები საქართველოში უმცირესობა ვართ-მეთქი.

მონაცემთა ბაზა ჰქონდა გახსნილი და კითხულობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ მუსლიმებს საქართველოდან გასვლის ან შემოსვლის დროს აეროპორტში ასეთი და უარესი პრობლემები ექმნებათ.

სიტუაციის დაძაბვას მაქსიმალურად ვერიდებოდი, ამიტომ ამ შეურაცხყოფაზეც წყნარად მივუგე, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი, თავს კარგად ვგრძნობ და აქ იმიტომაც ვარ-მეთქი.

კითხვები ამით არ ამოიწურა. დუბაიში რატომ არ მიდიხარო? შესაძლებლობა როცა მექნება, დუბაიშიც წავალ-მეთქი.

ამის მერე უკვე მე ვკითხე. რატომ მაინცდამაინც მე დამაყოვნეთ ამდენ ხანს და მე მიტარებთ გამოკითხვას, პროგრამის დანარჩენი მონაწილეები კითხვების გარეშე, რამდენიმე წამში გაუშვით-მეთქი? მიპასუხა, პასუხს ველოდებიო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მითხრა, რომ პასუხი მიიღო, სავარაუდოდ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან და საპასპორტო კონტროლი გავიარე", - წერს სულხან ბორძიკაშვილი წერილში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში