საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - საქართველომ სცადა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა
დავით უსუფაშვილი - საქართველომ სცადა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მიზ­ნებს, რო­გო­რი­ცაა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა, ვერ მი­აღ­წევს. ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა შე­ფა­სე­ბე­ბი სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა. უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­ა­რა გრძე­ლი პრო­ცე­სი და ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სათ­ვის დე­მოკ­რა­ტი­ის გა­რე­შე მი­ეღ­წია, მაგ­რამ ამან არ იმუ­შა­ვა.

"დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ზო­მოთ თუ რო­გო­რია დე­მოკ­რა­ტი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ რე­გი­ონ­ში. კონ­ფე­რენ­ცია არის კარ­გი დე­მონ­სტრი­რე­ბა პარტნი­ო­რო­ბის, თუ რო­გორ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. ხალ­ხი, რო­მე­ლიც აქ ბრძან­დე­ბა, წარ­მო­ად­გე­ნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს, მაგ­რამ გვა­ერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თო სუ­ლის­კვე­თე­ბა. ვხე­დავთ, რო­გორ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მხარ­და­ჭე­რა გაგ­ვი­წი­ოთ და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტე­ბი ვართ და დი­დია ჩვე­ნი ენ­თუ­ზი­აზ­მი. უფრო მე­ტად გვაქვს იმე­დი, რომ დიახ, დე­მოკ­რა­ტია დამ­ყარ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში და მთელს რე­გი­ონ­ში, დიახ, დე­მოკ­რა­ტია გახ­დე­ბა მდგრა­დი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა ძლი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა, ამ­გვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. უბ­რა­ლოდ, უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ეს იყოს მდგრა­დი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი", - მი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "დე­მოკ­რა­ტი­ის არსი: სა­გა­რეო, ეკო­ნი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის არ­ჩე­ვა­ნი რე­გი­ონ­ში" სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" გა­იხ­სნა. კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოკ­რა­ტი­ის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ასე­ვე ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს", აშშ-ის სა­ელ­ჩოს და ნატო-ს სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით.

ორ­დღი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აშშ-ის, ნატო-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გნე­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დავით უსუფაშვილი - საქართველომ სცადა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა

დავით უსუფაშვილი - საქართველომ სცადა, ეკონომიკური ზრდისთვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, დემოკრატიის გარეშე საქართველო სხვა მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა და მშვიდობა, ვერ მიაღწევს. ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა შეფასებები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, საქართველომ გაიარა გრძელი პროცესი და ჰქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისათვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა.

"დღევანდელი ღონისძიება არის შესანიშნავი საშუალება გავზომოთ თუ როგორია დემოკრატიის სულისკვეთება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კონფერენცია არის კარგი დემონსტრირება პარტნიორობის, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება, წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ გვაერთიანებს საერთო სულისკვეთება. ვხედავთ, როგორ მოწადინებული ხართ, რომ მხარდაჭერა გაგვიწიოთ და წვლილი შეიტანოთ საერთო განვითარებაში. ძალიან ოპტიმისტები ვართ და დიდია ჩვენი ენთუზიაზმი. უფრო მეტად გვაქვს იმედი, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და მთელს რეგიონში, დიახ, დემოკრატია გახდება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში და დემოკრატიული სულისკვეთება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაიქმნება, ამგვარი სულისკვეთების გარეშე არაფერი არ მოხდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს იყოს მდგრადი და განვითარებადი", - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა. კონფერენცია იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, ასევე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს", აშშ-ის საელჩოს და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ნატო-ს წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა