მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება
გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ლა­რის კურ­სის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას არ ელო­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ქა­და­გი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბით და­ზარლ­დნენ ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ნა­წი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, ვი­საც სეს­ხე­ბი აქვთ დო­ლარ­ში. მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად გა­უძ­ვირ­დათ სეს­ხის ტვირ­თი. ქა­და­გი­ძის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის ეს ნა­წი­ლი ამ პრო­ცე­სებს ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს. ქა­და­გი­ძის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბი აღ­დგეს.

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბი აღ­დგეს, გვქონ­დეს მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად რე­ა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს და ახლა არის დრო სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბის. ეს არის მთა­ვა­რი რაც ახლა უნდა გა­კეთ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ლარი ამე­რი­კულ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თით­ქმის 30%-ით გა­უ­ფა­სურ­და.

"ეს გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს მოქ­მე­დე­ბას და ჩვე­ნი სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის კო­რექ­ტი­რე­ბას აკე­თებს. ჩვენ არ ვფიქ­რობთ, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში კურ­სი კი­დევ უფრო უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს, ამის ნიშ­ნე­ბი დღეს არ არის, მაგ­რამ ახლა სა­ჭი­როა ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გი იქ­ნე­ბა გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და შემ­სუ­ბუ­ქე­ბა იმ ზი­ა­ნის, რო­მე­ლიც მი­ი­ღო მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილ­მა რო­მელ­ზეც მქონ­და სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ის და­ნაკ­ლი­სი რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბით მი­ი­ღო, კურ­სში უკვე აი­სა­ხა.

"ზო­გა­დად, თე­ბერ­ვალ-მარ­ტი ყო­ველ­თვის არის რთუ­ლი თვე­ე­ბი ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ციკ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ შე­ვალთ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნდა, შე­მო­დი­ნე­ბე­ბი სე­ზო­ნუ­რად გა­იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტუ­რად სხვა ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ელო­დე­ბა, რომ მიზ­ნობ­რი­ვი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შეს­რულ­დე­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გან­სა­ზღვრულ 5%-იან ნიშ­ნულს მი­აღ­წევს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რიგ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია, იმის გამო, რომ ჩვენს სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში კი­დევ უფრო მეტ გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, სწრა­ფად ინფლა­ცი­ის იმ­პორ­ტს ჩვენ არ ვა­კე­თებთ, ამი­ტომ ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნებს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იწყე­ბა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დე­ტა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა გვექ­ნე­ბა და შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას გა­ვავ­რცე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ მი­აღ­წია უკვე იმ ზღვარს რო­დე­საც სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის ახა­ლი ნიშ­ნუ­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა ხდე­ბა. "ამ პრო­ცე­სებ­თან და სე­ზო­ნურ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად რყე­ვე­ბი შემ­ცირ­და და შე­ი­ნიშ­ნე­ბა შე­და­რე­ბით უფრო სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება

გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება

ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურებით დაზარლდნენ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის, ვისაც სესხები აქვთ დოლარში. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირპროპორციულად გაუძვირდათ სესხის ტვირთი. ქადაგიძის თქმით, მოსახლეობის ეს ნაწილი ამ პროცესებს ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს. ქადაგიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად რეალური შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. სამწუხაროდ, სხვა რეცეპტი არ არსებობს და ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ქმედებების. ეს არის მთავარი რაც ახლა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა.

"ეს გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს მოქმედებას და ჩვენი საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომლის შედეგი იქნება განეიტრალება და შემსუბუქება იმ ზიანის, რომელიც მიიღო მოსახლეობის იმ ნაწილმა რომელზეც მქონდა საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, ის დანაკლისი რომელიც ქვეყანამ სავალუტო შემოდინებებით მიიღო, კურსში უკვე აისახა.

"ზოგადად, თებერვალ-მარტი ყოველთვის არის რთული თვეები ჩვენი ეკონომიკის ციკლებიდან გამომდინარე. ჩვენ შევალთ ტურისტულ სეზონში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შემოდინებები სეზონურად გაიზრდება, მაგრამ ფუნდამენტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შესრულდება წლის მეორე ნახევარში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 5%-იან ნიშნულს მიაღწევს.

"მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, იმის გამო, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი, სწრაფად ინფლაციის იმპორტს ჩვენ არ ვაკეთებთ, ამიტომ ვაკვირდებით მოვლენებს. რამდენიმე საათში იწყება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა სადაც ამ ყველაფერზე დეტალური მსჯელობა გვექნება და შემდეგ განცხადებას გავავრცელებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მიაღწია უკვე იმ ზღვარს როდესაც საგადამხდელო ბალანსის ახალი ნიშნულის დაფიქსირება ხდება. "ამ პროცესებთან და სეზონურ ფაქტორებთან ერთად რყევები შემცირდა და შეინიშნება შედარებით უფრო სტაბილური სიტუაცია", - განაცხადა ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია