სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ია კიწმარიშვილის საგანგებო განცხადება
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ია კიწმარიშვილის საგანგებო განცხადება

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხი - მე­უღ­ლე ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი ლუკა, ანა და თეკ­ლა კიწ­მა­რიშ­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და ბო­დი­შის მოხ­დას ითხო­ვენ.

საქ­მე ეხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ბრა­ლი დას­დო კიწ­მა­რიშ­ვილს ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რო­ბა­სა და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი მე­დი­ის შექ­მნა­ში.

Ambebi.ge გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ამ დრომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლად ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი დუ­მილს და თავს ვი­კა­ვებ­დი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან, რად­გან საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი და მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ზე.

ჩვენ, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­გო­რიც არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, აღიქ­მე­ბა რო­გორც ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ზე.

მი­ვიჩ­ნევთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, ატა­რებს ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ ხა­სი­ათს და ბო­ლოს და ბო­ლოს, არ­ღვევს ნე­ბის­მი­ერ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მო­რა­ლურ ნორ­მას გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის აუ­გად არ­მოხ­სე­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვე­ნი აზ­რით, მი­უ­ღე­ბე­ლია სხვა ადა­მი­ა­ნის მიღ­წე­ვე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა მით უფრო, რომ ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­შია აღი­ა­რე­ბუ­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის უდი­დე­სი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის შექ­მნის საქ­მე­ში. სწო­რედ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის და "მა­ესტროს", რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის დროს.

მი­ვიჩ­ნევთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა [იხი­ლეთ ვი­დეო] არის პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა ოჯახ­ზე, ერო­სის სა­ხე­ლის და მისი ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა და ვი­თხოვთ მის­გან სა­ჯა­რო ბო­დი­შის მოხ­დას. ამას­თა­ნა­ვე, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში.

აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და სი­მარ­თლის დად­გე­ნას ერო­სის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ში", - აცხა­დებს კიწ­მა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა.

"რა დღე­ში იყო მე­დია, რო­გო­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო იყო შექ­მნი­ლი და რო­გორ იყო მარ­თუ­ლი ყვე­ლა მე­დია. "მა­ესტროც" მარ­თუ­ლი იყო. მა­შინ ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რო­ბა დავ­წა­მე "მა­ესტროს" და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლდა ყვე­ლა­ფე­რი. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ჩემი მოს­ვლის შემ­დეგ ძლივს გა­ვი­და "მა­ესტრო­დან" და სა­დაც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი იყო, იქ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კო ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ვფიქ­რობ, ბა­ტონ ბი­ძი­ნას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და - ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ია კიწმარიშვილის საგანგებო განცხადება

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ია კიწმარიშვილის საგანგებო განცხადება

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი - მეუღლე ია კიწმარიშვილი და შვილები ლუკა, ანა და თეკლა კიწმარიშვილები რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროსი კიწმარიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბრალი დასდო კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში.

Ambebi.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ამ დრომდე გააზრებულად ვინარჩუნებდი დუმილს და თავს ვიკავებდი ნებისმიერი სახის საჯარო განცხადების გაკეთებისგან, რადგან საქმის გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის საჯარო განცხადება შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც პოლიტიკური ხასიათის და ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინა გამოძიების პროცესზე.

ჩვენ, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, მივიჩნევთ, რომ ისეთი გავლენიანი პირის განცხადება, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, აღიქმება როგორც ზეწოლა მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო დავებზე.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს, ატარებს ღირსების შემლახველ ხასიათს და ბოლოს და ბოლოს, არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ.

ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება "რუსთავი 2"-ის და "მაესტროს", როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება [იხილეთ ვიდეო] არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ განმეორდება მომავალში.

აღვნიშნავთ, რომ მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას და სიმართლის დადგენას ეროსის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეში", - აცხადებს კიწმარიშვილების ოჯახი", - აღნიშნულია კიწმარიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

"რა დღეში იყო მედია, როგორი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი და როგორ იყო მართული ყველა მედია. "მაესტროც" მართული იყო. მაშინ ფსევდოოპოზიციურობა დავწამე "მაესტროს" და აბსოლუტურად გამართლდა ყველაფერი. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა "მაესტროდან" და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვფიქრობ, ბატონ ბიძინას არ გაუჭირდება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბოდიშის მოხდა - ია კიწმარიშვილი

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა