პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი
როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის­თვის IRI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სან­დო არ არის. დე­პუ­ტა­ტის შე­ფა­სე­ბით, კვლე­ვა რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს.

"არას­დროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლე­ვა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­მი­კე­თე­ბია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დიდ პა­ტივს ვცემ, კვლე­ვე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კვლე­ვის პრო­ცესს, გვაქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, მათი ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის თუ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. ეს კვლე­ვა არ არის რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი", - აცხა­დებს სე­სი­აშ­ვი­ლი.

ვიცე პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ჭი­როა IRI-ს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და­ვე­ლო­დოთ და კო­მენ­ტა­რი მო­ნა­ცე­მებ­ზე მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­კეთ­დეს.

კა­ლა­ძის თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მას კარ­გი ანა­ლი­ზი დას­ჭირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ ნავ­თო­ბის, გა­ზის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

"და­ვე­ლო­დოთ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. ამის შემ­დეგ მას კარ­გი ანა­ლი­ზი დას­ჭირ­დე­ბა და შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, გია ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბით, IRI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას დე­პუ­ტატ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ კვლე­ვა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პე­რი­ოდ­შია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც IRI-ის და NDI-ის კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი სიმ­პა­ტია და ნდო­ბა ვერ და­იმ­სა­ხუ­რეს, თუმ­ცა რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, შე­ვა­ფა­სოთ. აქ მარ­ტო ნდო­ბის თემა არ არის, სა­ჭი­როა ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­საც გუ­შინ გა­ვე­ცა­ნი, და­ფიქ­რე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წინ არის, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ნდო­ბა მის მი­მართ მა­ღა­ლია და იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა, რაც გუ­შინ წარ­მო­ად­გი­ნეს, სა­ინ­ტე­რე­სოა. კვლე­ვე­ბი და­ემ­თხვა ლა­რის მძლავ­რი რყე­ვის პე­რი­ოდს და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამან გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. სა­უ­ბა­რია ეკო­ნო­მი­კურ თე­მებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე-კვლე­ვა ცუდ ფონ­ზე ჩა­ტარ­და" - აცხა­დებს გია ვოლ­სკი.

ნამ­დვი­ლი კვლე­ვა არ­ჩევ­ნე­ბია, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი IRI-ის კვლე­ვის შე­დე­გებს.

"ყვე­ლა კვლე­ვას თა­ვი­სი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს. რაც იქ წე­რია, ის შე­დე­გი არ­ჩევ­ნებ­ზე არ და­ფიქ­სირ­დე­ბა, ნამ­დვი­ლი კვლე­ვა არ­ჩევ­ნე­ბია, მაგ­რამ ტენ­დენ­ცი­ებს, რა თქმა უნდა, კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს", - აცხა­დებს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კვლე­ვის შე­დე­გებს პი­რა­დად ჯერ არ გას­ცნო­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI) კვლე­ვე­ბის ნა­წი­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბულ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვის კი­თხვა­ზე - დღეს რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, ვის მის­ცემ­დი ხმას, პარ­ტი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­და­ნა­წილ­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 36%, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 14%, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" 10%, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" 6%, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" 5%, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" 5%. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იგი­ვე IRI-ს კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2012 წელს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 63, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 13% უჭერ­და მხარს.

გარ­და ამი­სა, გა­მო­კი­თხულ­თა ყვე­ლა­ზე დიდი ნდო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო სარ­გებ­ლო­ბენ[მეტი]. ორი­ვეს ნდო­ბის 62 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­მო­კი­თხულ­თა 57 პრო­ცენ­ტი ენ­დო­ბა[მეტი]. IRI - სა­ზო­გა­დო­ე­ბის 55% ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის [მეტი].

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას IRI 27 მარ­ტის­თვის გეგ­მავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

AMBEBI.GE

როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი

როგორ აფასებს მთავრობა IRI-ის კვლევის მისთვის სავალალო შედეგებს და სადამდე დაეცა "ოცნების" რეიტინგი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, ირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგები სანდო არ არის. დეპუტატის შეფასებით, კვლევა რეალობას არ ასახავს.

"არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კვლევის პროცესს, გვაქვს პრეტენზიები, მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების თუ შეხედულებების გამო. ეს კვლევა არ არის რეალობის ამსახველი", - აცხადებს სესიაშვილი.

ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საჭიროა IRI-ს ოფიციალურ მონაცემებს დაველოდოთ და კომენტარი მონაცემებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს.

კალაძის თქმით, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

"დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია.

ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კვლევა ლარის გაუფასურების პერიოდშია ჩატარებული.

"ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ის და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპატია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, გვექნება საშუალება იმისა, შევაფასოთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, საჭიროა ჩაღრმავებული ანალიზი. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. "ქართული ოცნება" წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე-კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა" - აცხადებს გია ვოლსკი.

ნამდვილი კვლევა არჩევნებია, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.

"ყველა კვლევას თავისი კოეფიციენტი აქვს. რაც იქ წერია, ის შედეგი არჩევნებზე არ დაფიქსირდება, ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მაგრამ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, კვლევა აჩვენებს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც კვლევის შედეგებს პირადად ჯერ არ გასცნობია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%. საინტერესოა, რომ იგივე IRI-ს კვლევის მიხედვით, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" 63, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13% უჭერდა მხარს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ[მეტი]. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. ირაკლი ალასანიას გამოკითხულთა 57 პროცენტი ენდობა[მეტი]. IRI - საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის [მეტი].

კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების გამოყენებით

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა