ცოტა ხნის წინ, არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი ეკლესიიდან წამოსვლის შესახებ. როგორც გაირკვა, წამოსვლის მიზეზი მისი გინების ამსახველი ვიდეო გახდა. ეკლესიის დატოვების შესახებ დაწერილი სტატუსის შემდეგ, ანქიმანდრიტს მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, ერთ-ერთი მათგანი "ჯეობარის" მონაწილე დეა ადამიაა:
"მამა ანთიმოზ თქვენ ხართ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი, განათლებული და კეთილშობილი! ერთი ნაკლი გაქვთ მხოლოდ, აი, ძაან ძაან ჯორჯიელებისთვის, არ ხართ ტოლერანტი! ეს სიტყვა მეზიზღება! ესეიგი, არ ხართ ფარჩაკი, ყველაფრის მკადრებელი, მიმღები და შემგუებელი! ხართ ნაღდი ქართველი! აბა თქვენ იცით ტოლერანტებო! ყველა ქვეყნისა შეერთდით! მამა ანთიმოზის წინააღმდეგ! თქვე სატანისტებო ! ლეგიონია თქვენი სახელი...! პ.ს. მამა ანთიმოზ! თქვენს მტრებს ვლოცავ 108-ე ფსალმუნით!" - წერს ადამია.