მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის
მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის

მაია გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძის შვი­ლებს შო­რის უმ­ცრო­სია. სამ დას შო­რის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბი არ გახ­და. მაია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მსა­ხი­ობ დათო ხა­ხი­ძის მე­უღ­ლეა. ერ­თმა­ნე­თი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­იც­ნეს, სა­დაც დღეს დათო არა­ერთ სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი. შარ­შან წყვილ­მა იქორ­წი­ნა და ეს ულა­მა­ზე­სი დღე მე­გობ­რებ­მა სი­ურპრი­ზად უქ­ცი­ეს.

მა­ი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­ვიხ­სე­ნეთ, არც მისი ოჯა­ხის დღე­ვან­დე­ლო­ბის­თვის აგ­ვივ­ლია გვერ­დი...

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტეტ­ზე, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. რამ­დე­ნი­მე ფირ­მა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა მე­კა­ვა, ვმუ­შა­ობ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­შიც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს "გა­და­ვე­ყა­რე" და ამ ეტაპ­ზე თურ­ქულ კლი­ნი­კებ­თან ვურ­თი­ერ­თობ, ჩა­მო­სულ ჯგუ­ფებს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ და ა.შ. ძა­ლი­ან მინ­დო­და, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, დედ-მამა მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. მათ ვუ­თხა­რი: ნინო და ნა­ნაც ხომ თქვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან და რა­ტომ მი­ე­ცით თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი? მარ­წმუ­ნებ­დნენ, შენ სხვა სფე­რო­ში გაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლიო და მიხ­სნიდ­ნენ, რო­გო­რი რთუ­ლია მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა. მამა ყვი­რო­და: "ჩე­რეზ მოი ტრუპ!" ჰოდა, და­ვუ­ჯე­რე და თე­ატ­რა­ლურ­ში არ ჩა­ვა­ბა­რე, რა­საც დღემ­დე ვნა­ნობ. სხვა­თა შო­რის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამას დედა-მა­მაც ნა­ნობ­და. გიგა მე­გობ­რებ­თან ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­და: კარ­გი არ­ტის­ტი და­ვა­კარ­გვი­ნე ქარ­თულ თე­ატრსო.

- ჩემს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ოჯახ­ში მე­სა­მე გო­გო­ნა იყო, მამა და ბა­ბუა ისე ზრდიდ­ნენ, რო­გორც ბიჭს. ბა­ტონ გი­გას თუ ჰქონ­და ამ­გვა­რი მიდ­გო­მა თქვენ­და­მი ან ხომ არ ამ­ბობ­და, რომ ბი­ჭის მა­მო­ბაც სურ­და?

- მსგავ­სი რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს. დედა ფეხ­მძი­მედ რომ იყო, მამა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ, მე­სა­მე შვი­ლი ბიჭი ეყო­ლე­ბო­და და აპი­რებ­და, მა­მა­მი­სის სა­ხე­ლი და­ერ­ქმია. თურ­მე, დე­დას მუ­ცელ­ზე ეფე­რე­ბო­და, - პა­ტა­რა და­თი­კო და­ი­ბა­დე­ბაო. თუმ­ცა, არა­სო­დეს ჰქო­ნია ის გარ­თუ­ლე­ბა, რომ ოჯახ­ში ვა­ჟის ყოლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მამა ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო თა­ვი­სი ქა­ლე­ბის "ჰა­რე­მით" (იღი­მის). სა­მი­ვე დას პირ­ვე­ლად გო­გო­ნე­ბი შეგ­ვე­ძი­ნა და მა­მას ვე­ხუმ­რე­ბო­დით: რვა მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი. ერ­თა­დერ­თი, იმას დარ­დობ­და, რომ ჩვენს შტოს გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი არ ჰყავ­და. ჰოდა, როცა მე­ო­რე შვი­ლი შე­მე­ძი­ნა და რა თქმა უნდა, მას და­ვარ­ქვი გიგა, ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დიდი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და თა­ვად შე­მომ­თა­ვა­ზა, ბავ­შვი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გვარ­ზე დაგ­ვე­წე­რა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ვერც შევ­ბე­დავ­დი, თა­ვად რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ინი­ცი­ა­ტო­რი. პა­ტა­რა გიგა 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და, მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე კი 19 ოქ­ტომ­ბერ­საა. ბავ­შვი ერთი თვის რომ გახ­და, ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა: მე და შენ მა­მა­შენს ვე­რა­ფერს ვა­ჩუ­ქებთ იმა­ზე უკე­თესს, რო­გო­რი სა­ჩუ­ქა­რიც ბავ­შვის თქვენს გვარ­ზე და­წე­რა იქ­ნე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში წა­ვი­დეთ და ეს სა­ბუ­თი გი­გას და­ბა­დე­ბის დღეს მი­ვუ­ტა­ნო­თო. ასე გახ­და ჩვე­ნი შვი­ლი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე-კვა­ჭან­ტი­რა­ძე და მას შემ­დეგ ორ გვარს ატა­რებს. მა­მას ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი რომ მი­ვუ­ტა­ნეთ, სი­ხა­რუ­ლის­გან ცრემ­ლე­ბი გად­მო­ყა­რა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. და­ბა­დე­ბის დღეს, რო­გორც ყო­ველ­თვის, სახ­ლში 20-25 კა­ცი­ა­ნი სუფ­რა იშ­ლე­ბო­და. მამა და­რე­კავ­და, - მოვ­დი­ვარ­თო და ვიდ­რე შინ შე­მო­ვი­დო­და, დე­დას ყვე­ლა­ფე­რი გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, ამის გამო ჯა­დო­ქარს ვე­ძახ­დი (იღი­მის).

- არი­ან მა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, უწე­სე­ბენ შინ დაბ­რუ­ნე­ბის სა­ა­თებს, სულ აკონ­ტრო­ლე­ბენ...

- კი, მაგ­რამ მა­მას მუ­ქა­რა მხო­ლოდ ბა­ქი­ბუ­ქი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რი გახ­ლდათ, ხმა­მა­ღალ სი­ტყვას არ გვე­ტყო­და. მა­მას სიმ­შვი­დე და დას­ვე­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­და და თუ ასე­თი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და, თავს ცუ­დად გრძნობ­და... ადრე სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით. 15-16 წლის ვი­ყა­ვი, როცა თბი­ლის­ში და­ი­ნიშ­ნა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, 90-იან წლებს მოჰ­ყვა ათა­სი უბე­დუ­რე­ბა, მამა ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, როცა ჩვენ გა­რეთ გავ­დი­ო­დით. თუმ­ცა, ჩემი თა­ო­ბა მა­შინ ვერ აღიქ­ვამ­და, რა სა­შიშ­რო­ე­ბა გვე­მუქ­რე­ბო­და... ისიც უნდა ვთქვა, რომ გიგა იყო ჩვე­ნი პრო­ტეჟე დე­დას­თან, ვი­ნა­ი­დან ის უფრო მკაც­რი გახ­ლდათ. ჰოდა, თუ დე­დას­თან რამე სა­თხო­ვა­რი გვქონ­და, მა­მას ვე­უბ­ნე­ბო­დით, და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. არ მახ­სოვს, რა­მე­ზე უარი ეთ­ქვას... თა­ვის პრო­ფე­სი­ას სა­ო­ცა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მარ­თა­ლია, შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას თავ­მდაბ­ლობ­და, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხით ტრა­ბა­ხობ­და. რომ ვე­ტყო­დი, - მამა, სირ­ცხვი­ლია-მეთ­ქი, შე­მო­მი­ტევ­და: ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, თუ რო­გო­რი სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მყავ­სო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი ჰქონ­და, მისი ყუ­რა­დღე­ბა არ მოგ­ვკლე­ბია. 7 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებ­და, გა­ეც­ნო­ბო­და სი­ახ­ლე­ებს, წა­ი­კი­თხავ­და წიგნს, 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე კი სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას უწევ­და მის­ვლა: კი­ნოს­ტუ­დია, თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­ში­რი, თე­ატ­რე­ბი... შუ­ა­დღეს შინ შე­მო­ივ­ლი­და, ისა­დი­ლებ­და და ისევ მი­დი­ო­და. სხვა­დას­ხვა დროს რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ამა­ვე დროს ეს­წრე­ბო­და სხვა თე­ატ­რებ­ში დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე - რე­გი­ო­ნებ­ში. დამ­წყე­ბი რე­ჟი­სო­რი იყო თუ მსა­ხი­ო­ბი, ყვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბას უნდა გას­ცნო­ბო­და. ენერ­გი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­ო­ცა­რი ნიჭი ჰქონ­და. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ღა­მის 10-11 სა­ათ­ზე იღებ­და "ღა­მის სტუმ­რებს"; თუ მე­გო­ბარ-ახ­ლობ­ლებს ვერ ნა­ხუ­ლობ­და, ურე­კავ­და და აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლას მო­ი­კი­თხავ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის

მოულოდნელი ქორწილი - სიურპრიზი გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილისთვის

მაია გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილებს შორის უმცროსია. სამ დას შორის ერთადერთია, რომელიც მსახიობი არ გახდა. მაია ლორთქიფანიძე მსახიობ დათო ხახიძის მეუღლეა. ერთმანეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიცნეს, სადაც დღეს დათო არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. შარშან წყვილმა იქორწინა და ეს ულამაზესი დღე მეგობრებმა სიურპრიზად უქციეს.

მაიასთან შეხვედრისას, გიგა ლორთქიფანიძე გავიხსენეთ, არც მისი ოჯახის დღევანდელობისთვის აგვივლია გვერდი...

- უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით ვსწავლობდი, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. რამდენიმე ფირმაში სხვადასხვა თანამდებობა მეკავა, ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მოგვიანებით, თურქეთში სამედიცინო სფეროს "გადავეყარე" და ამ ეტაპზე თურქულ კლინიკებთან ვურთიერთობ, ჩამოსულ ჯგუფებს ვხელმძღვანელობ და ა.შ. ძალიან მინდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ რატომღაც, დედ-მამა მეწინააღმდეგებოდნენ. მათ ვუთხარი: ნინო და ნანაც ხომ თქვენი შვილები არიან და რატომ მიეცით თეატრალურში სწავლის უფლება-მეთქი? მარწმუნებდნენ, შენ სხვა სფეროში გაქვს პოტენციალიო და მიხსნიდნენ, როგორი რთულია მსახიობის ცხოვრება. მამა ყვიროდა: "ჩერეზ მოი ტრუპ!" ჰოდა, დავუჯერე და თეატრალურში არ ჩავაბარე, რასაც დღემდე ვნანობ. სხვათა შორის, მოგვიანებით ამას დედა-მამაც ნანობდა. გიგა მეგობრებთან ხუმრობით ამბობდა: კარგი არტისტი დავაკარგვინე ქართულ თეატრსო.

- ჩემს მეგობარს, რომელიც ოჯახში მესამე გოგონა იყო, მამა და ბაბუა ისე ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. ბატონ გიგას თუ ჰქონდა ამგვარი მიდგომა თქვენდამი ან ხომ არ ამბობდა, რომ ბიჭის მამობაც სურდა?

- მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მამა დარწმუნებული გახლდათ, მესამე შვილი ბიჭი ეყოლებოდა და აპირებდა, მამამისის სახელი დაერქმია. თურმე, დედას მუცელზე ეფერებოდა, - პატარა დათიკო დაიბადებაო. თუმცა, არასოდეს ჰქონია ის გართულება, რომ ოჯახში ვაჟის ყოლა აუცილებელია. მამა ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ქალების "ჰარემით" (იღიმის). სამივე დას პირველად გოგონები შეგვეძინა და მამას ვეხუმრებოდით: რვა მოსიყვარულე ქალი და ერთი მამაკაცი ხარ-მეთქი. ერთადერთი, იმას დარდობდა, რომ ჩვენს შტოს გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ჰოდა, როცა მეორე შვილი შემეძინა და რა თქმა უნდა, მას დავარქვი გიგა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დიდი კეთილშობილება გამოიჩინა და თავად შემომთავაზა, ბავშვი ლორთქიფანიძის გვარზე დაგვეწერა. რასაკვირველია, ამას ვერც შევბედავდი, თავად რომ არ ყოფილიყო ინიციატორი. პატარა გიგა 13 სექტემბერს დაიბადა, მამაჩემის დაბადების დღე კი 19 ოქტომბერსაა. ბავშვი ერთი თვის რომ გახდა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა: მე და შენ მამაშენს ვერაფერს ვაჩუქებთ იმაზე უკეთესს, როგორი საჩუქარიც ბავშვის თქვენს გვარზე დაწერა იქნება. იუსტიციის სამინისტროში წავიდეთ და ეს საბუთი გიგას დაბადების დღეს მივუტანოთო. ასე გახდა ჩვენი შვილი გიგა ლორთქიფანიძე-კვაჭანტირაძე და მას შემდეგ ორ გვარს ატარებს. მამას ამის დამადასტურებელი საბუთი რომ მივუტანეთ, სიხარულისგან ცრემლები გადმოყარა, ძალიან ბედნიერი იყო. დაბადების დღეს, როგორც ყოველთვის, სახლში 20-25 კაციანი სუფრა იშლებოდა. მამა დარეკავდა, - მოვდივართო და ვიდრე შინ შემოვიდოდა, დედას ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, ამის გამო ჯადოქარს ვეძახდი (იღიმის).

- არიან მამები, რომლებიც შვილებისადმი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან, უწესებენ შინ დაბრუნების საათებს, სულ აკონტროლებენ...

- კი, მაგრამ მამას მუქარა მხოლოდ ბაქიბუქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმაურიანი და ემოციური გახლდათ, ხმამაღალ სიტყვას არ გვეტყოდა. მამას სიმშვიდე და დასვენება არ არსებობდა და თუ ასეთი რამდენიმე საათი ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდა... ადრე სოლოლაკში ვცხოვრობდით. 15-16 წლის ვიყავი, როცა თბილისში დაინიშნა კომენდანტის საათი, 90-იან წლებს მოჰყვა ათასი უბედურება, მამა ძალიან ღელავდა, როცა ჩვენ გარეთ გავდიოდით. თუმცა, ჩემი თაობა მაშინ ვერ აღიქვამდა, რა საშიშროება გვემუქრებოდა... ისიც უნდა ვთქვა, რომ გიგა იყო ჩვენი პროტეჟე დედასთან, ვინაიდან ის უფრო მკაცრი გახლდათ. ჰოდა, თუ დედასთან რამე სათხოვარი გვქონდა, მამას ვეუბნებოდით, დალაპარაკებოდა. არ მახსოვს, რამეზე უარი ეთქვას... თავის პროფესიას საოცარი ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მართალია, შემოქმედებაზე საუბრისას თავმდაბლობდა, მაგრამ საკუთარი ოჯახით ტრაბახობდა. რომ ვეტყოდი, - მამა, სირცხვილია-მეთქი, შემომიტევდა: ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორი საუკეთესო მეუღლე და შვილები მყავსო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, მისი ყურადღება არ მოგვკლებია. 7 საათზე იღვიძებდა, გაეცნობოდა სიახლეებს, წაიკითხავდა წიგნს, 9-ის ნახევარზე კი სამსახურში მიდიოდა. დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას უწევდა მისვლა: კინოსტუდია, თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თეატრები... შუადღეს შინ შემოივლიდა, ისადილებდა და ისევ მიდიოდა. სხვადასხვა დროს რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და ამავე დროს ესწრებოდა სხვა თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. დამწყები რეჟისორი იყო თუ მსახიობი, ყველას შემოქმედებას უნდა გასცნობოდა. ენერგიის გადანაწილების საოცარი ნიჭი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული, ღამის 10-11 საათზე იღებდა "ღამის სტუმრებს"; თუ მეგობარ-ახლობლებს ვერ ნახულობდა, ურეკავდა და აუცილებლად, ყველას მოიკითხავდა.

გაგრძელება

თბილისის მერია 2 წლის ანიტას ოპერაციისთვის დაფინანსებას გამოყოფს

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე