"მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ" - მამა ანთიმოზმა ეკლესია მასზე ჩუმად გადაღებული კადრების გავრცელების გამო დატოვა

"მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ" - მამა ანთიმოზმა ეკლესია მასზე ჩუმად გადაღებული კადრების გავრცელების გამო დატოვა

ცოტა ხნის წინ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ ეკლესიიდან წამოვიდა. "ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)", - დაწერა მან.

Ambebi.ge  მამა ანთიმოზს დაუკავშირდა.

- ცოტა ხნის წინ, "ფეისბუქის" საკუთარ გვრდზე გამოაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ ეკლესიიდან წამოხვედით. რა გახდა ამის მიზეზი?

- ის კადრები, რომელიც ჩუმად გადაიღეს და გაავრცელეს სატანისტებმა.

- რომელ კადრებს გულისხმობთ?

- რომელიც ბოლო სამი დღეა, რაც გავრცელდა. მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ. როგორც ამბობენ, ჩემი გულისთვის ხალხი ეკლესიაში აღარ დადის, - ჰოდა, ახლა ივლიან.

- ანუ გულისხმობთ იმ კადრებს, სადაც თქვენი გინება ისმის? ე.ი. გადაწყვეტილება თავად მიიღეთ, რომ წამოსულიყავით?

- ჩემი ნებით მივიღე. მღვდელმსახურების უფლება არ მექნება, ზიარების - კი...

- ანუ რჩებით მაინც ეკლესიაში. უბრალოდ შეიზღუდეთ უფლებებში. ვინ არის ეთო გავაშელაშვილი, ვისაც საჯაროდ წყევლით და რატომ? იქვეა თქვენი მუქარაც: "გეშინოდეს"... იქნებ ამაზეც გვითხრათ რამე?

- ეთო ის არის, ვინც გადაიღო... მეგობრებში მყავდა "ფეისზე," მარიამ ღვთისმშობელზე საძაგელი კარიკატურები დადო და წავშალე... რომ დავწყევლე, მას იმის ეშინოდეს, თორემ სხვანაირად არ ვემუქრები.

- და როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში თქვენი თავი? რა გეგმები გაქვთ?

- ყველაფერს დავალაგებ. ერთი კი ვიცი - ბრძოლა იდეოლოგიური ელგებეტესთან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

- რაიმეს ხომ არ ნანობთ?

- ჯერჯერობით, არაფერს ვნანობ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია