პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე
ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მას შემ­დეგ, რაც "იმედ­მა" სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ არხი ინგა გრი­გო­ლი­ას და ეკა ხო­ფე­რი­ას გან­ცხა­დე­ბებს ემიჯ­ნე­ბა, გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა სამ­სა­ხუ­რი უნდა და­ტო­ვონ. ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ცე­მის პრო­დუ­სერ­თან, სოფო ხუ­ციშ­ვილ­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ:

- სოფო, აპი­რე­ბენ წამ­ყვა­ნე­ბი არ­ხის და­ტო­ვე­ბას?

- ჩემ­თვის ამის შე­სა­ხებ არ არის ცნო­ბი­ლი, ეს არ არის სი­მარ­თლე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "იმე­დი" თუ გა­ა­ნა­წყე­ნა წამ­ყვა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­მა, არხს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ არ უნდა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა და ეს სა­კი­თხი მხო­ლოდ და­ხუ­რულ თათ­ბირ­ზე უნდა გა­და­ეჭ­რათ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "ხომ ამი­ტომ და­ი­გეგ­მა ეს შე­ტე­ვა..." - ინგა გრი­გო­ლია მას­ზე შე­ტე­ვის იდე­ის ავ­ტო­რებს სა­ჯა­როდ მი­მარ­თავს

რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­კუ­თარ ჟურ­ნა­ლის­ტებს ემიჯ­ნე­ბა, ამ კი­თხვით Ambebi.ge-მ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­მარ­თა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, სწო­რია თუ არა "ტე­ლე­ი­მე­დის" საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს სა­ჯა­როდ გა­ე­მიჯ­ნა?

პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი, "რუს­თა­ვი 2":

- ალ­ბათ არ არის ნორ­მა­ლუ­რი მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან, რად­გან ტე­ლე­ვი­ზია, პირ­ველ რიგ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სამ­სა­ხუ­რია. ტე­ლე­ვი­ზი­ის იმიჯს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ქმნი­ან. "იმედს" თუ არ უნდა, რომ იყოს ისე­თი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ალ­ბათ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უნდა ჰყავ­დეს. არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი და სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე:

- მო­დით ასე ვთქვათ, პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს, ან არ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში, ხოლო მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სწო­რია მათი ქმე­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შეგ­ნე­ბა ვერ იზ­რდე­ბა და ერთი და იგი­ვე შეც­დო­მებს იმე­ო­რე­ბენ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად. მაგ­რამ არ­ხის მხრი­დან ამა­ვე არ­ხის ჟუ­რა­ლის­ტე­ბის­გან გა­მი­ჯვნა - ეს ცოტა ახა­ლია, და მგო­ნი, უხერ­ხუ­ლი რამ არის. მე ვფიქ­რობ, არხი უნდა იცავ­დეს სა­კუ­თარ ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუ ეს შიდა სა­კი­თხია, მა­შინ ასე გა­მო­ტა­ნა სა­ჯა­როდ არ მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბუ­ლად. ეს შიგ­ნით უნდა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო.. უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბაა. ვი­ღა­ცის გა­სა­გო­ნად გა­კე­თე­ბუ­ლი. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ბმუ­ლე­ბი:

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

ტელეკომპანია "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც "იმედმა" სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არხი ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას განცხადებებს ემიჯნება, გაჩნდა მოსაზრება, რომ ტელეწამყვანებმა სამსახური უნდა დატოვონ. ინფორმაცია გადაცემის პროდუსერთან, სოფო ხუციშვილთან გადავამოწმეთ:

- სოფო, აპირებენ წამყვანები არხის დატოვებას?

- ჩემთვის ამის შესახებ არ არის ცნობილი, ეს არ არის სიმართლე. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას.

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ "იმედი" თუ გაანაწყენა წამყვანების განცხადებებმა, არხს საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ უნდა დაეფიქსირებინა და ეს საკითხი მხოლოდ დახურულ თათბირზე უნდა გადაეჭრათ.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხომ ამიტომ დაიგეგმა ეს შეტევა..." - ინგა გრიგოლია მასზე შეტევის იდეის ავტორებს საჯაროდ მიმართავს

რამდენად ნორმალურია, როდესაც ტელეკომპანია საკუთარ ჟურნალისტებს ემიჯნება, ამ კითხვით Ambebi.ge-მ ჟურნალისტებს მიმართა.

- როგორ გგონიათ, სწორია თუ არა "ტელეიმედის" საქციელი, რომელიც საკუთარი ჟურნალისტების განცხადებებს საჯაროდ გაემიჯნა?

პაატა იაკობაშვილი, "რუსთავი 2":

- ალბათ არ არის ნორმალური მსგავსი საქციელი ტელეკომპანიის მხრიდან, რადგან ტელევიზია, პირველ რიგში, ჟურნალისტების სამსახურია. ტელევიზიის იმიჯს ჟურნალისტები ქმნიან. "იმედს" თუ არ უნდა, რომ  იყოს ისეთი, როგორებიც არიან ეს ჟურნალისტები, ალბათ სხვა ჟურნალისტები უნდა ჰყავდეს. არ ვიცი დეტალები და სხვას ვერაფერს ვიტყვი.

მანანა მანჯგალაძე:

- მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ორგანიზაციას სრული უფლება აქვს მიიღოს, ან არ მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ გადაცემაში, ხოლო მეორე საკითხია, რამდენად სწორია მათი ქმედება. სამწუხაროდ, საქართველოში  პოლიტიკური შეგნება ვერ იზრდება და ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებენ პერმანენტულად. მაგრამ არხის მხრიდან ამავე არხის ჟურალისტებისგან გამიჯვნა - ეს ცოტა ახალია, და მგონი, უხერხული რამ არის. მე ვფიქრობ, არხი უნდა იცავდეს საკუთარ ჟურნალისტებს. თუ ეს შიდა საკითხია, მაშინ ასე გამოტანა საჯაროდ არ მიმაჩნია მართებულად. ეს შიგნით უნდა მოგვარებულიყო.. უცნაური განცხადებაა. ვიღაცის გასაგონად გაკეთებული. ახლა საინტერესოა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

მეტი ინფორმაციისთვის საჭირო ბმულები:

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია