პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს გავლენაზე
რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე  ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს  გავლენაზე

ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად თავს იმის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, რომ თა­მა­მად და და­უ­ფა­რა­ვა­დაც გან­სა­ჯონ სხვა. თუმ­ცა სხვი­სი გან­კი­თხვა ფა­რუ­ლად თუ ღიად, სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვაა, რაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ბოლო დრო­ის მძი­მე სე­ნად იქცა, რომ­ლის­გა­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა ძალ­ზე ჭირს.

რო­გორც ჩანს, დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ად­ვი­ლია სხვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­ხილ­ვა, "კბი­ლის გაკ­ვრა". რო­გორც იტყვი­ან, "სხვა სხვის ომში ბრძე­ნი­აო". თი­თო­ე­უ­ლი ისე­თი "სიბ­რძნი­თა" და "მონ­დო­მე­ბით" სა­კუ­თარ "ომში" რომ იბ­რძო­დეს, ამ­ქვეყ­ნად ალ­ბათ ამ­დე­ნი სატ­კი­ვა­რიც არ დაგ­როვ­დე­ბო­და და ცხოვ­რე­ბაც გა­ცი­ლე­ბით იოლი იქ­ნე­ბო­და.

ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა გან­კი­თხვა გახ­ლავთ, რო­მელ­საც სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, ანუ რა არის გან­კი­თხვა და რა­ტომ უჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს ამის სურ­ვი­ლი?!

- გან­სჯა - ღვთის საქ­მეა. "ნუ გა­ნი­კი­თხავთ", - გვე­უბ­ნე­ბა უფა­ლი, რათა არა გა­ნი­კი­თხნეთ. ვინც დაჰ­ფა­რავს მოყ­ვა­სის ცოდ­ვებს, არ გა­ნი­კი­თხავს მას, იმას ღმერ­თიც შე­ი­წყნა­რებს თა­ვის მარ­თალ სამ­სჯავ­რო­ზე, რო­გორც მისი წმი­და მცნე­ბის დამ­ცველს, რად­გან "ყოვ­ლად მარ­თა­ლი არ ივი­წყებს თა­ვის მცნე­ბებს". მა­მა­თა წიგნ­ში არის მო­თხრო­ბი­ლი: კვდე­ბო­და ერთი გან­დე­გი­ლი, რო­მე­ლიც სხვე­ბის აზ­რით, თა­ვის ცხო­ნე­ბა­ზე თავს არ იწუ­ხებ­და. მას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას სა­ხე­ზე ღი­მი­ლი ადგა.

"რა­ტო­მა ხარ ასე­თი უდარ­დე­ლი ამ სა­ში­ნელ ჟამს?" - ჰკი­თხეს მას ძმებ­მა: "ჩვენ ვი­ცით შენი ცხოვ­რე­ბა და არ გვეს­მის, რა­ტო­მა ხარ ასე მშვი­დად; გა­მაგრდი, ჩვე­ნი უფ­ლის ქრის­ტეს ძა­ლით და გვი­თხა­რი, რათა ვა­დი­დებ­დეთ იმის მო­წყა­ლე­ბას". მა­შინ მო­მაკ­ვდავ­მა უთხრა მათ: "ასე, მა­მე­ბო და ძმე­ბო, მე ვცხოვ­რობ­დი და­უ­დევ­რად, და ეხლა ან­გე­ლოზ­მა ყვე­ლა ჩემი საქ­მე წა­ი­კი­თხა ღვთის სამ­სჯავ­რო­ზე, მე მდაბ­ლად ვცა­ნი დამ­ნა­შა­ვედ თავი და მო­ვე­ლო­დი ღვთი­სა­გან მკაცრ გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ უცებ ან­გე­ლო­ზებ­მა მი­თხრეს მე: ყო­ვე­ლი შენი და­უ­დევ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შენ უბო­რო­ტო იყა­ვი და არა­ვის არ გა­ნი­კი­თხავ­დი". ამ სი­ტყვებ­ზე მათ და­ხი­ეს ჩემი ცოდ­ვე­ბის ფურ­ცე­ლი; აი, რა­ტო­მა ვარ ასე გა­ხა­რე­ბუ­ლი," - თქვა ეს და მან მა­შინ­ვე მი­ა­ბა­რა უფალს თა­ვი­სი სული.

ასე აღეს­რუ­ლა მას­ზე ქრის­ტეს სი­ტყვე­ბი: "ნუ გა­ნი­კი­თხავთ, რათა არ გა­ნი­კი­თხნეთ". რა­მე­თუ, რომ­ლი­თა გან­კი­თხვი­თა გა­ნი­კი­თხვი­დეთ, ასე­თი­ვე მსჯავ­რით გა­ნი­კი­თხნეთ - განგსჯის ღმერ­თი, არც ისე იშ­ვი­ა­თად, ადა­მი­ა­ნე­ბით; და რომ­ლი­თა სა­წყა­უ­ლი­თა მი­უ­წყოთ, ასე­თი­ვე სა­წყა­უ­ლით მო­გე­წყოთ თქუ­ენ. ნა­წი­ლობ­რივ მო­გე­ზღვე­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში­ვე, სრუ­ლი­ად კი - მო­მა­ვალ­ში. მოყ­ვა­სის შე­წყა­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის ღმერ­თი მოგ­ხე­დავს თა­ვი­სი მო­წყა­ლე­ბით; მოყ­ვა­სის მი­მართ შენი უსა­მარ­თლო­ბი­სათ­ვის, ღმერ­თიც მკაც­რად გან­სა­ზღვრავს შე­სა­ფე­რისს თა­ვი­სი მსჯავ­რით. "მოყ­ვა­სის გან­კი­თხვით, - ამ­ბობს წმ. ოქ­რო­პი­რი, შენ მას კი არ გა­ნი­კი­თხავ, არა­მედ შენს თავს, რო­მელ­საც გა­დას­ცემ სა­ში­ნელ სამ­სჯავ­რო­სა და მსჯავრს. რო­გორც თა­ვი­დან­ვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბის პა­ტი­ე­ბა, ასე­ვე ამ სამ­სჯავ­რო­ზეც: ჩვენ თვი­თონ ვად­გენთ სა­ზომს ჩვე­ნი გან­სჯი­სა...

- რა გა­მო­დის? არ უნდა და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ დამ­ნა­შა­ვე­ნი?

- დიახ, ასე უნდა მო­ვიქ­ცეთ. პავ­ლეც იმა­ვეს გვე­უბ­ნე­ბა, უფრო სწო­რედ, ქრის­ტე გვას­წავ­ლის პავ­ლეს პი­რით: "ხოლო შენ რასა გა­ნი­კი­თხავ ძმა­სა შენ­სა? შენ ვინ ხარ, რო­მე­ლი გა­ნი­კი­თხავ სხვი­სა მო­ნა­სა?" (რომ. 14,10,4). "ნუ წი­ნას­წარ ჟა­მი­სა რას გა­ნი­კი­თხავ, ვიდ­რემ­დის მო­ვი­დეს უფა­ლი" (1 კორ. 4,5).

- ზო­გა­დად ამ ცოდ­ვით ადა­მი­ა­ნი რას უმ­ზა­დებს სა­კუ­თარ თავს?

- მა­ცხო­ვა­რი ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად როდი უკ­რძა­ლავს ცოდ­ვე­ბის გან­სჯას, არა­მედ მხო­ლოდ მათ, ვინც თა­ვად ური­ცხვი ცოდ­ვე­ბით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი და გა­ნი­კი­თხა­ვენ სხვებს უმ­ნიშ­ვნე­ლო საქ­მე­ე­ბის­თვის. ეს ჩანს მისი შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი­დან: "ანუ რასა ჰხე­დავ წუ­ელ­სა - რო­გორ ამ­ჩნევ სხვის მცი­რე­ო­დენ შეც­დო­მას თვალ­სა შინა - სინ­დის­ში ძმი­სა შე­ნი­სა­სა, და დვი­რე­სა, უმ­ძი­მეს ცოდ­ვას თუ­ალ­სა შინა შენ­სა, შენს სინ­დის­ში, არა გა­ნიც­დი - ვერ ამ­ჩნევ?" ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია უკეთ და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბი, ვიდ­რე უცხო­სი, უფრო კარ­გად შე­ამ­ჩნი­ოს დიდი, ვიდ­რე ნაკ­ლე­ბი. "ანუ, ვი­თარ ჰრ­ქუა ძმა­სა შენ­სა: მა­ცა­დე, მო­მე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, და აღ­მო­გი­ღო წუ­ე­ლი თვა­ლი­სა­გან შე­ნი­სა; და აჰა, ეგე­რა დვი­რე თუ­ალ­სა შინა შენ­სა". რო­გორ ცდი­ლობ მის მკურ­ნა­ლო­ბას, როცა შენ იმა­ზე მეტი მკურ­ნა­ლო­ბა გჭირ­დე­ბა? მა­გა­ლი­თად: გან­რის­ხე­ბა არის წუ­ე­ლი ანუ ბეწ­ვის ოდე­ნა რა­ღაც, სი­ძულ­ვი­ლი კი დირე, მო­რის ოდე­ნა. ვინც კვე­ბავს თა­ვის ძმის მი­მართ მრის­ხა­ნე­ბას ბო­რო­ტი ეჭ­ვე­ბით, იგი წყალს უს­ხამს წუ­ელს, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა და დიდ მო­რად იქ­ცე­ვა. მაშ ასე, თუ შენ გა­ნი­კი­თხავ მრის­ხა­ნე­ბა­ში მყოფს, ხოლო შენს გულ­ში ინა­ხავ სი­ძულ­ვილს, იცო­დე, რომ შენც გე­ხე­ბა ქრის­ტეს სი­ტყვე­ბი: "ანუ რასა ჰხე­დავ წუ­ელ­სა თუ­ალ­სა შინა ძმი­სა შე­ნი­სა­სა, და დვი­რე­სა თუ­ალ­სა შინა შენ­სა არა გა­ნიც­დი?" ასე გა­ნუ­რის­ხდა მეფე და­ვი­თი მარ­თალთ, რო­გორც მას მო­ეჩ­ვე­ნა, აღ­შფოთ­და ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც სა­წყალ და ღა­ტაკ მე­ზო­ბელს ბატ­კა­ნი წა­არ­თვა, მაგ­რამ თვი­თონ ჯერ კი­დევ ვერ და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, როცა მან ური­ას ცოლი წა­არ­თვა და თა­ვად სი­ცო­ცხლე­საც კი გა­მო­ა­სალ­მა. სხვი­სი განმკი­თხვე­ლი, თუ მას ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, სა­კუ­თარ თავს მა­რა­დი­ულ სას­ჯელს უმ­ზა­დებს.

- ის, ვინც ერთხელ ამ ცოდ­ვას ინა­ნი­ებს, მე­ო­რედ რა­ტომ­ღა იდენს მას? ნუთუ მარ­თლა ძნე­ლია მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა?

- ვინც თვი­თო­ნაა სხვა­დას­ხვა მან­კი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლი, იგი ვერ იქ­ნე­ბა სხვა­თა შე­ცო­დე­ბე­ბის მკაც­რი მსა­ჯუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, როცა ისი­ნი ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია; ნუ გა­კი­ცხავ, აუგს ნუ იტყვი, არა­მედ შე­ა­გო­ნე; ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ, არა­მედ ურ­ჩიე; სი­ა­მა­ყით ნუ და­ა­ცხრე­ბი, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ას­წო­რე; იმი­ტომ, რომ მოყ­ვასს კი არა, შენს თავს მის­ცემ უსა­შინ­ლეს სას­ჯელს, როცა მას არ შე­იბ­რა­ლებ, როცა გა­ნი­კი­თხავ მის შე­ცო­დე­ბებს, შენი თა­ვის­თვის გა­მო­ი­ტან გა­ნა­ჩენს.

სხვი­სი გან­სჯა ად­ვი­ლია, სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის მი­მართ უფრო შემ­წყნა­რებ­ლე­ბი ვართ. ვინც ამ მან­კი­ე­რე­ბას გუ­ლით არ ნა­ნობს, ვე­რას­დროს გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მის­გან. ხში­რად ფსევ­დო­ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს პრო­ფე­სი­ად აქვთ ქცე­უ­ლი სხვი­სი გა­ქი­ლი­კე­ბა, მაგ­რამ სხვა­ში იმას ხე­და­ვენ, რაც თა­ვად ზე­ჭარ­ბად გა­აჩ­ნი­ათ და სა­კუ­თა­რი სი­ბინ­ძუ­რის და­მალ­ვას სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ...

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და თვით სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქიც კი, - გან­სჯის ობი­ექ­ტე­ბი ხდე­ბი­ან. არა­ვის ინ­დო­ბენ. რო­გორც ვიცი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­კი­თხვა, მით უფრო პატ­რი­არ­ქის, უმ­ძი­მე­სი და ძნე­ლად მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვა...

- ვი­საც გა­ნი­კი­თხა­ვენ, რაც უნდა სუ­ბი­ექ­ტუ­რი იყოს, რა­ღაც დო­ზით, სამ­კურ­ნა­ლოც კია... ადა­მი­ა­ნი თუ გო­ნი­ე­რია, და­ფიქ­რდე­ბა და ამ­დენ ქვის სრო­ლას სუ­ლი­ე­რი სა­ძირ­კვლის გა­სა­მაგ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ჩა­საფ­რე­ბუ­ლი თვა­ლი და მისი "გუ­ლის­ტკი­ვი­ლი" უკურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბა­ში გა­და­დის და სიწ­მინ­დე­შიც კი მო­სა­წონს ვერ ხე­დავს. სა­ბო­ლო­ოდ, ფსი­ქი­კუ­რად რყე­ვას გა­ნიც­დის, არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ხდე­ბა, სხვი­სი ამ­დე­ნი გან­სჯა აგ­რე­სი­ა­ში გა­დას­დის. ხიბ­ლის­გან კარ­გავს ადა­მი­ა­ნის სა­ხეს, რომ­ლის შემ­დეგ გამძვინ­ვა­რე­ბულ მხეცს ემ­სგავ­სე­ბა და მზად არის ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ლი­ჯოს.

მეტ-ნაკ­ლე­ბო­ბით ცოდ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ყვე­ლა­შია. შე­იძ­ლე­ბა ქმე­დე­ბა­ში არ გა­დაგ­ვი­ვი­დეს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყოთ, ვიდ­რე ის, ვინც ამას და­უ­ფა­რა­ვად აკე­თებს. გა­რეგ­ნუ­ლი სიწ­მინ­დე კი უფალს არ ესათ­ნო­ე­ბა, თუ ფიქ­რით და გო­ნე­ბით ყი­რა­ზე ვდგა­ვართ. ადა­მი­ა­ნი სა­ხეს ხე­დავს, უფა­ლი გულს. არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გან­კი­თხვა და მისი მოს­მე­ნა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია.…

- დღეს მარ­თლაც, ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის გან­სჯით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა­ტომ? ამას უსაქ­მუ­რო­ბა ხომ არ აკე­თე­ბი­ნეთ?

- ამ "პრო­ფე­სი­ით" ძი­რი­თა­დად უსაქ­მუ­რე­ბი კავ­დე­ბი­ან... ეს არის ერ­თა­დერ­თი "სამ­სა­ხუ­რი" გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ვა­კან­სია გა­აჩ­ნია. პი­რა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა რომ ჰქონ­დეთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვი­სი "ყვი­თე­ლი" ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით არას­დროს და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ. თუ ამ­დენს გა­ნი­კი­თხავ, იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ტი­ე­ბა არ შე­გიძ­ლია. თუ პა­ტი­ე­ბა არ შე­გიძ­ლია, მა­შინ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ­დე­ნი "გუ­ლის­ტკი­ვი­ლი?!" თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, სხვა­ზე უკე­თე­სია, იმ ფა­რი­სე­ველს ემ­სგავ­სე­ბა, მეზ­ვე­რეს­თან ერ­თად რომ ლო­ცუ­ლობ­და ტა­ძარ­ში, მაგ­რამ ღმერ­თმა მისი ლოც­ვა, არც სი­ტყვე­ბი არ შე­ის­მი­ნა. "მსა­ჯუ­ლი" დამ­ნა­შა­ვეს თუ იმით სჯობს, რომ მისი ში­ნა­გა­ნი ფო­რი­ა­ქი ჯერ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა, ვე­რა­ფე­რი ნუ­გე­შია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წი­ნაა. თუ ყვე­ლა ბრძო­ლა სის­რუ­ლე­ში არ მოჰ­ყავს, არა იმი­ტომ, რომ ღვთის შიში აქვს, არა­მედ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა იჭერს. რო­გორც იტყვი­ან - ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს. ცოდ­ვის გარ­და, მუდ­მი­ვად სხვის ფან­ჯრებ­თან დგო­მა და ქურ­დუ­ლად თვალ­თვა­ლი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მიც მგო­ნია. მო­ნა­ნუ­ლი ცოდ­ვი­ლის­გან მეტს ის­წავ­ლი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი "წმინ­და­ნის­გან" კი ...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს გავლენაზე

რა არის განკითხვის ცოდვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი? - მამა პეტრე  ამ მძიმე ცოდვის უმძიმეს  გავლენაზე

ადამიანები მუდმივად თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ თამამად და დაუფარავადაც განსაჯონ სხვა. თუმცა სხვისი განკითხვა ფარულად თუ ღიად, საშინელი ცოდვაა, რაც ჩვენი ცხოვრების ბოლო დროის მძიმე სენად იქცა, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალზე ჭირს.

როგორც ჩანს, დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ადვილია სხვისი ცხოვრების განხილვა, ''კბილის გაკვრა''. როგორც იტყვიან, ''სხვა სხვის ომში ბრძენიაო''. თითოეული ისეთი ''სიბრძნითა'' და ''მონდომებით'' საკუთარ ''ომში'' რომ იბრძოდეს, ამქვეყნად ალბათ ამდენი სატკივარიც არ დაგროვდებოდა და ცხოვრებაც გაცილებით იოლი იქნებოდა.

ჩვენი საუბრის თემა განკითხვა გახლავთ, რომელსაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთან ერთად განვიხილავთ, ანუ რა არის განკითხვა და რატომ უჩნდება ადამიანს ამის სურვილი?!

- განსჯა - ღვთის საქმეა. "ნუ განიკითხავთ", - გვეუბნება უფალი, რათა არა განიკითხნეთ. ვინც დაჰფარავს მოყვასის ცოდვებს, არ განიკითხავს მას, იმას ღმერთიც შეიწყნარებს თავის მართალ სამსჯავროზე, როგორც მისი წმიდა მცნების დამცველს, რადგან "ყოვლად მართალი არ ივიწყებს თავის მცნებებს". მამათა წიგნში არის მოთხრობილი: კვდებოდა ერთი განდეგილი, რომელიც სხვების აზრით, თავის ცხონებაზე თავს არ იწუხებდა. მას გარდაცვალებისას სახეზე ღიმილი ადგა.

"რატომა ხარ ასეთი უდარდელი ამ საშინელ ჟამს?" - ჰკითხეს მას ძმებმა: "ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის, რატომა ხარ ასე მშვიდად; გამაგრდი, ჩვენი უფლის ქრისტეს ძალით და გვითხარი, რათა ვადიდებდეთ იმის მოწყალებას". მაშინ მომაკვდავმა უთხრა მათ: "ასე, მამებო და ძმებო, მე ვცხოვრობდი დაუდევრად, და ეხლა ანგელოზმა ყველა ჩემი საქმე წაიკითხა ღვთის სამსჯავროზე, მე მდაბლად ვცანი დამნაშავედ თავი და მოველოდი ღვთისაგან მკაცრ განაჩენს, მაგრამ უცებ ანგელოზებმა მითხრეს მე: ყოველი შენი დაუდევრობის მიუხედავად, შენ უბოროტო იყავი და არავის არ განიკითხავდი". ამ სიტყვებზე მათ დახიეს ჩემი ცოდვების ფურცელი; აი, რატომა ვარ ასე გახარებული," - თქვა ეს და მან მაშინვე მიაბარა უფალს თავისი სული.

ასე აღესრულა მასზე ქრისტეს სიტყვები: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ". რამეთუ, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, ასეთივე მსჯავრით განიკითხნეთ - განგსჯის ღმერთი, არც ისე იშვიათად, ადამიანებით; და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, ასეთივე საწყაულით მოგეწყოთ თქუენ. ნაწილობრივ მოგეზღვება ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე, სრულიად კი - მომავალში. მოყვასის შეწყალებისა და სიყვარულისათვის ღმერთი მოგხედავს თავისი მოწყალებით; მოყვასის მიმართ შენი უსამართლობისათვის, ღმერთიც მკაცრად განსაზღვრავს შესაფერისს თავისი მსჯავრით. "მოყვასის განკითხვით, - ამბობს წმ. ოქროპირი, შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ შენს თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს. როგორც თავიდანვე ჩვენზეა დამოკიდებული ცოდვების პატიება, ასევე ამ სამსჯავროზეც: ჩვენ თვითონ ვადგენთ საზომს ჩვენი განსჯისა...

- რა გამოდის? არ უნდა დავადანაშაულოთ დამნაშავენი?

- დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ. პავლეც იმავეს გვეუბნება, უფრო სწორედ, ქრისტე გვასწავლის პავლეს პირით: "ხოლო შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?" (რომ. 14,10,4). "ნუ წინასწარ ჟამისა რას განიკითხავ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი" (1 კორ. 4,5).

- ზოგადად ამ ცოდვით ადამიანი რას უმზადებს საკუთარ თავს?

- მაცხოვარი ყველას განურჩევლად როდი უკრძალავს ცოდვების განსჯას, არამედ მხოლოდ მათ, ვინც თავად ურიცხვი ცოდვებით არიან დაავადებულნი და განიკითხავენ სხვებს უმნიშვნელო საქმეებისთვის. ეს ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: "ანუ რასა ჰხედავ წუელსა - როგორ ამჩნევ სხვის მცირეოდენ შეცდომას თვალსა შინა - სინდისში ძმისა შენისასა, და დვირესა, უმძიმეს ცოდვას თუალსა შინა შენსა, შენს სინდისში, არა განიცდი - ვერ ამჩნევ?" ნებისმიერს შეუძლია უკეთ დაინახოს საკუთარი ცოდვები, ვიდრე უცხოსი, უფრო კარგად შეამჩნიოს დიდი, ვიდრე ნაკლები. "ანუ, ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, მომეცი საშუალება, და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა; და აჰა, ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა". როგორ ცდილობ მის მკურნალობას, როცა შენ იმაზე მეტი მკურნალობა გჭირდება? მაგალითად: განრისხება არის წუელი ანუ ბეწვის ოდენა რაღაც, სიძულვილი კი დირე, მორის ოდენა. ვინც კვებავს თავის ძმის მიმართ მრისხანებას ბოროტი ეჭვებით, იგი წყალს უსხამს წუელს, რომელიც იზრდება და დიდ მორად იქცევა. მაშ ასე, თუ შენ განიკითხავ მრისხანებაში მყოფს, ხოლო შენს გულში ინახავ სიძულვილს, იცოდე, რომ შენც გეხება ქრისტეს სიტყვები: "ანუ რასა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?" ასე განურისხდა მეფე დავითი მართალთ, როგორც მას მოეჩვენა, აღშფოთდა ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც საწყალ და ღატაკ მეზობელს ბატკანი წაართვა, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ ვერ დაინახა თავისი მძიმე დანაშაული, როცა მან ურიას ცოლი წაართვა და თავად სიცოცხლესაც კი გამოასალმა. სხვისი განმკითხველი, თუ მას ამის მორალური უფლება არ გააჩნია, საკუთარ თავს მარადიულ სასჯელს უმზადებს.

- ის, ვინც ერთხელ ამ ცოდვას ინანიებს, მეორედ რატომღა იდენს მას? ნუთუ მართლა ძნელია მისგან თავის დაღწევა?

- ვინც თვითონაა სხვადასხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილი, იგი ვერ იქნება სხვათა შეცოდებების მკაცრი მსაჯული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ნაკლებ მნიშვნელოვანია; ნუ გაკიცხავ, აუგს ნუ იტყვი, არამედ შეაგონე; ნუ დაადანაშაულებ, არამედ ურჩიე; სიამაყით ნუ დააცხრები, არამედ სიყვარულით გამოასწორე; იმიტომ, რომ მოყვასს კი არა, შენს თავს მისცემ უსაშინლეს სასჯელს, როცა მას არ შეიბრალებ, როცა განიკითხავ მის შეცოდებებს, შენი თავისთვის გამოიტან განაჩენს.

სხვისი განსჯა ადვილია, საკუთარი ცოდვების მიმართ უფრო შემწყნარებლები ვართ. ვინც ამ მანკიერებას გულით არ ნანობს, ვერასდროს გათავისუფლდება მისგან. ხშირად ფსევდოინტელექტუალებს პროფესიად აქვთ ქცეული სხვისი გაქილიკება, მაგრამ სხვაში იმას ხედავენ, რაც თავად ზეჭარბად გააჩნიათ და საკუთარი სიბინძურის დამალვას სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ...

- პოლიტიკოსები, მსახიობები, სასულიერო პირები და თვით საქართველოს პატრიარქიც კი, - განსჯის ობიექტები ხდებიან. არავის ინდობენ. როგორც ვიცი, სასულიერო პირის განკითხვა, მით უფრო პატრიარქის, უმძიმესი და ძნელად მისატევებელი ცოდვა...

- ვისაც განიკითხავენ, რაც უნდა სუბიექტური იყოს, რაღაც დოზით, სამკურნალოც კია... ადამიანი თუ გონიერია, დაფიქრდება და ამდენ ქვის სროლას სულიერი საძირკვლის გასამაგრებლად გამოიყენებს, მაგრამ მუდმივად ჩასაფრებული თვალი და მისი "გულისტკივილი" უკურნებელ დაავადებაში გადადის და სიწმინდეშიც კი მოსაწონს ვერ ხედავს. საბოლოოდ, ფსიქიკურად რყევას განიცდის, არაადექვატური ხდება, სხვისი ამდენი განსჯა აგრესიაში გადასდის. ხიბლისგან კარგავს ადამიანის სახეს, რომლის შემდეგ გამძვინვარებულ მხეცს ემსგავსება და მზად არის ყველაფერი დაგლიჯოს.

მეტ-ნაკლებობით ცოდვისკენ მიდრეკილება ყველაშია. შეიძლება ქმედებაში არ გადაგვივიდეს, მაგრამ შინაგანად უარეს მდგომარეობაში ვიყოთ, ვიდრე ის, ვინც ამას დაუფარავად აკეთებს. გარეგნული სიწმინდე კი უფალს არ ესათნოება, თუ ფიქრით და გონებით ყირაზე ვდგავართ. ადამიანი სახეს ხედავს, უფალი გულს. არა მხოლოდ სასულიერო პირის, ზოგადად ადამიანის დაუსრულებელი განკითხვა და მისი მოსმენა მოსაბეზრებელია.…

- დღეს მართლაც, ადამიანები ყველასა და ყველაფრის განსჯით არიან დაკავებულები. რატომ? ამას უსაქმურობა ხომ არ აკეთებინეთ?

- ამ ''პროფესიით" ძირითადად უსაქმურები კავდებიან... ეს არის ერთადერთი "სამსახური" განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც უამრავი ვაკანსია გააჩნია. პირადი და საინტერესო ცხოვრება რომ ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ, სხვისი "ყვითელი" ყოველდღიურობით არასდროს დაინტერესდებოდნენ. თუ ამდენს განიკითხავ, იმას ნიშნავს, რომ პატიება არ შეგიძლია. თუ პატიება არ შეგიძლია, მაშინ რას ემსახურება ამდენი "გულისტკივილი?!" თუ ვინმეს ჰგონია, სხვაზე უკეთესია, იმ ფარისეველს ემსგავსება, მეზვერესთან ერთად რომ ლოცულობდა ტაძარში, მაგრამ ღმერთმა მისი ლოცვა, არც სიტყვები არ შეისმინა. "მსაჯული" დამნაშავეს თუ იმით სჯობს, რომ მისი შინაგანი ფორიაქი ჯერ არ გამჟღავნებულა, ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. თუ ყველა ბრძოლა სისრულეში არ მოჰყავს, არა იმიტომ, რომ ღვთის შიში აქვს, არამედ ამპარტავნება იჭერს. როგორც იტყვიან - ცოდვა გამხელილი სჯობს. ცოდვის გარდა, მუდმივად სხვის ფანჯრებთან დგომა და ქურდულად თვალთვალი პროვინციალიზმიც მგონია. მონანული ცოდვილისგან მეტს ისწავლი, ამპარტავანი "წმინდანისგან" კი ...

ლალი ფაცია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" პროდიუსერი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

"მიწის ეკონომიის მიზნით ააშენეს, თუმცა იქ კრემაცია არ შემდგარა" - რა ვიცით მუხათგვერდის კრემატორიუმზე და რა საერთო აქვს მას რიტუალების სასახლესთან