ირინა სარიშვილი გოგა ხაინდრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც რეჟისორმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები გამოუღო":
"ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები ამ კაცმა გამოუღო" – გოგა ხაინდრავას უბრძანებია...
გამოუღო თუ გამოუცვალა, ქერის ორმოს მუდმივო ბინადარო გოგავ ბატონო?
ან ამდენი ხელკეტგაყრილი უკანალი სად და ვინ დაითვალა???
თუ მართლა მასეა საქმე და ნახევარი საქართველო ბიძინას მოსვლამდე ხელკეტგაყრილი დადიოდა, ხმას არ იღებდა და მერე ბიძინას გამოაღებინა, დაღუპულა ეს ქვეყანა და ეგაა... თან ხელკეტმა მიჩვევა იცის... მნიშვნელობა არა აქვს, ვისია...
ხოდა ვინც მართლა ასე გრძნობს თავს (იმედია, არა ნახევარი საქართველო), ანუ უკანალში ხელკეტგაყრილად, შემდეგ გამოღებულად და მერე თავიდან გაყრილად, ან გასაყრელად გამზადებულად (ბიძინას ხელკეტი სულ სხვაა), იმათ მინდა ვურჩიო სამომავლოდ: თუ მოხდა სასწაული და ხელკეტმა რაღაცნაირად დისკომფორტი შეგიქმნათ, სანამ ვინმე ახალ მესიას მიუშვერდეთ უკანალებს გამოსაღებად, ეგებ თავად სცადოთ, თორემ ახალ ხელკეტს ვერ აცდებით და ცოდვები ხართ უბრალოდ... ხაინდრავას სალაპარაკოდ მაინც ნუ გაიხდით თავს
მოკლედ: ყველამ თავის უკანალს მიხედოს, ხაინდრავამაც, მათ შორის...
სტატუსი გულისამრევად რეალურია" - წერს სარიშვილი.