მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება
"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება

ნა­თია გი­გა­უ­რი ორი თვეა სა­კუ­თა­რი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძვის და მო­ი­თხოვს მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბას, რო­მელ­საც პე­დო­ფი­ლი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გი­გა­უ­რის თქმით, მისი შვი­ლის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას ეწე­ო­და, თა­ვი­სუ­ფა­ლია. ნა­თია გი­გა­უ­რი მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, მცი­რე­წლო­ვან ტყუ­პებ­თან ერ­თად სან­ზო­ნა­ში, ყო­ფილ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ცხოვ­რობს. სახ­ლს არ აქვს ფან­ჯრე­ბი, არ იკე­ტე­ბა კარი, ოჯა­ხი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­შია. ზაზა ს. გი­გა­უ­რის მე­ზო­ბე­ლი იყო. 17 წელი პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ნა­თია ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ზაზა ძია, უყ­ვარ­და პა­ტა­რა ნი­ნი­საც, ორი თვის წინ დე­დას შვილ­მა უთხრა, რომ ზაზა ძია მას უც­ნა­უ­რად ექ­ცე­ო­და. ნა­თი­ამ შვი­ლის მიერ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი მე­ზობ­ლებს უთხრა, შემ­დეგ კი ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცა. ის ამ­ბობს, რომ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ის აგენ­ტია და მას ამი­ტომ არ აკა­ვე­ბენ. მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და სის­ხლის აღე­ბით იმუქ­რე­ბა.

- ზაზა ს. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო, სულ ბავ­შვებ­თან იყო ეზო­ში, ზოგს კან­ფეტს ჩუქ­ნი­და, ეთა­მა­შე­ბო­და და ასე იჩ­ვევ­და პა­ტა­რებს. ჩემს ნი­ნი­კოს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ზაზა თუ არ დაჯ­დე­ბო­და მის სა­წოლ­თან, ისე არ იძი­ნებ­და. ტყუ­პე­ბი მყავს, ნი­ნი­კო და გი­ორ­გი. ბავ­შვებს მარ­ტო არას­დოს ვტო­ვებ­დი, სა­ნამ ბაღ­ში იყ­ვნენ, მა­ნამ­დე ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს­თან ვვაჭ­რობ­დი, შემ­დეგ კი სახ­ლში ვი­ყა­ვით. ნი­ნი­კო ზა­ზას­თან შე­დი­ო­და, ტე­ლე­ფო­ნი ჰქონ­და ზა­ზას და რა­ღა­ცებს ათა­მა­შებ­და ბავ­შვს. გი­ორ­გის კი აგ­დებ­და ოთა­ხი­დან, გა­ა­ღებ­და კარს და მე­ტყო­და, შე­მა­წუ­ხა ამან და აქე­დან გა­იყ­ვა­ნეო. ბავ­შვმა მი­თხრა, ხან წიხლს ამო­მარ­ტყამ­და, ხან თმა­ში მე­ქა­ჩე­ბო­და იქე­დან, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვიო. ჩემს და­ქა­ლებ­თან როცა შევ­დი­ო­დი ყა­ვის და­სა­ლე­ვად, შე­მო­ვი­დო­და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ზაზა, უი, აქ ხარო? მკი­თხავ­და და მერე ბავ­შვი გა­ყავ­და. მე რომ რამე მცოდ­ნო­და, ბავ­შვს რო­გორ ვან­დობ­დი. რო­გორც გა­ვი­გე, არა­ერ­თხელ ჰქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ იმ ბავ­შვე­ბის ოჯახ­მა არ უჩივ­ლა, და­მა­ლეს ფაქ­ტე­ბი. ერთ-ერთი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ 6 თვე წა­სუ­ლი იყო და როცა დაბ­რუნ­და თქვა, მო­ნას­ტერ­ში ვი­ყა­ვიო.

- რო­დის გი­თხრათ ბავ­შვმა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დამ­ყავ­და და მი­თხრა, ზაზა ძიას ოთახ­ში როცა შევ­ყავ­დი ხელს მა­კი­დე­ბი­ნებ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, ეს ასე და­იქ­ნი­ეო. მერე ხან წინ ჩა­მი­დებ­და, ხან უკა­ნო. გავმწარ­დი, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. იმ დღეს თავი შე­ვი­კა­ვე ჩხუ­ბის­გან, ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ კორ­პუს­ში და ჩემი შვი­ლის გამო სხვას ხომ არ გავ­ხვევ­დი შარ­ში? მე­ო­რე დღეს გა­ი­მე­ტეს ქა­ლებ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ. შემ­დეგ დავ­რე­კეთ პო­ლი­ცი­ა­ში, მო­ვი­და ორ-ორი ეკი­პა­ჟი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. წა­ვე­დით პო­ლი­ცი­ის მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მი­ვე­ცით ჩვე­ნე­ბა, ბავ­შვმა მოყ­ვა რას უკე­თებ­და ზაზა, ვი­დე­ოც გა­და­უ­ღეს, სა­დაც აღ­წერს, რა რო­გორ ხდე­ბო­და. მისი საც­ვა­ლი ნა­ხეს, გა­მახ­დე­ვი­ნეს, სამი დღე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხან ვის უჯ­რა­ში იდო ეს საც­ვა­ლი და ხან ვის უჯ­რა­ში.

- ზაზა არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ და­კი­თხვა­ზე?

- ჩვენ როცა მი­ვე­დით გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ გად­მოს­ცეს პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ ზაზა მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ. პო­ლი­ცი­ამ რო­გორც კი შე­ი­ტყო ეს, უთხრა სას­წრა­ფოდ მო­იყ­ვა­ნეთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიო. ეტყო­ბა ქა­ლებ­მა რომ სცე­მეს ზაზა და ზედა ქუ­ჩა­ზე გა­იქ­ცა, შე­უძ­ლოდ გახ­და, ქუ­ჩა­ში და­ვარ­და და სას­წრა­ფომ ამი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნა მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. როცა ბავ­შვმა პო­ლი­ცი­ა­ში ზა­ზას ხმა გა­ი­გო­ნა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ცუ­დად გახ­და. ზაზა იძახ­და, მაბ­რა­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერ­სო. ბავ­შვის საც­ვა­ლი რომ ნახა პო­ლი­ცი­ამ, ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ისე გამ­წარ­და, სცე­მა, მაგ­რამ მა­გას პო­ლი­ცია არ იტყვის. მე­გო­ნა და­ა­კა­ვებ­დნენ, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა თა­მუ­ნამ მი­თხრა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს და სახ­ლში ხომ არ წა­ვიყ­ვა­ნო? რომ მახ­სენ­დე­ბა რას მე­უბ­ნე­ბო­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ვა­ი­მე... გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, ოდეს­მე შენს შვილს შენ­თვის უთ­ქვამს ზაზა ტუ­ჩებ­ში მკოც­ნი­დაო? რა­ტომ მი­თხრა ეს, არ ვიცი. არ ვენ­დო­ბი მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბას, ხელს აფა­რე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს. რომ და­მი­ჭი­რონ მა­ინც ვი­ტყვი, რომ ის არის პო­ლი­ცი­ის აგენ­ტი და ამი­ტომ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი. ბევ­რი უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბა ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, არ­სად არ თქვა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი რომ არის მო­სუ­ლიო, არა­და ხალ­ხს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ჯერ უც­ნო­ბია ექ­სპერ­ტი­ზის დე­ტა­ლე­ბი.

- რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეთ ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად?

- რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი ასე­თია: ბავ­შვის საც­ვა­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი იყოო. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, ქალ­ბა­ტო­ნო, სუფ­თად ჩაც­მუ­ლი ატა­რეთ ბავ­შვიო. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი მე არ მი­ნა­ხავს, მე­უბ­ნე­ბი­ან საქ­მის მა­სა­ლე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის თქმის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც გაც­ნობ­თო. ბაღ­ში დამ­ყავს ბავ­შვე­ბი და შე­ა­მოწ­მონ თუ არ აც­ვი­ათ სუფ­თად ჩემს შვი­ლებს. ღა­მით არ მძი­ნავს, კარი არ იკე­ტე­ბა, ხომ შე­იძ­ლე­ბა ეს ზაზა შე­მო­მი­ვარ­დეს სახ­ლში? გვერ­დით მი­დევს ნა­ჯა­ხი და ფხიზ­ლად ვარ. ბაღ­შიც ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, ბავ­შვს თვა­ლი არ მო­ა­შო­რონ, იმან რომ არ გა­ი­ტყუ­ოს. კი ეში­ნია ბავ­შვს ზა­ზა­სი, ღა­მით ეღ­ვი­ძე­ბა ში­შით, მაგ­რამ 5 წლის არის და ხომ შე­იძ­ლე­ბა კან­ფე­ტე­ბი მის­ცეს, თბი­ლად მო­ექ­ცეს და ბავ­შვი გაყ­ვეს.

- მა­ნამ­დე სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ?

- ერთ ღა­მეს ბავ­შვი და­ი­კარ­გა, ვერ­სად ვერ ვნა­ხე. ბო­ლოს ზა­ზას და­ვუ­რე­კე, ნი­ნი­კო სად არის-მეთ­ქი და მი­თხრა, ლა იყო გოგო, ჩემ­თან ალი­სო. რომ მცოდ­ნო­და, ბავ­შვს რო­გორ ვან­დობ­დი. ბავ­შვს ემუქ­რე­ბო­და თურ­მე, შემ­დეგ მი­თხრა ნი­ნი­კომ, ზაზა ძია მე­უბ­ნე­ბო­და, დე­დას ეს არ უთხრა, თო­რემ შენც მოგ­კლავ და დე­და­შენ­სა­ცო. პა­ტა­რაა ბავ­შვი და ეში­ნია, მე­უბ­ნე­ბა სა­მი­ვეს მოგ­ვკლავს ზა­ზაო. ითი­შე­ბა ბაღ­ში, მას­თან ბა­ღის ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს, აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და ჩემი ნი­ნი­კო, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის.

- სად არის ახლა ზაზა?

- ამ­ბო­ბენ, თით­ქოს მო­ნას­ტერ­შია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე. ხან მე-15 სკო­ლა­ში ცხოვ­რობს, ხან კი­დევ მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე. იქ ვი­ღაც მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­თან მე­გობ­რობს, აქაც ხში­რად მოჰ­ყავ­და ის ბავ­შვე­ბი. რა უნდა ვი­ფიქ­რო არ ვიცი, იმ ღა­მეს უნდა მო­მეკ­ლა, პო­ლი­ცია მე­უბ­ნე­ბა ვერ ვი­ჭერ­თო. მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემი შვი­ლის ბო­ლომ­დე გა­უ­ბე­დუ­რე­ბა იყო სა­ჭი­რო? პო­ლი­ცი­ა­ში მარ­ტო და­ი­ტო­ვეს ჩემი 5 წლის შვი­ლი და­კი­თხვა­ზე, ჩემ­თან ერ­თად შე­ა­მოწ­მეს, ჰქონ­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. სპერ­მა ჰქონ­და საც­ვალ­ზე და გა­მო­ნა­ყა­რი ფე­ხებს შო­რის. მერე რა­ტომ და­ი­ტო­ვეს მარ­ტო და­კი­თხვა­ზე? ამ­დე­ნი ხა­ნია ვიბ­რძვი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სი­მარ­თლეს რო­გორ ვერ ვი­პო­ვი? ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა გა­ჩერ­დიო, მაგ­რამ რა­ტომ უნდა გავ­ჩერ­დე? პე­დო­ფი­ლის დაც­ვა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხო? ად­ვო­კატ­მაც მი­ღა­ლა­ტა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მაც. ამ საქ­მემ გა­და­მი­ყო­ლა და მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტან სარ­ჩელს. ვაფრ­თხი­ლებ პო­ლი­ცი­ას და ყვე­ლას, რომ მთი­უ­ლი ქალი ვარ და თუ კა­ნო­ნის გზით არ აგებს ზაზა პა­სუხს, სის­ხლის აღე­ბით მო­უ­წევს. ჩემი შვი­ლის გამმ­წა­რე­ბე­ლი არც გა­რეთ მინ­და და არც ცი­ხე­ში.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და, ზაზა ს-ს და­კავ­ში­რე­ბო­და, მაგ­რამ მას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს.

ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, 141 მუხ­ლით, რაც 16 წლამ­დე მო­უღ­წე­ველ­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას გუ­ლის­ხმობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება

"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება

ნათია გიგაური ორი თვეა საკუთარი შვილის უფლებების დასაცავად იბრძვის და მოითხოვს მამაკაცის დაკავებას, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებს. მამაკაცი, რომელიც გიგაურის თქმით, მისი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეწეოდა, თავისუფალია. ნათია გიგაური მეორე ჯგუფის ინვალიდია, სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვან ტყუპებთან ერთად სანზონაში, ყოფილ კარდიოლოგიურ ინსტიტუტში ცხოვრობს. სახლს არ აქვს ფანჯრები, არ იკეტება კარი, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. ზაზა ს. გიგაურის მეზობელი იყო. 17 წელი პატიმრობაში იმყოფებოდა. ნათია ამბობს, რომ პატარა ბავშვებს ძალიან უყვარდათ ზაზა ძია, უყვარდა პატარა ნინისაც, ორი თვის წინ დედას შვილმა უთხრა, რომ ზაზა ძია მას უცნაურად ექცეოდა. ნათიამ შვილის მიერ მოთხრობილი ამბავი მეზობლებს უთხრა, შემდეგ კი ჩვენება გამოძიებას მისცა. ის ამბობს, რომ დამნაშავე პოლიციის აგენტია და მას ამიტომ არ აკავებენ. მერვე განყოფილებას უნდობლობას უცხადებს და სისხლის აღებით იმუქრება.

- ზაზა ს. ჩვენი მეზობელი იყო, სულ ბავშვებთან იყო ეზოში, ზოგს კანფეტს ჩუქნიდა, ეთამაშებოდა და ასე იჩვევდა პატარებს. ჩემს ნინიკოს ძალიან უყვარდა. ზაზა თუ არ დაჯდებოდა მის საწოლთან, ისე არ იძინებდა. ტყუპები მყავს, ნინიკო და გიორგი. ბავშვებს მარტო არასდოს ვტოვებდი, სანამ ბაღში იყვნენ, მანამდე ახმეტელის მეტროსთან ვვაჭრობდი, შემდეგ კი სახლში ვიყავით. ნინიკო ზაზასთან შედიოდა, ტელეფონი ჰქონდა ზაზას და რაღაცებს ათამაშებდა ბავშვს. გიორგის კი აგდებდა ოთახიდან, გააღებდა კარს და მეტყოდა, შემაწუხა ამან და აქედან გაიყვანეო. ბავშვმა მითხრა, ხან წიხლს ამომარტყამდა, ხან თმაში მექაჩებოდა იქედან, რომ გამოვსულიყავიო. ჩემს დაქალებთან როცა შევდიოდი ყავის დასალევად, შემოვიდოდა შეშფოთებული ზაზა, უი, აქ ხარო? მკითხავდა და მერე ბავშვი გაყავდა. მე რომ რამე მცოდნოდა, ბავშვს როგორ ვანდობდი. როგორც გავიგე, არაერთხელ ჰქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ იმ ბავშვების ოჯახმა არ უჩივლა, დამალეს ფაქტები. ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ 6 თვე წასული იყო და როცა დაბრუნდა თქვა, მონასტერში ვიყავიო.

- როდის გითხრათ ბავშვმა ამ ფაქტის შესახებ?

- დაახლოებით ორი თვის წინ. საავადმყოფოში გადამყავდა და მითხრა, ზაზა ძიას ოთახში როცა შევყავდი ხელს მაკიდებინებდა და მეუბნებოდა, ეს ასე დაიქნიეო. მერე ხან წინ ჩამიდებდა, ხან უკანო. გავმწარდი, ძალიან ვინერვიულე. იმ დღეს თავი შევიკავე ჩხუბისგან, ბიჭები იყვნენ კორპუსში და ჩემი შვილის გამო სხვას ხომ არ გავხვევდი შარში? მეორე დღეს გაიმეტეს ქალებმა სასიკვდილოდ. შემდეგ დავრეკეთ პოლიციაში, მოვიდა ორ-ორი ეკიპაჟი, გამომძიებელი. წავედით პოლიციის მერვე განყოფილებაში, მივეცით ჩვენება, ბავშვმა მოყვა რას უკეთებდა ზაზა, ვიდეოც გადაუღეს, სადაც აღწერს, რა როგორ ხდებოდა. მისი საცვალი ნახეს, გამახდევინეს, სამი დღე პოლიციის განყოფილებაში ხან ვის უჯრაში იდო ეს საცვალი და ხან ვის უჯრაში.

- ზაზა არ დაუბარებიათ დაკითხვაზე?

- ჩვენ როცა მივედით განყოფილებაში, მაშინ გადმოსცეს პოლიციელებს, რომ ზაზა მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ როგორც კი შეიტყო ეს, უთხრა სასწრაფოდ მოიყვანეთ განყოფილებაშიო. ეტყობა ქალებმა რომ სცემეს ზაზა და ზედა ქუჩაზე გაიქცა, შეუძლოდ გახდა, ქუჩაში დავარდა და სასწრაფომ ამიტომ გადაიყვანა მიხაილოვის საავადმყოფოში. როცა ბავშვმა პოლიციაში ზაზას ხმა გაიგონა, ნერვიულობისგან ცუდად გახდა. ზაზა იძახდა, მაბრალებენ ყველაფერსო. ბავშვის საცვალი რომ ნახა პოლიციამ, ერთ-ერთი თანამშრომელი ისე გამწარდა, სცემა, მაგრამ მაგას პოლიცია არ იტყვის. მეგონა დააკავებდნენ, მაგრამ გამომძიებელმა თამუნამ მითხრა, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს და სახლში ხომ არ წავიყვანო? რომ მახსენდება რას მეუბნებოდა გამომძიებელი, ვაიმე... გამომძიებელმა მითხრა, ოდესმე შენს შვილს შენთვის უთქვამს ზაზა ტუჩებში მკოცნიდაო? რატომ მითხრა ეს, არ ვიცი. არ ვენდობი მერვე განყოფილებას, ხელს აფარებენ დამნაშავეს. რომ დამიჭირონ მაინც ვიტყვი, რომ ის არის პოლიციის აგენტი და ამიტომ არის თავისუფალი. ბევრი უკანონობა ხდება ამ განყოფილებაში. გამომძიებელმა მითხრა, არსად არ თქვა ექსპერტიზის პასუხი რომ არის მოსულიო, არადა ხალხს ეუბნებიან, რომ ჯერ უცნობია ექსპერტიზის დეტალები.

- რა პასუხი მიიღეთ ექსპერტიზის შედეგად?

- როგორც გამომძიებელმა მითხრა, ექსპერტიზის პასუხები ასეთია: ბავშვის საცვალი ჭუჭყიანი იყოო. გამომძიებელმა მითხრა, ქალბატონო, სუფთად ჩაცმული ატარეთ ბავშვიო. ექსპერტიზის შედეგები მე არ მინახავს, მეუბნებიან საქმის მასალები და ექსპერტიზის შედეგების თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მაინც გაცნობთო. ბაღში დამყავს ბავშვები და შეამოწმონ თუ არ აცვიათ სუფთად ჩემს შვილებს. ღამით არ მძინავს, კარი არ იკეტება, ხომ შეიძლება ეს ზაზა შემომივარდეს სახლში? გვერდით მიდევს ნაჯახი და ფხიზლად ვარ. ბაღშიც ყველა გაფრთხილებული მყავს, ბავშვს თვალი არ მოაშორონ, იმან რომ არ გაიტყუოს. კი ეშინია ბავშვს ზაზასი, ღამით ეღვიძება შიშით, მაგრამ 5 წლის არის და ხომ შეიძლება კანფეტები მისცეს, თბილად მოექცეს და ბავშვი გაყვეს.

- მანამდე საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?

- ერთ ღამეს ბავშვი დაიკარგა, ვერსად ვერ ვნახე. ბოლოს ზაზას დავურეკე, ნინიკო სად არის-მეთქი და მითხრა, ლა იყო გოგო, ჩემთან ალისო. რომ მცოდნოდა, ბავშვს როგორ ვანდობდი. ბავშვს ემუქრებოდა თურმე, შემდეგ მითხრა ნინიკომ, ზაზა ძია მეუბნებოდა, დედას ეს არ უთხრა, თორემ შენც მოგკლავ და დედაშენსაცო. პატარაა ბავშვი და ეშინია, მეუბნება სამივეს მოგვკლავს ზაზაო. ითიშება ბაღში, მასთან ბაღის ფსიქოლოგი მუშაობს, აგრესიული გახდა ჩემი ნინიკო, ძალიან განიცდის.

- სად არის ახლა ზაზა?

- ამბობენ, თითქოს მონასტერშია, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე. ხან მე-15 სკოლაში ცხოვრობს, ხან კიდევ მოსკოვის პროსპექტზე. იქ ვიღაც მრავალშვილიან ოჯახთან მეგობრობს, აქაც ხშირად მოჰყავდა ის ბავშვები. რა უნდა ვიფიქრო არ ვიცი, იმ ღამეს უნდა მომეკლა, პოლიცია მეუბნება ვერ ვიჭერთო. მაინცდამაინც ჩემი შვილის ბოლომდე გაუბედურება იყო საჭირო? პოლიციაში მარტო დაიტოვეს ჩემი 5 წლის შვილი დაკითხვაზე, ჩემთან ერთად შეამოწმეს, ჰქონდა თუ არა ძალადობის კვალი. სპერმა ჰქონდა საცვალზე და გამონაყარი ფეხებს შორის. მერე რატომ დაიტოვეს მარტო დაკითხვაზე? ამდენი ხანია ვიბრძვი, 21-ე საუკუნეში სიმართლეს როგორ ვერ ვიპოვი? ყველა მეუბნება გაჩერდიო, მაგრამ რატომ უნდა გავჩერდე? პედოფილის დაცვა როგორ შეიძლება, ხალხო? ადვოკატმაც მიღალატა, არასამთავრობოებმაც. ამ საქმემ გადამიყოლა და მივიყვან ბოლომდე. პროკურატურაში შევიტან სარჩელს. ვაფრთხილებ პოლიციას და ყველას, რომ მთიული ქალი ვარ და თუ კანონის გზით არ აგებს ზაზა პასუხს, სისხლის აღებით მოუწევს. ჩემი შვილის გამმწარებელი არც გარეთ მინდა და არც ციხეში.

Ambebi.ge შეეცადა, ზაზა ს-ს დაკავშირებოდა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 141 მუხლით, რაც 16 წლამდე მოუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია