ავტორი:

"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას

"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი" - ახალგაზრდა ლუდომანი თვითმკვლელის წერილი დედას

მას შემდეგ, რაც ლუდომანიაზე სტატიები დაიბეჭდა, რედაქციაში სატელეფონო ზარები არ წყდება. მოქალაქეები გვიამბობენ თავიანთ გასაჭირს, თუ როგორ ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას და რა ძნელია ეს სახელმწიფოში, სადაც აზარტული თამაშებით ცდუნებისგან დამცავი მექანიზმი არ არსებობს; სადაც სატელევიზიო და ინტერნეტრეკლამა წვეთის ეფექტივით მუშაობს ცნობიერებაზე; სადაც ძნელია ფსიქოლოგიური დახმარების მიღება; სადაც პრობლემებში ჩაძირულ ადამიანებს აღარ შესწევთ ძალა, სხვისი ტკივილი გაიზიარონ და, სულ ცოტა, თანაუგრძნონ მაინც.

გვიკავშირდებიან ცოლები, რომელთაც ოჯახები დაენგრათ, რადგან მათი ქმრები აზარტული თამაშების მანიამ შეიპყრო. დედები გვთხოვენ, საზოგადოებას ვუამბოთ მათი უდროოდ დაღუპული თვითმკვლელი შვილების შესახებ, რათა ამ უკიდურესი ხერხით სხვებმაც აღარ სცადონ აზარტული თამაშებისგან თავის დაღწევა. დედებს სურთ, საკუთარი შვილების მაგალითით სხვისი შვილები გადაარჩინონ.

სულისშემძვრელია მამუკა ნანიკაშვილის ამბავი. დედამ, ქალბატონმა ლუიზამ, მისი დღიურები გადმომცა. მამუკა ლუდომანიის მსხვერპლი იყო. თუმცა, შესანიშნავად ხვდებოდა, რაც სჭირდა, მაგრამ გამოსავლის ძიებისას მარტო აღმოჩნდა და პრობლემის მთელი სიმძიმე საკუთარ თავს აჰკიდა - მამუკამ ბუნებრივი აირით გაიგუდა თავი. სიკვდილის წინ წერილი დაწერა: "მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა და კახა - ბოდიში.

ყველა ძალიან მიყვარხართ. მე ასე უნდა გავაკეთო, უნდა გავჩერდე, თორემ უფრო მეტ ზიანს მივაყენებ ჩემ ირგვლივ მყოფთ, ყველას ბოდიში. დედა მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მართლა ბევრჯერ გატკინე და მართლა ძალიან განვიცდიდი... იმედია, ღმერთი მაპატიებს".

ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულ მამუკას შინ ჩიტი ჰყოლია. ვიდრე საბედისწერო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუდგებოდა, ჩიტი ბინიდან გაიყვანა, კარი შიგნიდან ჩაკეტა, ყველაფერი დაგმანა, გაზქურა ჩართო და... დაიძინა. დედამ და ძმამ კარი რომ ვერ გააღეს, იფიქრეს, მამუკა სადღაც წავიდა და გასაღები გაჰყვაო. ის ღამე ახლობელთან გაათენეს. მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, კარი მაშველებმა შეამტვრიეს...

მისი გარდაცვალებით თითქოს ერთი ადამიანის პრობლემა შეწყდა, თუმცა, არ დასრულებულა უკიდურესი გაჭირვება, რომელსაც მისი ოჯახი განიცდის და რისგან თავის დაღწევაც მამუკამ, ისევე, როგორც უამრავმა ადამიანმა საქართველოში, აზარტულ თამაშებზე ამგვარი "გამარჯვებით" სცადა. მამუკას დედა და ძმა თბილისის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამუკას ძმა ორი თვეა უმუშევარია. ქალბატონი ლუიზა ხელისუფლებას ტოტალიზატორებისა და კაზინოების დახურვას სთხოვს. ამ თხოვნით მიმართავდა მთავრობას, როდესაც ქვეყნის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" იყო.

"თუ ვინმე შეეცდება კაზინოების არსებობის იმით გამართლებას, რომ ასეთი ორგანიზაციები სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბიუჯეტში დიდი ფული შედის, შევახსენებ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას: არ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს მრავალთა კეთილდღეობამ. კაზინოების მსხვერპლი კი უამრავია. მშობლები მალავენ, რომ მათმა შვილებმა დიდძალი ფულის წაგების გამო მოიკლეს თავი. ნუ დუმხართ, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს ბოროტება, თორემ აღარ იარსებებს ჩვენი ერი! ისინი, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, ერის გამრავლებას უნდა ემსახურონ, ეშმაკთან ბრძოლაში არაფრისთვის იღუპებიან. თუ ამისგან არ შეგიძლიათ იხსნათ ქვეყანა, აბა, რა არის თქვენი დანიშნულება?! მე

ხომ ისედაც ვერ მეხმარებით. ხუთი თვის პენსია წინასწარ ავიღე, რომ რამდენიმე კვირა გავიტანოთ თავი მე და ჩემმა შვილმა, რომელსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ასაქმებთ" - აცხადებს ლუიზა ნანიკაშვილი.

მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მისი ოჯახის წევრი ჩათრეულია გემბლინგში, ან ამ პრობლემის მსხვერპლი ხდება, მამუკა ნანიკაშვილის დღიურები, ალბათ, უკეთ დაანახებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. მამუკა ნიჭიერი ადამიანი იყო. მარტომყოფს, სამწუხაროდ, გადარჩენისთვის ძალა არ ეყო განაგრძეთ კითხვა

"პალიტრა მედიის" გადაწყვეტილებით, ჰოლდინგის არც ერთი მედიასაშუალებით ონლაინ კაზინოების რეკლამა აღარ გაშუქდება

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა