კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე
"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის მერ მად­ლი­ე­რე­ბის დღის და­წე­სე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ახლა იმე­დია, გა­მოხ­ტე­ბა ვინ­მე ანა­ფო­რი­ა­ნი კერ­პთმსა­ხუ­რი და "პა­სუხს გამ­ცემს" ბა­რემ გა­და­არ­ქვან აღ­დგო­მას სა­ხე­ლი და უწო­დონ ბა­ა­ლის, ან მათ­თვის ძვირ­ფა­სი ოქ­როს მე­უ­ფის, მა­მო­ნას სა­ხე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას დად­გე­ბა.

აღარც არა­ფე­რი გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა და არც არა­ფერს გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რი­ტუ­ა­ლებს ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბას ნუ და­უ­კავ­ში­რე­ბენ!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის დღე და­წეს­და. უფ­ლი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის დღე ყო­ვე­ლი წლის აღ­დგო­მა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. მად­ლო­ბის ლოც­ვა და წირ­ვა პირ­ვე­ლად სვე­ტი­ცხო­ველ­ში შეს­რულ­დე­ბა. აღ­დგო­მის წინა დღეს, შა­ბათს მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, სა­სურ­ვე­ლია, თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში ფე­ხით ჩა­ვიდ­ნენ. მი­სი­ვე თქმით, და­იკ­ვლე­ბა მოზ­ვე­რი, 7 ცხვა­რი და უფალს მად­ლო­ბას შეს­წი­რა­ვენ. ხოლო კვი­რას, 18.00 სა­ათ­ზე შეს­რულ­დე­ბა სა­მად­ლო­ბე­ლო პა­რაკ­ლი­სი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ქუ­ჩა­ში ნა­კურთხ წყალს ას­ხუ­რებს.

"ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ ყო­ველ­დღე და გვა­ვი­წყდე­ბა, რომ უფალს მად­ლო­ბა შევ­წი­როთ. ათი კეთ­რო­ვა­ნი მა­ცხო­ვარს შეხ­ვდა. მათ შო­რი­დან და­უ­წყეს ყვი­რი­ლი და თხოვ­ნა, რომ გა­ნე­კურ­ნე­ბი­ნა. უფალ­მა გან­კურ­ნა, წა­დით და ეჩ­ვე­ნეთ მღვდელ­სო. ის­რა­ელ­ში იყო წესი, როცა ადა­მი­ა­ნი კეთ­რო­ვა­ნე­ბის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბო­და, მღვდელ­თან უნდა წა­სუ­ლი­ყო და მღვდელს უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა, რომ ის გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო. როცა კეთ­რო­ვა­ნე­ბი მღვდელ­თან წა­ვიდ­ნენ, გზა­ში შე­ხე­დეს თა­ვი­ანთ თავს, რომ გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ. აქე­დან ერთი მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და, უფ­ლის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე და­ვარ­და და მას მად­ლო­ბა უთხრა. უფა­ლი ეუბ­ნე­ბა: ცხრა­ნი სად არი­ა­ნო. ვერ იპო­ვეს ძალა თა­ვის თავ­ში, რომ მი­სუ­ლიყ­ვნენ და მად­ლო­ბა

შე­ე­წი­რათ უფ­ლის­თვის.

აი, ეს გვა­ვი­წყდე­ბა ჩვენ და ეს უნდა გვახ­სოვ­დეს. ამ წლი­დან, ყო­ველ წე­ლი­წადს აღ­დგო­მა დღეს მად­ლო­ბის პა­რაკ­ლი­სი და ლოც­ვა ღვთი­სად­მი შეს­რულ­დე­ბა. ყო­ვე­ლი წლის აღ­დგო­მა ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის დღე იქ­ნე­ბა. ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი და ის ერი, რო­მე­ლიც მად­ლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე", - ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე

"არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!" - ცოტნე გამსახურდია მადლიერების დღის დაწესებაზე

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის მერ მადლიერების დღის დაწესებას ეხმაურება.

"ახლა იმედია, გამოხტება ვინმე ანაფორიანი კერპთმსახური და "პასუხს გამცემს"  ბარემ გადაარქვან აღდგომას სახელი და უწოდონ ბაალის, ან მათთვის ძვირფასი ოქროს მეუფის, მამონას სახელი და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

აღარც არაფერი გაგვიკვირდება და არც არაფერს გავაპროტესტებთ, ოღონდ ამ ზომბ-რიტუალებს ქრისტეს მოძღვრებას ნუ დაუკავშირებენ!", - წერს გამსახურდია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. უფლისადმი მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. მისივე თქმით, დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს.

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა

შეეწირათ უფლისთვის.

აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს