Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა
გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

სამ­წუ­ხა­როდ, კა­ხეთ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და მკვლე­ლო­ბე­ბი. კვი­რა არ გავა, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი რომ არ მოხ­დეს. მო­რი­გი მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ფელ გურ­ჯა­ან­ში მოხ­და. 26 წლის გია ჩუ­გოშ­ვილ­მა, მეტ­სა­ხე­ლად "მეს­კე­ტამ" თა­ნა­ტო­ლი, 27 წლის ჯაბა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. ასე­ვე მძი­მედ დაჭ­რა ჯა­ბას მამა, 56 წლის ნო­დარ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი. მას ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. ღა­მის 3 სა­ათ­ზე მი­იყ­ვა­ნეს დაჭ­რი­ლი მამა-შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ექი­მებ­მა ჯა­ბას გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ჯა­ბას რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა კი გუ­ლის არე­ში ჰქონ­და. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და ნო­დარ ელიზ­ბა­რაშ­ვილს, ის ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა. ექი­მე­ბის თქმით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

სის­ხლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია ჩუ­გოშ­ვი­ლის სახ­ლში მოხ­და. მი­ზე­ზად ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მამა-შვი­ლი ღა­მის 3 სა­ათ­ზე ჩუ­გოშ­ვილს სახ­ლში მი­უ­ვარ­და. მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი ჩხუ­ბი სის­ხლისღვრით დას­რულ­და.

"ჩემ­მა ძმის­შვილ­მა, გიამ თურ­მე გა­მო­ი­ა­რა მათი სახ­ლი, თა­ვის­თვის ღი­ღი­ნებ­და, სიმ­ღე­რით მო­ვი­და სახ­ლში ნას­ვა­მი, დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა. ალ­ბათ ერთი სა­ა­თი ეძი­ნა, როცა მას­თან მამა-შვი­ლი ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლე­ბი მო­სუ­ლან. მი­უნ­გრე­ვი­ათ კარი, შე­სუ­ლან შიგ­ნით და ჩხუ­ბი აუ­ტე­ხავთ გი­ას­თვის. თურ­მე დანა ეჭი­რათ ხელ­ში. გია გა­მო­სუ­ლა, მოხ­და ჩხუ­ბი და ეს ამ­ბა­ვი დატ­რი­ალ­და", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მი­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

სამწუხაროდ, კახეთში ძალიან გახშირდა მკვლელობები. კვირა არ გავა, უმძიმესი დანაშაული რომ არ მოხდეს. მორიგი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, სოფელ გურჯაანში მოხდა. 26 წლის გია ჩუგოშვილმა, მეტსახელად "მესკეტამ" თანატოლი, 27 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ასევე მძიმედ დაჭრა ჯაბას მამა, 56 წლის ნოდარ ელიზბარაშვილი. მას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ღამის 3 საათზე მიიყვანეს დაჭრილი მამა-შვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ჯაბას გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ჯაბას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, სასიკვდილო ჭრილობა კი გულის არეში ჰქონდა. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ნოდარ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

სისხლიანი დანაშაული მკვლელობაში ბრალდებულ გია ჩუგოშვილის სახლში მოხდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა. მათ შორის დაწყებული ჩხუბი სისხლისღვრით დასრულდა.

"ჩემმა ძმისშვილმა, გიამ თურმე გამოიარა მათი სახლი, თავისთვის ღიღინებდა, სიმღერით მოვიდა სახლში ნასვამი, დაწვა და დაიძინა. ალბათ ერთი საათი ეძინა, როცა მასთან მამა-შვილი ელიზბარაშვილები მოსულან. მიუნგრევიათ კარი, შესულან შიგნით და ჩხუბი აუტეხავთ გიასთვის. თურმე დანა ეჭირათ ხელში. გია გამოსულა, მოხდა ჩხუბი და ეს ამბავი დატრიალდა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ