ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

უკრაინის "რეგიონების პარტიამ" ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის, ვიქტორ იანუკოვიჩი უმცროსის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა, "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

"20 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ყოფილი დეპუტატი პარტია რეგიონებიდან, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი უმაღლეს რადაში. ის 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინც იცნობდა უმცროს ვიქტორ იანუკოვიჩს, მოიხსენიებს მას თბილად და სიმპატიებით. მას უყვარდა სისწრაფე და ექსტრიმი, ის ბოლომდე მზად იყო, დაეცვა თავისი სამოქალაქო პოზიცია და იდეალები. ვუსამძიმრებთ მის მშობლებს, მეუღლეს ოლგას და შვილ ილიას", - წერია "რეგიონების პარტიის" განცხადებაში.

უკრაინის ექსპრეზიდენტის უმცროსი ვაჟის ბაიკალის ტბაში დახრჩობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურეებდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. თუმცა, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩის სიკვდილთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები დაადასტურეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციონერმა ნესტორ შუფრიჩმა და ანტონ გერაშენკომ. უკრაინული მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შვილს დღეს ყირიმის ნახევარკუნძულზე დაკრძალავენ. დაკრძალვას მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები დაესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა