პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია
ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­ოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 21 მარტს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და არა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე და ხალ­ხზე ზრუ­ნავს.

"სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთხელ მი­წევს იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო აღარ გვაქვს და ჩვენს ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ჰყავს, არ ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე და ხალ­ხზე ზრუ­ნავს. ეს 21 მარტს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აქ­ცია ჩა­ტარ­და და ყვე­ლა კო­მენ­ტა­რით, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის," ასე­ვე, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან, კი­დევ ერთხელ ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და არა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 21 მარტს თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" იმ­დე­ნი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვერ შეძ­ლეს, რამ­დენ­საც ისი­ნი აპი­რებ­დნენ. "რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ეს ის ძა­ლაა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად თვლის, რომ რაც უა­რე­სად წავა ქვე­ყა­ნა­ში საქ­მე, მით უკე­თე­სი.

ერ­თა­დერ­თი, რაც მათ 21 მარ­ტის შემ­დეგ აწუ­ხებთ ისაა, რომ იმ­დე­ნი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვერ შეძ­ლეს, რამ­დე­ნის იმე­დიც ჰქონ­დათ", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­ოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლოა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლო­ბენ, 2 მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

"ერ­თის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად, ხოლო მე­ო­რის - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი ამ ორ ძა­ლას არ აინ­ტე­რე­სებს. სწო­რედ ამის­თვის გა­და­არ­ჩი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ამის­თვის და­ა­შან­ტა­ჟა მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რომ თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხმას არ მის­ცემ­დნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აუ­ცი­ლებ­ლად მობ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზე­ზია", - გან­მარ­ტა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

პარ­ტი­ის ლი­დე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ ყვე­ლაფ­რი­დან ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მო­შორ­დეს, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან. "ქვე­ყა­ნას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უნდა მო­შორ­დეს, რო­მე­ლიც გა­დამგდე­ბია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც არა სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არა­მედ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სწო­რედ ჩვენ ვართ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა არა­სო­დეს აყე­ნებ­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია

ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია

"გაერთიანებული დეოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 21 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი არის ხელისუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის პრობლემების მოგვარება. მისივე განმარტებით, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე და ხალხზე ზრუნავს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე და ხალხზე ზრუნავს. ეს 21 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც "ნაციონალების" აქცია ჩატარდა და ყველა კომენტარით, როგორც "ქართული ოცნების," ასევე, "ნაცმოძრაობის" მხრიდან, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი არის ხელისუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის პრობლემების მოგვარება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" 21 მარტს თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან "ნაციონალებმა" იმდენი ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს, რამდენსაც ისინი აპირებდნენ. "რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ის ძალაა, რომელიც ტრადიციულად თვლის, რომ რაც უარესად წავა ქვეყანაში საქმე, მით უკეთესი.

ერთადერთი, რაც მათ 21 მარტის შემდეგ აწუხებთ ისაა, რომ იმდენი ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს, რამდენის იმედიც ჰქონდათ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დეოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ასევე, აღნიშნა, რომ მდგომარეობა სავალალოა, რადგან ქვეყანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ცდილობენ, 2 მთავარი პოლიტიკური ძალა წარმოაჩინონ.

"ერთის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა ნებისმიერ ფასად, ხოლო მეორის - ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერ ფასად. ქვეყნის ინტერესები ამ ორ ძალას არ აინტერესებს. სწორედ ამისთვის გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა", ამისთვის დააშანტაჟა მოსახლეობა ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემდნენ, "ნაციონალები" აუცილებლად მობრუნდებოდნენ, ეს "ნაციონალების" მთავარ ოპოზიციურ ძალად შენარჩუნების მიზეზია", - განმარტა ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რათა ხელისუფლებას ორი პოლიტიკური ძალა მოშორდეს, რომლებიც ხალხის მოტყუებით დაკავებულნი არიან. "ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია. ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ასეთი პოლიტიკური ძალა სწორედ ჩვენ ვართ, რომელიც პარტიის ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არასოდეს აყენებდა", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა