პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყვია-წამლის საწყობი, სატუსაღო, ციხე, თეატრი – მეტეხის ტაძრის მრავალსაუკუნოვანი რთული გზა
ტყვია-წამლის საწყობი, სატუსაღო, ციხე, თეატრი – მეტეხის ტაძრის მრავალსაუკუნოვანი რთული გზა

მე­ტე­ხი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, ავ­ლაბ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

გად­მო­ცე­მით, მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ქა­ლა­ქის უძ­ვე­ლეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეკ­ლე­სია და ცი­ხე­სი­მაგ­რე აღ­მარ­თა, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ფის რე­ზი­დენ­ცი­ის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და. აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს სა­ხე­ლი მე­ტე­ხიც, რო­მე­ლიც "სა­სახ­ლის ირ­გვლივ არე­მა­რეს" ნიშ­ნავს. V სა­უ­კუ­ნე­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წმინ­და შუ­შა­ნიკ წა­მე­ბუ­ლი დაკ­რძა­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სია წყა­რო­ებ­ში თა­მარ მე­ფის დრო­საც მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მაგ­რამ 1235 წელს მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვას ვერც ერთი ად­რინ­დე­ლი ნა­გე­ბო­ბა გა­და­ურ­ჩა...

მე­ტე­ხის ეკ­ლე­სია მეფე დე­მეტ­რე II-ს 1278-1289 წლებ­ში აღუდ­გე­ნია. ის ცენ­ტრა­ლურ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბაა და სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. XIII სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლე­თი და ჩრდი­ლო­ე­თი კედ­ლე­ბი (კა­მა­რე­ბის დო­ნემ­დე), და­სავ­ლეთ კედ­ლის ქვე­მო ნა­წი­ლი, სამ­ხრეთ კედ­ლის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. ტა­ძა­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც და­ზი­ან­და და რამ­დენ­ჯერ­მე აღად­გი­ნეს. მეფე როს­ტომ­მა XVII სა­უ­კუ­ნე­ში ტა­ძარს ძლი­ე­რი ცი­ტა­დე­ლი გა­უ­კე­თა, რო­მელ­საც 3000 ჯა­რის­კა­ცი იცავ­და. XVII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, რო­დე­საც ქარ­თლის ტახ­ტზე მაჰ­მა­დი­ა­ნი მე­ფე­ე­ბი ის­ხდნენ, მე­ტე­ხის ტა­ძა­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. მოგ­ზა­ურ ჟან შარ­დე­ნის თქმით, მისი მი­ტო­ვე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი მე­ხის და­ცე­მა ყო­ფი­ლა. ვახ­ტანგ V-მ აღად­გი­ნა და ის თო­ფის წამ­ლის სა­წყო­ბად გა­და­აქ­ცია.

1748 წელს, მე­ტე­ხის ცი­ხი­დან სპარ­სელ­თა გან­დევ­ნის შემ­დეგ, შე­კეთ­და და ამოქ­მედ­და დიდი ხნის წინ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მე­ტე­ხის ეკ­ლე­სი­აც. რუ­სე­თის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (1801 წლი­დან) ტა­ძარ­მა მისი რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­ქცია და­კარ­გა და სამ­ხედ­რო ბა­რა­კად გა­და­კეთ­და. 1819 წელს ცი­ტა­დე­ლი და­შა­ლეს და ახა­ლი ნა­გე­ბო­ბით შე­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც 1938 წლამ­დე სა­ტუ­სა­ღოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და.

ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და ამ ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვა, თუმ­ცა ქარ­თველ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა მხრი­დან, მხატ­ვარ-კო­ლექ­ცი­ო­ნერ დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის მე­თა­უ­რო­ბით დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხ­ვდა. ბე­რი­ამ შეს­თა­ვა­ზა ეკ­ლე­სი­ის ას­ლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ზო­მით შექ­მნა მუ­ზე­უ­მის­თვის, რო­მელ­საც მისი წი­ნა­და­დე­ბით, თა­ვად დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და, რა­ზეც მხატ­ვრის­გან მტკი­ცე უარი მი­ი­ღო. შე­ვარ­დნა­ძე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის­თვის და­პა­ტიმ­რეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნა­გე­ბო­ბის გა­დარ­ჩე­ნა მა­ინც მო­ხერ­ხდა. უფრო გვი­ან­დელ პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სია თე­ატ­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. მეფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მო­ნუ­მენ­ტი სკულპ­ტორ ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლის ავ­ტო­რო­ბით, ეკ­ლე­სი­ის წინ 1967 წელს აღი­მარ­თა.

80-იან წლებ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით და­ი­წყო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის კამ­პა­ნია. ქარ­თველ­მა დი­სი­დენ­ტმა და მო­მა­ვალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ ამ მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­აც მო­ა­წყო. კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 1988 წლი­დან ეკ­ლე­სი­ამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო...

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მე­ტე­ხის კლდე აბოს წა­მე­ბის ად­გი­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო (VIII სა­უ­კუ­ნე), რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნია... მე­ტე­ხის მი­და­მო მტკვრის სა­პი­რის­პი­რო სა­ნა­პი­როს­თან რკი­ნა-ბე­ტო­ნის ხი­დი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 1951 წელს აიგო ორი ძვე­ლი ხი­დის ად­გი­ლას...

იხი­ლეთ მე­ტე­ხის ტაძ­რის ფო­ტო­ის­ტო­რია

მომ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტყვია-წამლის საწყობი, სატუსაღო, ციხე, თეატრი – მეტეხის ტაძრის მრავალსაუკუნოვანი რთული გზა

ტყვია-წამლის საწყობი, სატუსაღო, ციხე, თეატრი – მეტეხის ტაძრის მრავალსაუკუნოვანი რთული გზა

მეტეხი თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კლდოვან ფერდობზე, ავლაბრის ტერიტორიაზეა განლაგებული.

გადმოცემით, მეფე ვახტანგ გორგასალმა ქალაქის უძველეს ტერიტორიაზე ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხიც, რომელიც "სასახლის ირგვლივ არემარეს" ნიშნავს. V საუკუნეში ამ ტერიტორიაზე წმინდა შუშანიკ წამებული დაკრძალეს.

აღნიშნული ეკლესია წყაროებში თამარ მეფის დროსაც მოიხსენიება, მაგრამ 1235 წელს მონღოლების შემოსევას ვერც ერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა...

მეტეხის ეკლესია მეფე დემეტრე II-ს 1278-1289 წლებში აღუდგენია. ის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა და საუკუნეთა განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა. XIII საუკუნის ნაგებობისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები (კამარების დონემდე), დასავლეთ კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. ტაძარი მოგვიანებითაც დაზიანდა და რამდენჯერმე აღადგინეს. მეფე როსტომმა XVII საუკუნეში ტაძარს ძლიერი ციტადელი გაუკეთა, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, მეტეხის ტაძარი მიტოვებული იყო. მოგზაურ ჟან შარდენის თქმით, მისი მიტოვების უშუალო მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა. ვახტანგ V-მ აღადგინა და ის თოფის წამლის საწყობად გადააქცია.

1748 წელს, მეტეხის ციხიდან სპარსელთა განდევნის შემდეგ, შეკეთდა და ამოქმედდა დიდი ხნის წინ მიტოვებული მეტეხის ეკლესიაც. რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ტაძარმა მისი რელიგიური ფუნქცია დაკარგა და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშალეს და ახალი ნაგებობით შეიცვალა, რომელიც 1938 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა.

ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევა, თუმცა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარ-კოლექციონერ დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის ასლის შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით, თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზეც მხატვრისგან მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრეს და მოგვიანებით, სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის მონუმენტი სკულპტორ ელგუჯა ამაშუკელის ავტორობით, ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.

80-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ქართველმა დისიდენტმა და მომავალმა საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ამ მოთხოვნით შიმშილობის აქციაც მოაწყო. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო...

ლეგენდის თანახმად, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილიც უნდა ყოფილიყო (VIII საუკუნე), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია... მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინა-ბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას...

იხილეთ მეტეხის ტაძრის ფოტოისტორია

მომზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია