მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს
''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი კვლავ "X ფაქ­ტო­რის" წამ­ყვა­ნია, რეზო ესა­ძე ფილმში იღებს, თე­ატ­რშიც და­კა­ვე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, რო­გორც ყო­ველ­თვის, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია სა­კუ­თარ სფე­რო­ში და არა­მარ­ტო. ტე­ლე­გა­და­ცე­მის ჩა­წე­რე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, სა­დაც აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ ბევ­რს ხა­ლი­სობს. ამას­თან ერ­თად, მას რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა ყბა­და­ღე­ბუ­ლი "ოს­კა­რე­ბის" თე­მა­ზეც და­ვუს­ვით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ტე­ლე­ე­თერ­ში საკ­მაო გუ­ლის და­წყვე­ტით ისა­უბ­რა.

- ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლი "X ფაქ­ტო­რი" შედ­გა და თან ძა­ლი­ან კარ­გად. ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ვად "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტე­ბის­გა­ნაც. მინ­დო­და შემ­დე­გი სე­ზო­ნის წამ­ყვა­ნი და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გა­მი­ხარ­და, როცა და­მი­რე­კეს, ხვალ ჩა­წე­რა­ზე მო­დიო. მთე­ლი პრო­ცე­სე­ბია, სა­ნამ მენ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ კონ­კურ­სან­ტებს შე­არ­ჩე­ვენ და გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილს რო­გორ შე­ე­წყვე?

- ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, მას­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ლა­პა­რა­კი, რო­გორც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­ზე და არა მარ­ტო მსა­ხი­ობ­ზე, კარ­გად მღე­რის, ცეკ­ვავს. ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მე და აჩი­კო ყო­ველ­თვის ვმე­გობ­რობ­დით, ასე რომ, რო­გორ შე­ვე­წყვეთ, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია.

- პირ­ვე­ლი ჩა­წე­რე­ბი უკვე შედ­გა. რო­გო­რია პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ფა­ვო­რი­ტი თუ გა­მო­გიჩ­ნდა?

- პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა დავ­სვი, რო­გო­რი ტი­პე­ბი მო­ვიდ­ნენ-მეთ­ქი და მი­თხრეს, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი გუნ­დია მო­სუ­ლიო. გო­გო­ნა­თა ჯგუ­ფი მო­მე­წო­ნა ძა­ლი­ან. წინა სე­ზონ­ზეც ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. მე მყავ­და ორი ფა­ვო­რი­ტი, ნიკა კიკ­ნა­ძე და თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი, რო­მე­ლიც კას­ტინ­გი­დან­ვე მო­მე­წო­ნა, რად­გან ჰარდ-როკ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია და ასე­თი­ვე ოჯა­ხი აქვს. ნი­ჭი­ე­რია და მგო­ნია, თუ ნორ­მა­ლუ­რი ხარ, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა გიყ­ვარ­დეს (იღი­მის). რაც უფრო უნი­ჭო ადა­მი­ა­ნებ­ზე ვიქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლე­ბი, მით უფრო წავა ქვე­ყა­ნა, სა­ით­კენ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით (იცი­ნის). ყვე­ლა­ფერს მთავ­რო­ბას ნუ და­ვაბ­რა­ლებთ.…

- ისევ შოუს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ჟი­უ­რის ანრი ჯო­ხა­ძე შე­მო­უ­ერ­თდა ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბით. ჟი­უ­რის პო­ლე­მი­კა­ში წამ­ყვა­ნე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბით?

- არა მგო­ნია, რომ ეს წამ­ყვა­ნის საქ­მე იყოს. ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რი­საც არის კონ­კუ­რენ­ცია, ყვე­ლას უნდა, რომ მისი კა­ტე­გო­რი­ი­დან იყოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ამას პა­ექ­რო­ბას უფრო და­ვარ­ქმევ­დი. მენ­ტო­რებს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არის და არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი მგო­ნია. მე ჩემი მხრივ არ შე­მიძ­ლია, ვინ­მეს დავ­ცი­ნო, გა­ვა­ქი­ლი­კო და ა.შ. არ მომ­წონს ასე­თი პოზა და მი­მაჩ­ნია, რომ არც მიხ­დე­ბა. აჩი­კო აქ­ტი­უ­რია და ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობთ კუ­ლი­სებ­ში. თუკი ენერ­გი­უ­ლი სიმ­ღე­რაა, ბევ­რს ვცეკ­ვავთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს

''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს

ია სუხიტაშვილი კვლავ ''X ფაქტორის'' წამყვანია, რეზო ესაძე ფილმში იღებს, თეატრშიც დაკავებულია. მოკლედ, როგორც ყოველთვის, საკმაოდ აქტიურია საკუთარ სფეროში და არამარტო. ტელეგადაცემის ჩაწერები უკვე დაწყებულია, სადაც აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად საკმაოდ ბევრს ხალისობს. ამასთან ერთად, მას რამდენიმე შეკითხვა ყბადაღებული ''ოსკარების'' თემაზეც დავუსვით, რომლის შესახებაც ტელეეთერში საკმაო გულის დაწყვეტით ისაუბრა.

- ვფიქრობ, პირველი ''X ფაქტორი'' შედგა და თან ძალიან კარგად. ძალიან განსხვავდებოდა თავად ''რუსთავი 2''-ის პროექტებისგანაც. მინდოდა შემდეგი სეზონის წამყვანი და თანამონაწილე ვყოფილიყავი. გამიხარდა, როცა დამირეკეს, ხვალ ჩაწერაზე მოდიო. მთელი პროცესებია, სანამ მენტორები თავიანთ კონკურსანტებს შეარჩევენ და გადაღებები მიმდინარეობს.

- აჩიკო სოლოღაშვილს როგორ შეეწყვე?

- ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, როგორც ძალიან ნიჭიერ ადამიანზე და არა მარტო მსახიობზე, კარგად მღერის, ცეკვავს. ჩემთვის კომფორტული ადამიანია. მე და აჩიკო ყოველთვის ვმეგობრობდით, ასე რომ, როგორ შევეწყვეთ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- პირველი ჩაწერები უკვე შედგა. როგორია პირველი შთაბეჭდილებები, ფავორიტი თუ გამოგიჩნდა?

- პირველი შეკითხვა დავსვი, როგორი ტიპები მოვიდნენ-მეთქი და მითხრეს, საკმაოდ ძლიერი გუნდია მოსულიო. გოგონათა ჯგუფი მომეწონა ძალიან. წინა სეზონზეც ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მე მყავდა ორი ფავორიტი, ნიკა კიკნაძე და თორნიკე ყიფიანი, რომელიც კასტინგიდანვე მომეწონა, რადგან ჰარდ-როკზე ვგიჟდები. ძალიან თავმდაბალი და დადებითი ადამიანია და ასეთივე ოჯახი აქვს. ნიჭიერია და მგონია, თუ ნორმალური ხარ, ნიჭიერი ადამიანი უნდა გიყვარდეს (იღიმის). რაც უფრო უნიჭო ადამიანებზე ვიქნებით მომართულები, მით უფრო წავა ქვეყანა, საითკენ, ყველამ კარგად ვიცით (იცინის). ყველაფერს მთავრობას ნუ დავაბრალებთ.…

- ისევ შოუს რომ დავუბრუნდეთ, ჟიურის ანრი ჯოხაძე შემოუერთდა ფრთიანი ფრაზებით. ჟიურის პოლემიკაში წამყვანები არ ჩაერთვებით?

- არა მგონია, რომ ეს წამყვანის საქმე იყოს. ჟიურის წევრებს შორისაც არის კონკურენცია, ყველას უნდა, რომ მისი კატეგორიიდან იყოს გამარჯვებული, ამიტომ ამას პაექრობას უფრო დავარქმევდი. მენტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის და არცაა გასაკვირი. ეს ნორმალური პროცესი მგონია. მე ჩემი მხრივ არ შემიძლია, ვინმეს დავცინო, გავაქილიკო და ა.შ. არ მომწონს ასეთი პოზა და მიმაჩნია, რომ არც მიხდება. აჩიკო აქტიურია და ძალიან ვხალისობთ კულისებში. თუკი ენერგიული სიმღერაა, ბევრს ვცეკვავთ.

იხილეთ გაგრძელება

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე